Home რუბრიკები საზოგადოება ჩვენი შვილები და შვილიშვილები ქოთნები რომ არ არიან, გიფიქრიათ ამაზე?

ჩვენი შვილები და შვილიშვილები ქოთნები რომ არ არიან, გიფიქრიათ ამაზე?

ჩვენი შვილები და შვილიშვილები ქოთნები რომ არ არიან, გიფიქრიათ ამაზე?

იარაღი, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ მოქმედებს, სწავლაგანათლებაა _ უკვე მერამდენედ ვიმეორებთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ამ შეგონებას, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. ვის ესმის?! ან ესმით და თავისებურად _ ისე, როგორც მათ აძლევთ ხელს; იმ მექოთნესავით, რომელიც, იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს, საითაც უნდამაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ქოთნები რომ არ არიან, გიფიქრიათ ამაზე?

“ნუთუ, ბატონებო, ამაზე არ გიფიქრიათ? არ წარმოგიდგენიათ არადროს, რომ თქვენ, თქვენის უტიფარის მოქმედებით, როგორც დედა-ენას, ისე საუკეთესო ქართველ მოღვაწეთ ჰხოცავთ სისტემატიურად? იმაზე გიფიქრიათ როდისმე? ამას დაჰკვირვებიხართ? ეს მოვლენა აგიწონ-დაგიწონიათ?.. ვგონებ არ შეგიგნიათ, თორემ როგორ დავიჯერო, რომ ხელს არ აიღებდით მაგ სახიფათო მოღვაწეობაზე” (მცირე შენიშვნა (1910)).

ეს სიტყვები ვაჟა-ფშაველას ზოგიერთი ვითომ მამულიშვილის ქართული ენისადმი გულგრილობამ, მისადმი უდიერად დამოკიდებულებამ ათქმევინა, ქართულად წერასა და ლაპარაკს უცხოურს რომ ამჯობინებდნენ. ჩვენ კი იმან გაგვახსენა, რომ იაკობ გოგებაშვილისდედა ენასსკოლებში არ ასწავლიან, უბრალოდ, წიგნს ჩუქნიან სასწავლო წლის ბოლოს პირველკლასელებს. ჰოდა, მშობელს თუ უნდა, ზაფხულის არდადეგებზე გადაშლის მას და შვილს აკაკისვაშლი და შაქარასაცასწავლის და ვაჟასქორმა წიწილა წაიღოსაც”… ჭკვიანმა და დაკვირვებულმა ბავშვმა კი შეიძლება ისიც იკითხოს: თუ აქამდე ყველას ასწავლიდნენ ამ ლექსებს, ჩვენ რა დავაშავეთო?!

ჰოდა, გეკითხებით თქვენ, სახელადუზარისდა გვარადმაზარის” (ეს, ჩემო მკითხველო, ერთი გულმავიწყი ბეჰემოთის სახელი და გვარია, თანამედროვე მწერლისშედევრიპირველკლასელთა წიგნიდან) ავტორსა და სასწავლო პროგრამაში მის შემტანებს: რით ჯობია გულმავიწყი ბეჰემოთის ეს ისტორია აკაკისა და ვაჟას ლექსებს, ამაზე არ დაფიქრებულხართ?

დარწმუნებული ვარ, “სათითაოდ რომ ელაპარაკო ამ ადამიანებს, მხურვალე მამულიშვილობას იჩენენ, გული შესტკივათ სამშობლოსათვის; აღარ დაგაცლიან და თავადვე დაგიწყებენ მტკიცებას… რომ დედა-ენა უნდა გავრცელდეს, განვითარდეს, რადგან იგი ათვალისწუნებულია, რომ, თუ სხვა ყველაფერი დავკარგეთ, ზნეობა, გრძნობა მამულიშვილობისა, სიმტკიცე რწმენაში, იდეალი მაინც არ უნდა დავკარგოთო”.

