Home სხვადასხვა დაიჯესტი “ჩიხში მოვამწყვდევთ!” _ ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს დაემუქრა

“ჩიხში მოვამწყვდევთ!” _ ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს დაემუქრა

დღეს იმის განცხადებით, რომმსოფლიო ხუთ სახელმწიფოზე მეტია”, გლობალური სისტემის უსამართლობას ვუპირისპირდებით. მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება, კაცობრიობის ბედს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ერთი მუჭა ქვეყნები წყვეტდნენ”, _ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ უკვე აქვს გარკვეული საგზაო რუკა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისჩიხში მოსამწყვდევად”.

ერდოღანი, დიდი ხანია, ებრძვის გლობალური პოლიტიკური სისტემის “უსამართლობას”, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამყარდა. აქ საქმე კონკრეტულ რიტორიკაში კი არა, პრობლემის არსშია. სიტყვები “ერთი მუჭა ქვეყნები” ნამდვილად უადგილოა და კრემლმაც მართებულად უპასუხა, რომ ფაშიზმზე გამარჯვებულებს ასე არ უნდა ეწოდოს, ხოლო ბირთვული სახელმწიფოების “ჩიხში მომწყვდევის” დაპირება სასაცილოა, თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობა ნამდვილად მომწიფებულია: ახლა მსოფლიო საერთოდ არ ჰგავს იმას, 1945 წელს რომ იყო. დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ მსოფლიო წესრიგი ღრმა ტრანსფორმაციის პროცესშია და საჭირო არ არის (და მართლაც შეუძლებელია) სწრაფად ცვალებადი სურათის დახატვა. აუცილებელია მომავლის ფორმულაზე შეთანხმება _ იმაზე, რაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში იმუშავებს. გაეროს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაზე მუშაობა არ არის მხოლოდ გლობალური ცვლილებების შედეგი _ ის ხდება ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობის სამუშაოს ნაწილი, მსოფლიო სახელმწიფოებისა და ცივილიზაციების ინტერესთა და ძალთა ახალი ბალანსის პოვნაში. გასაკვირი არ არის, რომ სერგეი ლავროვმა არსებითად მხარი დაუჭირა ერდოღანს, მნიშვნელოვანი დათქმით _ და არა მხოლოდ იმის შესახებ, რომ “ხუთეულს” ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე”.

“აუცილებელია გაეროსა და უშიშროების საბჭოს ადაპტაცია ახალ რეალიებთან. მსოფლიოში აღარ არის 50 ქვეყანა, როგორც ეს იყო ორგანიზაციის შექმნისას, და არც 70, როგორც ეს იყო გაეროს უშიშროების საბჭოს 12-დან 15 წევრამდე გაფართოებისას; გაცილებით მეტია _ 193 წევრი. განვითარებადი ქვეყნები სამართლიანად მოითხოვენ, რომ მათი წარმომადგენლობა გაეროს მთავარ ორგანოში გაიზარდოს. თუ გადავხედავთ უშიშროების საბჭოს შემადგენლობას, ახლა დასავლეთს 15 წევრიდან ექვსი მაინც ჰყავს. როდესაც იაპონია ირჩევა უშიშროების საბჭოში აზიიდან, ეს არის მეშვიდე ხმა დასავლური პოლიტიკის ყულაბაში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ძალისხმევით ემატება. დასავლეთს აღარ სჭირდება ამ ორგანოში ადგილების დამატება, ხოლო აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის განვითარებადი ქვეყნები აუცილებლად უნდა დაემატონ”.

