Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვეულებრივი ღალატი

ჩვეულებრივი ღალატი

კვირიკაშვილი-ერდოღანი

სტატიის წერის დაწყებამდე ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი რომანიდან ერთი ფრაზა გამახსენდა: “ნიკანდრო ქილია, შენისთანა ღორისშვილის ცოლობას დათა თუთაშხიას საყვარლობა რომ სჯობია, თუ იცი ეს შენ?!” _ ამ სიტყვებს ბეჩუნი პერტია ეუბნება პოლიცმაისტერ ქილიას

2013 წელს თურქეთის მთავრობამ ქართველი მაღალჩინოსნები სადავო ტერიტორიაზე სასაუბროდ მიიწვია. საკითხი არდაღანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწის ფართობს ეხებოდა. თურქული მხარის მტკიცებით, გასული საუკუნის 70-იან წლებში თურმე საქართველოთურქეთის საზღვარზე მდინარე ადიდებულა, კალაპოტი შეუცვლია და ექვსი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჩვენს მხარეს დარჩენილა. თურქეთს იმხანად საბჭოთა კავშირისთვის ვერ გაუბედავს იმის თქმა, რომ მდინარის კალაპოტის გამო მიწა დაკარგა, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა იმ კალაპოტში და… 2013 წელს თურქებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს. მაშინ ეს სერიოზულად არავინ აღიქვა ან როგორ უნდა აღექვა, როცა იმავე პერიოდში, აზერბაიჯანს საქართველო დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსში 20 სანტიმეტრ მიწას ედავებოდა?! საქმე ჩიჩხიტურის კოშკს ეხება, რომლის უკანა კედელიც თურმე აზერბაიჯანის საზღვარზეა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კოშკის იმ კედელს სამიზნედ იყენებენ და ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშობენ. აზერბაიჯანის მხარემ არც მაშინ და არც ახლა კედლის სისქე, ანუ 20 სანტიმეტრი არ დათმო. სწორედ მაშინ ამბობდა მეუფე ილარიონი, შეგნებულად უშენენ ტყვიებს, კოშკი რომ ჩამოინგრესო, და იქიდან დახვრეტილ კედელს ბერები აქედან ამთელებდნენ

20 სანტიმეტრი არ დაგვითმეს აზერებმა და ვინ იფიქრებდა, რომ 6 ჰექტარ მიწას დავთმობდით. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ 6 ჰექტარი დაახლოებით 15 საფეხბურთო სტადიონის ფართობის ტოლია და, ცოტა კი არა, ძალიან ბევრია. ამის მიუხედავად…

გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთსაქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფი/თურგოზუს საკონტროლოგამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ქართულ დელეგაციას 10-კაციანი შემადგენლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდა; თურქულ დელეგაციას კი _ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ისტორიული სამართლიანობა აღდგა და ამიერიდან არდაღანის პროვინციის ჩრდილოდასავლეთით მდებარე მიწის ექვსი ჰექტარი ისევ ჩვენი საკუთრებაა”, _ ამ ინფორმაციას თურქული გამოცემები ავრცელებენ და ქართული უწყებაც ადასტურებს, რომ მეზობლებთან საზღვრის საკითხი საბოლოოდ გაარკვიეს და ისტორიული სამართლიანობა აღადგინეს.

როგორ არ გავიხსენოთ ის, რომ ცოტა ხნის წინათ საქართველოს პარლამენტი 12 აგვისტოს დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას აპირებდა და ეს კანონი მას შემდეგ შემოდეს თაროზე, როცა თურქეთის ელჩმა გააპროტესტა, მაგ ომში ჩვენ დავმარცხდით და არ იზეიმოთო. ან ის როგორ არ გავისხენოთ, რომ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ერდოღანთან შეხვედრისას ქართული დროშა არ დაახვედრეს და მხოლოდ თურქული დროშის ფონზე გადააღებინეს სურათები… რა გამოდის? ჩვენი ხელისუფლება თურქული მხარის ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს, ფეხქვეშ ეგება, ერთ ადგილს ულოკავს (არ მითხრათ ახლა, ცენზურა დაიცავიო, უარესს რომ არ ვწერ, მადლობის წერილი გამომიგზავნეთ თურქეთის ელჩის ხელით) და თან კეთილმეზობლობაზე აკეთებს აქცენტს.

