უახლესი გამოკვლევებით დადგინდა, ურთიერთობის პროცესში ადამიანების 80 პროცენტი იტყუება, უფრო ჭკვიანი და უფრო მიმზიდველი რომ გამოჩნდეს. რესპონდენტების ორმა მესამედმა კიდეც აღიარა, რომ შთაბეჭდილების მოსახდენად განუცხადებია, ვითომ წაკითხული აქვს ისეთი სერიოზული ნაწარმოები, როგორიც ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობაა”. გამოკითხულთა მეექვსედის განცხადებით, არ ერიდებოდნენ თავიანთი განათლების დონის გაზვიადებას და უცხო ენების ცოდნის რაოდენობრიობის გაზრდას.
რესპონდენტების 11 პროცენტი თავიანთი თანამდებობის დონესა და მნიშვნელობას გაცილებით მეტად წარმოადგენენ, ვიდრე სინამდვილეშია. მათი ამდენივე პროცენტი იტყუება, რომ შესანიშნავად ერკვევა ღვინოებში.
53 პროცენტი აღიარებს, რომ იცვლიდა გარეგნობას, უფრო ჭკვიანად თავის გასასაღებლად.
მათი ტაქტიკური ხრიკების არსენალშია მკაცრ საქმიან კოსტიუმებში გამოპრანჭვა, რომლითაც ჩვეულებრივ იმოსებიან ჭკვიანი ადამიანები, ასევე, სათვალეების ხმარება, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა.
20 მამაკაციდან ერთი ამავე მიზნით ატარებდა ულვაშს ან წვერს, ქალების 3 პროცენტი ქერა თმას მუქად იღებავდა.
ბრიტანელების სამი მეოთხედი ამტკიცებს, რომ მათ ხიბლავთ გონიერება, რომ პარტნიორის სილამაზეზე მეტად მოსწონთ მისი ჭკუა.
სპეციალისტი ჯო ჰიმონგსი ამბობს: “კვლევებით დამტკიცდა, რომ გონიერება ყველაზე მეტად ფასობს და ბევრი ჩვენგანი თავს არ ზოგავს, საზოგადოებას თავი იმაზე ჭკვიანად მოაჩვენოს, ვიდრე სინამდვილეშია. პატივმოყვარე პიროვნებები ინტელექტუალებად ასაღებენ თავს”.
* არსებობს კიდევ ერთი ეშმაკური ხრიკი, რომელიც სხვების ხარჯზე ხორციელდება, უფრო ზუსტად, სხვების ზეპირმეტყველებაში დაშვებული შეცდომების ხმამაღლა გასწორებაში და დრო და დრო საუბარში ცნობილი გამონათქვამების, ციტატების ჩართვაში.
* ყოველი მერვე გამოკითხული მიმართავს ცნობარებსა და ლექსიკონებს საკუთარი აზრის ქაღალდზე გადმოტანის დროს.
* რესპონდენტების 8 პროცენტმა აღიარა, რომ საზოგადოებაში ყოფნისას პოპულარულ ფილმებს სისულელედ მოიხსენიებს, თუმცა თავად მოსწონს აღნიშნული კინოსურათები.
* რესპონდენტების 6 პროცენტი შთაბეჭდილების მოსახდენად აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში არიან. 5 პროცენტი კი მნიშვნელოვან წვეულებაზე წასვლის წინ კითხულობენ თავიდან იმდღევანდელ ინფორმაციებს აქტუალურ თემებზე.
* თავის წარმომჩენთა 5 პროცენტი დეკლამირებენ ლექსებს, 3 პროცენტი კი შინ მალავს “ჭკვიან წიგნებს”.
* პატივმოყვარე რესპონდენტების 10 პროცენტი თავს სომალიად ასაღებს.
* გამოკითხულთა 52 პროცენტს შინ გამოფენილი აქვს წიგნები, რომლებიც არასოდეს წაუკითხავს. ყველაზე პოპულარული წიგნები, რომელთა წაკითხვითაც ტრაბახობენ, არის ჯორჯ ორუელის “1984 წელი”, ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობა” და ჩარლზ დიკენსის “დიდი იმედები”.
* ქალები კაცებზე მეტად ცდილობენ ნაკითხებად თავის წარმოჩენას, თუმცა კლასიკურ ლიტერატურას, შესაძლოა, მხოლოდ ტელეეკრანიზაციით იცნობენ.
* მამაკაცები განათლების მაღალი დონით ტრაბახობენ.
* ჭკვიან და მცოდნე პიროვნებებად საკუთარი თავის წარმოსაჩენად კაცები ქალებზე უფრო მეტად ციტირებენ ცნობილ გამონათქვამებს.