მართლაც, ახლა უშიშროების საბჭოს თხუთმეტი წევრიდან დასავლეთი წარმოდგენილია ექვსით (სამ მუდმივ წევრს პლუს სამი ევროპიდან). იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიას ყველაზე ხშირად ირჩევენ უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად, გამოდის, რომ ატლანტისტები (წყნარ ოკეანეში მდებარეობის მიუხედავად, იაპონია უდავოდ მათი გავლენის სფეროშია) აკონტროლებენ ადგილების თითქმის ნახევარს მსოფლიო მთავრობაში”. შეესაბამება თუ არა ეს ძალთა გლობალურ ბალანსს და სახელმწიფოთა უმეტესობის თვალსაზრისს სამართლიანი წარმომადგენლობის შესახებ? _ არა. ეს უფსკრული კი ყოველწლიურად უფრო ფართოვდება. მიუხედავად იმისა, რომ, უკვე ოცი წელია, უშიშროების საბჭოს წევრობის გაფართოებაზე საუბრობენ, სწორედ 2020-იან წლებში ეს გარდაუვალი ჩანდა _ საკითხი მომწიფებულია და გადამწიფებულიც, მაგრამ, ამასთანავე, საჭიროა, დაუყოვნებლივ განისაზღვროს ერთი პრინციპული საკითხი _ საუბარი არ არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობის გაფართოებაზე ვეტოს უფლებით, რადგანდიდი ხუთეულისშემადგენლობა ჩამოყალიბდა მიზეზთა გამო _ ეს ის დიდი ძალებია, რომლებმაც გაერო შექმნეს. გასაგებია, რომ მათ შორის საფრანგეთი შემთხვევით მოხვდა; გასაგებია, რომ სამი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სხვა დიდი სახელმწიფოებიც გაჩნდნენ, მაგრამ “ხუთეულიდან” არც ერთი ნებაყოფლობით არ დათმობს ვეტოს უფლებას, ისევე, როგორც არ მოისურვებს სხვა ქვეყნებისთვის იმავე უფლების მინიჭებას (აქაც ხომ ხუთივეს თანხმობაა საჭირო), ხოლო მათი იძულება, იმავე გაეროს წესდების მიხედვით, შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მომავალში უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე სხვა სახელმწიფოებიც (ან გაერთიანებები) გამოჩნდებიან, მაგრამ ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, შეიქმნება საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. სწორედ ამ გზაზეა საჭირო უშიშროების საბჭოს რეფორმა, რომელიც მის შემადგენლობას გააფართოებს, და არა ვეტოს უფლების მქონე ქვეყნების სიის შეცვლა.

გაფართოებას აქვს ორი შეამდგენელი: უშიშროების საბჭოს ახალი მუდმივი წევრების ჩართვა და მისი საერთო შემადგენლობის გაფართოება. მეორე პუნქტი უფრო ადვილია _ 15-დან 24-მდე ან 25 წევრამდე გაზრდა, ამასთანავე, რეგიონული კვოტების გადახედვა. ლავროვი საუბრობს სამხრეთისა და აღმოსავლეთისთვის დამატებაზე, რომ დღეს აზიას, აფრიკასა და ლათინურ ამერიკას უშიშროების საბჭოში რვა ადგილი აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ერთერთი მათგანი (აზიიდან) ძალიან ხშირად ერგებადასავლურიაპონიას, გამოდის შვიდი _ .. მესამე ქვეყნების წილიდან, დასავლეთის შვიდი ადგილის საპირწონედ (მე-15 ევრაზიული რუსეთია). საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ გეოპოლიტიკის სიმძიმის ცენტრი აზიაში გადაინაცვლებს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მარტო აფრიკა, უკვე დიდი ხანია, აღემატება დასავლურ “ოქროს მილიარდს”. საქმე ის არის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცივილიზაციები არ არიან წარმოდგენილნი გაეროში.

არ არსებობს მილიარდნახევრიანი ისლამური სამყარო და ასეთივე ინდოეთი, ანუ ცალკეული მუსლიმანური ქვეყნები, როგორც ინდოეთი, შეიძლება აირჩიონ არამუდმივ წევრებად. რეგიონული კვოტებისა და უშიშროების საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის გადიდება პრობლემას ვერ გადაჭრის, საჭიროა ახალი მუდმივი წევრები და სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი პრობლემა.