პარალელურად, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო უწყება, ოპოზიცია თუ ხელისუფლება ერთხმად აყვირდა, _ არიქა, ხურჩაში რუსებმა საზღვარი 20 მეტრით გადმოწიესო. რაც მოხდა ხურჩაში, ცუდი ფაქტია, განგაშია ასატეხი, მაგრამ ლევან იზორია რომ გაიძახის, შეშფოთებული და უაღრესად აღშფოთებული ვარო, რატომ მაშინ არ შეშფოთდა, როცა თავდაცვის მინისტრს 6 ჰექტარი “ფუკასავით” ააცალეს ცხვირწინ? თუ ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იყო? თუ ასეა, გადავხედოთ ისტორიას და, როგორც მახსოვს, თამარის მეფობის პერიოდში თურქეთში ტრაბზონის იმპერია გვქონდა და იქ ქართველი იმპერატორი იჯდა. ვუთხრათ მაშინ თურქებს, დაგვიბრუნონ ტრაბზონი, აქეთ ვლადიკავკაზზე ვიდავოთ და იქით კიდევ _ განჯასა და სომხეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, მაგრამ არა, ჩვენ ხომ მეზობლებს უნდა გავუფრთხილდეთ და ერთადერთი მეზობელი, რომელსაც უნდა გავუბრაზდეთ, უნდა გავაღიზიანოთ, უნდა ვეომოთ, რუსეთია. ეს იმიტომ, რომ რუსეთის გინება მოდურია, რუსეთს თუ აგინებ, “კარგი ტიპი” ხარ და თურქეთი, თუ 6 ჰექტრის “ახევას” დააპირებს და ისე “აგახევს”, მადლობასაც გათქმევინებს და ბოდიშსაც მოგახდევინებს, აქამდე რომ ვერ შევძელი მიწის დაბრუნებაო, მაშინ რა გამოდიხარ?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თბილისში აღმაშენებლის გამზირი უკვე ოფიციალურად მივყიდეთ თურქებს და იქ ქართულ საუბარს იშვიათად თუ გაიგონებთ. ახლა მეტყვით, ეს ინვესტიციააო და მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, ერთი მაინც, რომლის დედაქალაქში, ცენტრალური ქუჩა მთლიანად სხვა და თანაც ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ ოკუპირებული; მაჩვენეთ ქვეყანა, რომლის იმ ქუჩაზე მდებარე დაწესებულებებში ადგილობრივებს არ შეუშვებენ; ქვეყანა, რომლის პრემიერი იტყვის, _ ბარებში ქართველებს არ უშვებენ, არასრულწლოვნებს კი პროსტიტუციას აიძულებენო და ეს ამბავი მშვიდად ჩაივლისსაქართველოს გარდა, არ არსებობს ასეთი ქვეყანა. ვერ მეტყვით მაგალითს ბოლო საუკუნის განმავლობაში, რომ რომელიმე ქვეყანას საკუთარი ნებით, ხელის ერთი მოწერით დაეთმოს 6 ჰექტარი მიწა. ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია კეთილმეზობლობისა და მშვიდობის სახელით სამშობლოს გაყიდვა, მიწის გაყიდვა, იმ მიწის, რომელზეც ჩვენი წინაპრების საძვალეა, რომლის სწორედ ერთი გოჯისთვის ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, და იმ წინაპრების, რომლებმაც 12 აგვისტოსძლევაი საკვირველიგამოაცხვეს და ახლა ამის აღნიშვნის უფლებაც არ გვაქვს.

და მთავარი _ როცა ქვეყნის პირველი პირი გქვია, როცა სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და შენი ქვეყნის დროშას არ გახვედრებენ, სულ ცოტა, იზორიასავით მაინც უნდა აღშფოთდე და შეშფოთდე, თორემ შემდეგ დროშის ნაცვლად სარეცლის ზეწარი შეიძლება დაგახვედრონ და ეგებ დაგვიანებულიც იყოს ამ ფრაზის თქმა: “შენისთანა ღორისშვილის ცოლობას დათა თუთაშხიას საყვარლობა რომ სჯობია, თუ იცი ეს შენ?!”

