Home სხვადასხვა დაიჯესტი ჩინეთში მოსახლეობას გადასახადებს უმცირებენ

ჩინეთში მოსახლეობას გადასახადებს უმცირებენ

ჩინეთში მოსახლეობას გადასახადებს უმცირებენ

2019 წლის იანვრიდან ჩინეთში დაიწყება მოსახლეობისთვის გადასახადების თანმიმდევრული შემცირება. გადასახადების ბაზიდან გამოიქვითება გასავლები მედიცინაზე, განათლებაზე, საცხოვრებლის კრედიტებსა და სხვ., _ იუწყება ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსინხუა”.

საგადასახადო გამოქვითვები 1 ათასი იუანიდან (144 დოლარი) 2 ათას იუანამდეა და დამოკიდებულია გასავლების ხასიათზე. მაგალითად, ბავშვების განათლებისთვის გაწეული ხარჯები შეიძლება არ დაიბეგროს, თუ ეს თანხა წელიწადში 12 ათას იუანს შეადგენს 1 ბავშვზე. ჩინელები გადასახადს არ გადაიხდიან 60 წელზე ნაკლები წლოვანების მშობლებისთვის დახარჯული 24 ათასი იუანისთვის. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დანახარჯები დაზღვევას 15 ათასი იუანით აჭარბებს, გადასახადების დაქვითვიდან ამოღებული იქნება სამედიცინო მომსახურებისთვის დახარჯული 60 ათასი იუანი. საცხოვრებელზე გადასახადები მცირდება 800-დან 1200 იუანამდე, დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით.

ადრე უკვე გამოცხადებული იყო, რომ მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც დაიბეგრება, 3,5 ათასიდან 5 ათას იუანამდე (715 დოლარი) მოიმატებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here