ვინ უნდა წარმოადგენდეს აფრიკას და ვინ _ ლათინურ ამერიკას? ვინ იქნება მუსლიმანებისგან? როგორ იქნებიან წარმოდგენილნი არაბები? თითქმის ორი ათეული წელია, არსებობსოთხთა ჯგუფიინდოეთის, გერმანიის, ბრაზილიისა და იაპონიის შემადგენლობით, ქვეყნებისა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ უშიშროების საბჭოში მუდმივ ადგილებზე. მათ პირობა დადეს, რომ ერთმანეთს მხარს დაუჭერენ ამ ბრძოლაში, მაგრამ თითოეული მათგანის წინააღმდეგ ყალიბდება კოალიცია: მექსიკასა და არგენტინას არ სურთ ბრაზილიის ხილვა ლათინური ამერიკის წარმომადგენლად (ისინი თავად აცხადებენ პრეტენზიას ამ ადგილზე), ინდოეთი არ მოსწონთ პაკისტანელებს (რომელთა უკანაც ისლამური სამყარო დგას), იაპონია მიუღებელია ჩინეთისა და რუსეთისთვის. ამასთანავე, ის, ისევე როგორც გერმანია, დამნაშავე იყო მეორე მსოფლიო ომში, გაერო კი შეიქმნა მათ მიერ, ვინც ეს ქვეყნები დაამარცხა. დიახ, 75 წელი გავიდა, დიახ, ახლა იაპონია და გერმანია გაეროს ბიუჯეტის მთავარ კონტრიბუტორებს შორის არიან, მაგრამ რატომ უნდა მიენიჭოთ მათ მუდმივი წევრობა? Gგერმანია, საერთოდ, თავის მომავალს ევროკავშირის წევრობაში ხედავს _ მაშინ ეგებ უკეთესი იყოს, ევროკავშირს მიენიჭოს მუდმივი ადგილი უშიშროების საბჭოში, თანაც საფრანგეთის ხარჯზე _ ისიც ხომ “ერთიანი ევროპის” ნაწილია?

საზოგადოდ, როგორც კი საქმე შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი მუდმივი წევრების კანდიდატთა კონკრეტულ სიას, ყველაფერი მუხრუჭდება. ახლა საუკეთესო შანსი ინდოეთს აქვს, მაგრამ მხოლოდ მისი გულისთვის არავინ წამოიწყებს ასეთ რთულ ოპერაციას, ხოლო იმაზე კამათი, აფრიკას ნიგერია უნდა წარმოადგენდეს თუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ვინ იქნება არაბების წარმომადგენელი _ საუდის არაბეთი თუ ეგვიპტე, რატომ დაივიწყეს ინდონეზია და სად არის თურქეთი, დაუსრულებლად შეიძლება. ამასთანავე, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლობის გაზრდის უფრო სწორი ვარიანტია მისი შევსება რეგიონული ინტეგრაციული გაერთიანებებით, იმ ორგანიზაციებით, რომლებსაც უფრო და უფრო ემატებათ წონა მსოფლიოს თვალში.

აფრიკის კავშირი, არაბული ქვეყნების ლიგა, ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების თანამეგობრობა, ASEAN (სამხრეთაღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია) _ ეს ორგანიზაციები მუდმივად უნდა იყოს წარმოდგენილი გაეროს უშიშროების საბჭოში. ამ ალიანსების ყველა სირთულისა და არასრულყოფილების მიუხედავად, მომავალი მათ ეკუთვნის. ისინი უდავოდ გაძლიერდებიან და ნებისმიერ შემთხვევაში უკვე შეუძლიათ, ერთდროულად წარმოადგინონ რამდენიმე მსოფლიო ცივილიზაციის ინტერესები. მათ უნდა დაემატოს ინდოეთი (რომელიც თავისთავად სახელმწიფო-ცივილიზაციაა) და თუნდაც ევროკავშირი (ანუ, არსობრივად, გერმანია), რადგან ამ შემთხვევაში დასავლეთის სასარგებლოდ მიკერძოებას ადგილი არ ექნება.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ასეთ უშიშროების საბჭოში სამხრეთი უკეთ იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს უფლება უწინდებურად ჩრდილოეთის სახელმწიფოებს დარჩება, ახალი შემადგენლობა უფრო ახლოს იქნება რეალობასთან, ვიდრე ახლაა, ამიტომ ძალთა და ინტერესების ახალი ბალანსის შემდგომი ძიება, მომავალი მსოფლიო წესრიგის რუკაზე მუშაობა შეიძლება განხორციელდეს მართალც წარმომადგენლობითი შემადგენლობით და სამართლიანადაც. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მომავლის პროექტის ლეგიტიმურობისთვის.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნინო ბერიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here