დასასრულ, ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს, რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს _ სძოვოს. ასი წელიწადია, ვბალახობთ, ჩვენი ერთადერთი ფუნქციაა ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. გათავდა. ასეთმა ფუნქციამ ძველი, ტრადიციული ზნეობა გადააგვარა და დღეს, თუკი ვისმე თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული აქვს, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ზნეობა უმდგრადესია სულიერ ღირსებათა შორის. აი, ჩემი აზრით, ეს დავკარგეთ, ქალბატონო ნანო. რანი ვართო, რომ ბრძანეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი…”

ესეც ჭაბუამ დაწერა

ბესო ბარბაქაძე

17 COMMENTS

  1. BESO BARBAQADZE SHEN GAGIMARJOS, SHENS PIRS SHAQARI, RASAC SCER KVELAFERI ZUSTAD ESEA DA KIDEV UARESAD ( CIXE SHIGNIDAN TKDEBA KOVELTVIS…) ROMEL MEZOBLOBAZEA LAPARAKI ? GADAGVIARES TURQEBMA DA AZERBAIJANELEBMA ……NETAV SASHUALEBA MQONDES LAPARAKIS, CERID IMDENS VER DAVCER RAMDENSAC VITKVI…AFSUS S A Q A R T V E L O S MICAV CMINDA SISXLIT MORCKULO VIN GEPATRONEBA DGES ?……

  2. რუსებმა საზღვარი აზერბაიჯანამდე და თურქეთამდე უნდა გადაწიონ!!!!, ასეა საჭირო, აბა ჩვენ ტრაკი არ გვაქვს ჩვენი ქვეყანნა მთლიანი შევინარჩუნოთ, ეს უნდა ვაღიაროთ და თუ არ ვაღიარებთ მაინც მასეა

  3. გაიხარე კარგად გაქვს დაწერილი, არ ეღირსა ამ საქართველოს ერთი წესიერი პატრონი, ერთი ჭკვიანი პოლიტიკოსი ამბობდა “მოლაპარაკებაზე ყოველთვის რბილად მიდი მაგრამ მოლაპარაკებისთვის ზურგს უკან ყოველთვის ჩაქუჩი უნდა გეჭიროსო” როგორ გინდათ ამათ ვინმესთან რომ სარფიანი მოლაპარაკება აწარმოონ როცა ჩაქუჩი თავის ხელით დაშალეს და ქუჩაში გადააგდეს, ამიტომაც არის რომ პატივს არ გცემენ, ყველგან ყველაფერში წაკუზულის ფორმაში გვაყენებენ. პატივს მაშინ არ გცემენ როცა ვინმეს ერევი ბატონებო, ესეთ შემთხვევაში მხოლოდ გერიდებიან და ყოველთვის ცდილობენ ფეხი გამოგიდონ ძირს დასამარცხებლად, პატივს მაშინ გცემენ როცა საკუთარ თავს დასძლევ და შენს უძლურობას არ დაანახებ სხვას. როგორ გინდა ვინმემ პატივი გცეს როცა თქვენს მიერ ზემოთ ნახსენები მინისტრის ხედვაში არ ჩანს საზღვაო და საჰაერო ძალები მაშინ როცა შენს ქვეყანას გააჩნია ზღვაც და ცაც? როგორ ფიქრობთ არ დატოვებს თქვენში გამოტვინებულის შთაბეჭდილებას ის ადამიანი რომელიც თავის ხელით მოიჭრის ერთ ხელსა და ფეხს, იმ მოტივით რომ ამის გარეშეც როგორმე ივლის? თანაც ახსნის ამ ქმედებას იმით რომ ასეთ მდგომარეობაში უფრო ნაკლები ენერგია დაჭირდება, რაც შემდგომში ნაკლები საკვების ხარჯვას გამოიწვევს. ალბათ გაგეღიმათ ამაზე ხომ? ხო და ბატონებო ზუსტად ესე გაუკეთეს მათ საქართველოს მოაჭრეს ერთი ხელი და ერთი ფეხი ამ ქვედანაყოფების გაუქმებით, და როგორ გინდათ ამის მერე ვინმემ ჩვენზე კარგად იფიქროს? სამწუხაროა მაგრამ ჩვენს საჯარო მოხეელეებს ბედის სასწორის ერთ მხარეზე სამშობლოს ნაცვლად საკუთარი საჯდომები უდევთ და ყველაფერს ისე წონიან რომ საჯდომი არ ეტკინოთ. იმდენსაც ვერ აღითქვამენ რომ ამ ბედის სასწორზე მათი საჯდომი დება დროებითია, ვერ საზღვრავენ იმას რომ იგივე ქარცეცხლში გაივლიან როცა იმ ბედის სასწორზე სხვა დადებს თავის საჯდომს, ეს მათთვის უკეთეს შემთხვევაში, მაგრამ ვერც იმას ხვდებიან რომ მათთვის ტრაგედიით დასრულდება ყველაფერი თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც ამ სასწორის მეორე მხარეს სამშობლოს შემოდებს.