“საქმით ჰხედავ და სულ სხვანი არიან: როგორ სხვანი? ისე, რომ თავის დედა-ენას, თავიანთ ქვეყანას ძირს უთხრიან, ფესვებს აჭრიან… ვაი ამისთანა სამსახურს! ამას ჰქვიან განა სამშობლოს სიყვარული? განა ამისთანა ოინებით აყვავდება ქართული ენა და მწერლობა? განა ეს ღვაწლია? ღვაწლი კი არა ეს პირდაპირ ღალატია, თაღლითობაა! ამას ჰქვიან ციხისა შიგნიდან გატეხა და, ხომ მოგეხსენებათ, იმაზე მეტი უბედურება ქვეყნისათვის სხვა არ შეიძლება იყოს, როგორც ღალატი შინიდან გამომდინარე. ამგვარი მოღვაწეობა არის პირდაპირ გამრყვნელი ახალთაობისა, რომელთა სულიც ახლად იფურჩქნება და, რომ კარგად აყვავდეს და ნაყოფი გამოიღოს, მშობელი დედის რძე ესაჭიროება, მშობლიური ხმები, სამშობლოს სიყვარული და იდეალი იმისა, რომ იგი უნდა ოდესმე გახდეს მუშაკი თავის ქვეყნისა, თავის ერისა, ნაზი სიყვარული თავის დედაენისა, მისი მოაზრე, მის ტირილების მოზარე და ჭირისუფალი”.

პოეტი ეჭვობს, რომ ახალგაზრდობისთვის “ორჭოფი გრძნობების”, “ორჭოფი მიმართულების” ჩანერგვა აუცილებლად გამოიღებს შესაბამის ნაყოფს. სწორედ ამიტომ “ჩვენს საუკეთესო კაცებს, საუკეთესო მოაზრეებს და ერთგულ მამულიშვილებს სამავნებლოდ მიაჩნდათ თავის ქვეყნისათვის ამგვარი მიმართულება და იმიტომ, შორს, გვერდზე უვლიდნენ. ნუთუ ილია ჭავჭავაძეს არ შეეძლო რუსული გაზეთი გამოეცა, ეწერა რუსულად და ესაზრდოვებინა თავის ნაწარმოებით ქართველი საზოგადოება, როგორც მისი თანამედროვენი შვრებოდნენ? მაგრამ არა, ის კარგად ჰხედავდა, ჰგრძნობდა, რაც ვნება და გათახსირება საზოგადოებისა მოჰყვებოდა ამგვარ მწერლობას. რა იქნებოდა, ვსთქვათ, ასე ილია ჭავჭავაძეს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გრ. ორბელიანს, ნიკო ბარათაშვილს, აკაკი წერეთელს რუსულ ენაზე ჰქონდეთ დაწერილი თავიანთი თხზულებები? რა იქნებოდა, დიდებულ შოთასვეფხვისტყაოსანიცრომ რუსულ ან თათრულ ენაზე დაწერილიყო? ჩვენთვის განა ის მნიშვნელობა ექნებოდა, რაც დღესა აქვს. მოლა მასრადინას რომ სტამბოლში ფლავი ედგას წინ სინით, ტფილისში მე რა, ან შენ, მკითხველო?”

ამით რა მათ, ვინც ნამდვილ სამსახურს უწევს მშობელ ქვეყანას? რა სტიმულია ეს იმისთვის, რომ ხალისიანად, უფრო ნაყოფიერად იმუშაონ და აკეთონ მართლაცდა საქვეყნო, სასარგებლო საქმე? მათ ტანჯვა-წვალებას, ვისაც სულის სიძლიერე, ხასიათის სიმტკიცე არ აძლევს გაქცევის ნებას, სიცოცხლე ჰქვია?

ეს არც სეპარატიზმია და არც შოვინიზმი, უბრალოდ, იმ ეპოქაში და იმ ვითარებაში არც ერთ ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილს არ სურდა, საქართველო უცხო ქვეყნის (იმ შემთხვევაში _ რუსეთის) სხეულში გათქვეფილიყო, “როგორც უსულო სანოვაგე”, როგორიც ახლაასტრატეგიული მეგობრებისწყალობით.

