Home სხვადასხვა დაიჯესტი “ჩვენ შევედით საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების იმ ფაზაში, როცა უკვე საუბარი...

“ჩვენ შევედით საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების იმ ფაზაში, როცა უკვე საუბარი აღარ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდზე, მსოფლიო ბანკზე და ა.შ. ეს მომავლის საქმე კი არაა, ეს უკვე ხდება”

ჯეიკ სალივანმა, აშშის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, პუტინბაიდენის ვიდეოკონფერენციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“დღევანდელი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ცენტრალური სტრატეგიული თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ დროთა განმავლობაში მრავალმხრივი მიდგომა უნდა გახდეს უფრო მოქნილი, ახალ პირობებთან უფრო მეტი ადაპტაციის უნარის მქონე, მოიცავდეს თავის თავში ალიანსების, პარტნიორობისა და ინსტიტუტების ქსელს. თუ გავიხსენებთ, მხოლოდ გასულ წელს ჩვენ Quad-ი ლიდერების დონეზე ავიყვანეთ, შევქმენით AUKUS-ი, მოვაწყვეთ სამიტი დემოკრატიისთვის, ჩამოვაყალიბეთ საერთაშორისო კოალიცია ვირუს-გამომძალველებთან საბრძოლველად, მოვიწვიეთ გლობალური თათბირი კოვიდის ირგვლივ. ჩვენ შევედით საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების იმ ფაზაში, როცა უკვე საუბარი აღარ არის ოფიციალურ უზარმაზარ სტრუქტურებზე, პართენონზე _ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდზე, მსოფლიო ბანკზე და ა.შ.

ჩვენ ახლა სტრუქტურების უფრო რთული ნარევი გვაქვს. და ეს ძალიან კარგია, რადგან ხელს აძლევს აშშ-ს… რათა, საბოლოო ჯამში, უზრუნველვყოთ ამერიკელი ხალხისთვის საჭირო შედეგები მისი უსაფრთხოებისა და აყვავებისთვის. და ეს მომავლის საქმე კი არაა, ეს უკვე ხდება”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here