  4. ბესო მადლობა ამ სტატიისთვის. ვკითხულობდი და ცრემლები მდიოდა. გული დამებუგა, ამ ამბავმა ასე როგორ უნდა ჩაიაროს?! რისთვის წირავდნენ თავს საქართველოს შვილები, რომ ამ მოღალატე ჯალალედინებმა დაგვიქუცმაცონ სამშობლო?! გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები!!! ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა საჯაროდ უნდა გავადიდოთ მათი სურათები , სახელი-გვარი… და მტრებად გავასამართლოთ ლ ი ნ ჩ ი ს წესით!!!

  5. პუტინი გვინდა რო ამ ყველაფერს ეშველოს !!! პუუუტიიინიიი !!!!! და ვინც არ მეთანხმებით მიყევით უკან მალე მიშას, მარგველას და ევროპა-ამერიკას…

  6. Qartvel magalchinosnebs schveviat micebis xelgashlilad darigeba,sergo orjonikidzem magalitad panjris r apaze m oacera xeli saingilo ise gadasca chvens”ketil mezoblebs”

  7. Purtxis ghirsi xar, shen, saqartvelov, qartvelebo.. tetri shavisgan ver gagirchevia… erti piri da erti sityva – arodes gqonia… gatitokacebuli…

  8. თუ გვინდა, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი ჩვენი მიწები წაგგვლიჯოს შეაიარაღებული ძალები უნდა გვქონდეს ძლიერი. მას შემდეგ რაც ამ საცოდავებმა მოკლეს შეიარაღებული ძალები და განსაკუთრებით საჰაერო ძალები, ნელ-ნელა ყველამ წამოყო თავი და ითხოვენ ზოგი “ისტორიულ მიწას” და ზოგიც “ისტორიულ ქალაქს”. რატომღაც აქამდე ერიდებოდათ ამის თქმა, იქამდეც კი განაგლდნენ, რომ ჩვენს დროშას არაფრად აგდებენ. უარესი მოგველის მანამ ასე ცხვრებივით ვიქნებით.

  9. “რას შვრებით, ხალხო,რას გავხართ,თუ ხედავთ ამას!…ვინ ხართ, თქვე უბედურებო,რა ჯიშის ხართ! რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და ამ მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ხედავთ ამას?! “.
    რა გვჭირს ქართველებო, რა დღეში ვართ? ნუთუ არ გვრცხვენია და ვეგუებით ასეთ უღირს მდგომარეობაში ყოფნას. ნუთუ ღირსების გრნობა დავკარგეთ და საშოვარს გადაგებული ერი გავხდით? ერსკაცები აღარა გვყავს და ალბათ ამიტომ ვართ ამ დღეში. ხომ წარმოგიდგენიათ ზვიადი და მერაბი რომ ცოცხლები იყვნენ, როგორ განგაშის ზარებს შემოჰკრავდნენ და მთელი ერი ფეხზე დადგებოდა. არც საერო და არც სასულიერო წინამძღოლი არ გვყავს (თავის “ტყავს” უფრთხილდებიან) და ერი მაძოვარ ცხვრის ფარას დაგვამსგავსეს. ან თქვენ სად ხართ და რატომ ახლა არ იღებთ ხმას ყოფილო ვითომდა ერის კაცებო და გულშემატკივრებო: წერეთელო, ნათაძე, სარიშვილო, ხაინდრავა, ძმებო ბერძენიშვილებო,ღოღობერიძე, შენგელია, ყოფილო მხედრიონელებო და გვარდიელებო და ყველავ თქვენ ვინც დაამხეთ კანონიერი ხელისუფლება. სად ხართ? რატომ დუმხართ? ე.ი. მოგწონთ ქვეყნის დღევანდელი მდგომარება, თუ გამსახურდიას დიქტატურისაგან იხსენით ქვეყანა თქვე მართლა “ლაპუსტაკებო”?! ღმერთი ყველაფერს უყურებს და ყველას თავისი მიეზღვება.
    ახლა კი გამოვფხიზლდეთ თანამემამულეებო, ყველას ვისაც გული შეგვტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ნუ მივცემთ საჯიჯგნად ჩვენს სამშობლოს ამ გადამთიელებს(ქართველსაც და არაქართველსაც). ვინაიდან ლიდერი არ გვყავს მოდით ამ სოციალურ ქსელში მაინც ვიაქტიუროთ, მოვძებნოთ და გავამხნევოთ ერთმანეთი, სულიერდ გავძლიერდეთ და შევიკრათ ერთ მუშტად. შემდეგ, ღვთის ნებით, ღირსეული და სამშობლოსათვის თავდადებული ლიდერიც გამოჩნდება და დავუდგებით მას გვერდში. თუ არ გავაქტიურდით ხელიდან გამოგვეცლება ჩვენი სამშობლო და ამას ღმერთი არ გვაპატიებს. გავართვათ თავი საღათას ძილს და გამოვფხიზლდეთ, დრო აღარ ითმენს.