დღეს განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითად მიმართულებებს საქართველოს განათლების მესვეურები უცხოელებთან ათანხმებენ; მათთან, ვისთვისაც საქართველოში განათლების სისტემის განვითარებას ჩალის ფასი აქვს, თუმცა მაინცგამოხატავენ მზადყოფნას”, აქტიური მონაწილეობა მიიღონ განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში დამომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზეცთანხმდებიან.

ჩვენი სახელოვანი წინაპრები კი მიიჩნევდნენ, რომ ჯანსაღი მომავალი თაობის აღსაზრდელად მთავარია, სკოლა იყოს ეროვნული, “ვინაიდგან მაშინ მიახწევს იგი თავის დანიშნულებას, მაშინ აღზრდის ნამდვილ ადამიანებსო” (ვაჟაფშაველა).

დიდი ილია კი ლექსით “ქართვლის დედას” ერს, რომელსაც “დიდმა ნაღველმა, კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა” სრულად მოუკლა სიცოცხლის ძალა და მისი შვილნიც “ჩრდილად შესცვალა”, მოუწოდებდა:

მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,

რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;

მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი

ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,

ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს

აქ არის, დედავ, შენი მაღალი

დანიშნულება და საღმრთო ვალი!

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, _

რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს

მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,

და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰრჩეს კვალი განათლებული”.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს საქართველოდადგეს ერად სხვა ერთა შორის”, გახდეს სხვებთან ერთად პროგრესის გზაზე მოსიარულე, “თავის თავის მცნობელი, თავის თავისა და კარგის მგრძნობელი”(ვაჟა).

დღეს ეს შეუძლებელია იმ უამრავი დაბრკოლების გამო, რომელთა თავიდან აცილებას ვერა და ვერ ვახერხებთ. უპირველესად კი იმიტომ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენას არაკვალიფიციურ, შესაბამისი ცოდნის არმქონე ადამიანებს ანდობენ. ამაზე კონკრეტული მაგალითების მოშველიებით საუბარი გვქონდა გაზეთის გასულ ნომერში, მაგრამ ჯერჯერობით სინდისს არავინ შეუწუხებია, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა არავის გამოუხატავს შეშფოთება იმ “ხარვეზების” გამო, რომლებიც პირველკლასელთა სახელმძღვანელოებში ავტორებს “გაეპარათ”.

სკოლასწვრთნის ყველას _ დიდს და პატარას, ურკვევს აზრებს, გზას ცხოვრებისას, აღძრავს საუკეთესო გრძნობებს, მაშ ის რატომ აღარ უნდა იყოს ეროვნული? რატომ არ უნდა უწყობდეს ხელს, განავითაროს ერმა თავის გონებრივი და სულიერი ძალები?

ვაგლახ, რომ ჩვენში წინააღმდეგს ვხედავთ” (ვაჟა).

ყველაზე მეტად ეს სიტუაცია აკვირვებდა დიდ მგოსანს და ებადებოდა კითხვები: რის ნიშანია ეს? რას მოასწავებს? რა აზრი აქვს ასეთ საქციელს?..

ერთში კი უდავოდ იყო დარწმუნებული, რომ უაზროდ მოქმედება არ ეკადრება და არც ეპატიება არავის, მით უმეტეს ინტელიგენციას; ერის წინამძღოლობის პრეტენზიის მქონეთ. სწორედ ისინი ჰყავდა მხედველობაში ვაჟას, როცა ამბობდა: “აქვს ამ ვაჟბატონებს აზრი? იციან კარგად რას აკეთებენ, ან რას აფუჭებენ? უფიქრიათ როდისმე კარგად, ღრმად ამ საგანზე? არა მგონია”.

არა მგონიაო

აი ჩვენი სათქმელიც, ჩემო მკითხველო.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here