Home რუბრიკები სამართალი “ჩვენ ერთი გუნდი ვართ”

“ჩვენ ერთი გუნდი ვართ”

გიორგი ონიანი

გასული წლის ნოემბერში სასამართლომნაციონალური მოძრაობისყოფილ მაღალჩინოსან გიორგი ონიანს ბრალი წაუყენა და დამნაშავედ ცნო. პროკურატურა ონიანს შსსში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელსქართული ოცნებისლოგოიანი მაისურების დამზადების გამოდაო პრინტისმენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და, ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ანალოგიური სცენარით მოხდა, აგრეთვე, “ქართული ოცნებისკიდევ ერთი მხარდამჭერის _ ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს, დაკავებაც. სასამართლომ გიორგი ონიანი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.

მიუხედავად, ასეთი მძიმე ბრალდებებისა, სასამართლომ გიორგი ონიანი აშკარად დაინდო და მას მხოლოდ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. არადა, პროკურატურაში სხვა სარჩელებიც იყო შესული _ ადამიანები ონიანს, უკანონო დაკავების გარდა, ცემას, წამებას, ზონდერობას ედავებოდნენ, მაგრამ პროკურატურამ ორი ეპიზოდის დამტკიცება იკმარა. მაშინვე ითქვა, _ პროკურატურა რაღაცისთვის ემზადებაო და, იმის მიუხედავად, რომ ონიანი ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა, _ მე ამ რეჟიმს არ დავნებდებიო, საბოლოოდ გარიგება მაინც შედგა.

ონიანის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავდა და “კონცერტი” სასამართლოს განხილვამდე დაიწყო. სასამართლოში ჟურნალისტების გამოჩენამ გამოიწვია გაღიზიანება გიორგი ონიანის ოჯახის წევრებისა, რომლებსაც არ სურდათ, პროცესი მედიას გაეშუქებინა. ისინი ჯერ პროკურორებს აბრალებდნენ საპროცესო გარიგებასა და სასამართლო პროცესის თარიღზე ინფორმაციის გავრცელებას, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ეკამათნენ. თავის მხრივ, ონიანმა პროცესის დაწყებისას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ისეთი ინფორმაციების გახმაურებას აპირებს, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. პროცესი დაიხურა და კაცმა არ იცის, რა თქვა ონიანმა _ გაასაჯაროა თუ არა რაიმე პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, _ სასამართლოს დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა ამირან გულუაშვილმა ყველაფრისმთქმელი განცხადება გააკეთა:

“სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ოდენობა არ შეიცვლება, თუმცა, საპროცესო პირობების თანახმად, იცვლება სასჯელის მოხდის წესი _ 4 წლისა და 6 თვის ნაცვლად, ონიანი 2 წელს მოიხდის საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო 2 წლითა და 6 თვით განისაზღვრება პირობითი მსჯავრი. ურთიერთშეთანხმების თანახმად, მის მიმართ მოხდა შეღავათის გამოყენება. გიორგი ონიანმა დაადასტურა, რომ 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ნიშნით დევნიდა დავით შათირიშვილსა და ლევან მდინარაძეს. სხდომაზე ონიანმა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება. მოსამართლის წინაშე აღიარა წარდგენილი ბრალდება და დაეთანხმა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენში”.

ანუ ამ კაცმა თქვა: მართლები ხართ, ადამიანები ტყუილად დავიჭირე, ტყუილად ჩავსვი ციხეში, რეჟიმი რომ არ შეცვლილიყო, ისინი ახლაც იქ იქნებოდნენ და ეგებ ეს ყველაფერი მაპატიოთო. ხომ იცით, ჩვენი სასამართლოსამი გუმანნი სუდ მირე”- და ონიანსაც სულგრძელად მიუტევა _ სასჯელი გაუნახევრა და ისიც ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია, .. უდო უახლოეს დღეებში იმსჯელებს და ონიანს ციხეს, მიმდინარე თვეში თუ არა, მაისში დაატოვებინებს.

რა გამოდის? _ ის ადამიანები, რომლებიც წინა რეჟიმს ემსხვერპლნენ, ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ციხეში ლპებოდნენ, რეალურად სამართალს ვერ პოულობენ; ვერ პოულობენ იმიტომ, რომ მათთვის სასჯელის შემსუბუქებაზე მაშინ საუბარიც კი სასაცილო იყო და ამიტომ ონიანის მსგავსი ადამიანები მათთვის გულუხვად იმეტებდნენ ჩასადებ ნარკოტიკსაც, ხელჯოხსაც, შეურაცხყოფასაც, სულში ჩაფურთხებასაც და ეს ყველაფერი შერჩათ; შერჩათ იმიტომ, რომ არ არის პოლიტიკური ნება ამ ადამიანების დასჯისა და ნელნელა მკაფიოდ მტკიცდება ის, რომნაციონალური მოძრაობადაქართული ოცნებაერთი გუნდია. ერთი გუნდია თუნდაც იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების ზონდერები, გიორგი ონიანის მსგავსი ადამიანები, მისი მეგობრები და თანაზონდერები დღეს “ოცნების” გუნდში მოწინავე პოზიციებზე არიან, პარლამენტში სხედან, სოლიდურ ხელფასებს იღებენ და მომენტს ელოდებიან იმისთვის, რომ დაგროვილი ბოღმა ისევ იმ ადამიანებზე გადმოანთხიონ, რომლებიც დღემდე გაიძახიან, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით ცოდავს.

ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს მხარში ამოუდგნენ “ქართულ ოცნებას”, რომელთა დამსახურებაც არის ის, რომ ხელისუფლებაში დღეს ეს გუნდია, დაუფასებლები არიან. დაუფასებლები კი არა, ზოგი ისევ ციხეშია პროტესტის ხმამაღლა გამოთქმის გამო, ზოგი _ შიმშილის ზღვარზე, ბევრი ქვეყნიდან გადაიხვეწა და ეს ყველაფერი ხელისუფლებამ იცის, თუმცა თანამდებობით ტკბობა გრძელდება და იმის გამო, რომ “ონიანებმა” ბედნიერებაში ხელი არ შეუშალონ და ნირვანა არ დაურღვიონ, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე თანხმდებიან და ის კი არ იციან, რომ კონკრეტულ დროს პირველები სწორედ “ჯგუფური ონიანები” უღალატებენ _ ისევ ჩაუდებენ, ისევ დაატერორებენ, ისევ გაუშვებენ ციხეში და… საპროცესოს აღარ გაუფორმებენ დახურულ კარს მიღმა. წინა ხელისუფლება რევანშისთვის ემზადება და ამის შესაძლებლობას სწორედ ამჟამინდელი მმართველები აძლევენ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here