  10. თურქეთი გიჟსა ჰგავს, რატომ რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო წაიღო , მე კი წილად არაფერი შემხვდაო, სხვა მეზობლები სულ იმის ფიქრში არიან, საქართველოს რა წავგლიჯოთო, დიახ, ზვიადსა და მერაბს ამას ვერავინ გაუბედავდა, ყოველ შემთხვევაში მათ დროს არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო ყოფილა დაკარგული. კარგად გვახსოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტ. ოლქი, როგორ იქნა გაუქმებული და ვინ აღადგინა, ეს ხომ ღალატის ტოლფასი დანაშაულია, და კიდეცვ ასეთი რამდენი იქნა ჩადენილი ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ, მოთვლის ვინმე? არადა, ეროვნულ მთავრობის მიმართ დღესაც გაიგონებთ ათასნაირი პასკვილებსა და ცილისმწამებლურ განცხადებებსა და ტყუილებს, აქაოდა ზვიად გამსახურდია პოლიტიკოსი არ ყოფილა თურმე, ამათ კი უსკდეფბათ თავები და რა მდგომარეობაში ვართ დღეს ყველა ვხედავთ. ყველამ წაჰკრა ქვეყანას თითო ქიშტი და აწაპნა მიწები, ჩვენ კი ვამცირებთ სამხედრო შეარაღებას, სამუდამოდ გავაქრეთ საჰაერო და საზღვაო ფლოტი, მაშინ როდესაც მოერიშე მფრინავი საშუალებების დამამზადებერლი ქარხანაც კი გაგვაჩნია, გემთმშენებლობა სულაც ჩავკალით, ეჰ, რა გითხრათ, წერე და იკითხეო, გეტყვიან ასეთ დროს, არადა და ჩვენისთანა ბედნიერი განა სადმე არის ერი?…

  11. დაჯექი ორიანი.
    მაგ მდინარემ რომ აქეთ გადმოიწიოს შემთხვევით და ბათუმი იქით დარჩეს რა თურქების იქნება?
    მასეთი პრაქტიკაა ყველგან. ამერიკას დარჩა მექსიკის მიწა მასე და დაუბრუნეს მერე. და კიდე ბევრი შემთხვევაა.

  12. xo ase iyideba da kucmacdeba chveni kveyana megobrebo…..sakmes shetxzaven mere am sakmes grifit saidumlos daadeben da ase yidian kveyanas nacil nacil…agens ra unda mevici somxetshi ro moxda ise unda gaaketo yvela rom sheikribeba parlamentshi mashin unda daushva erti bombi da amojujo yvela

  13. წერეთ თქვე ბედოვლათებო ქართულად, დატკბით თქვენი მდიდარი და უძველესი ენით! საქართველოს არ ეშველება სანამ, სალახანა და ვითომ ინგლისურ განათლებულები ქართულ ენას არ შეიყვარებენ. ერთი მეზობელი მყავს, ცხრა კლასის განათლებით, სკოლა ძლივს დაამთავრებინეს. ქართული წერა-კითხვა არ იცის და მართლწერის შეცდომები რომ არ დაინახოთ, სულ ლათინური ასოებით გვმოძღვრავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here