Home რუბრიკები საზოგადოება “ჩვენი ბედკრული სამშობლოს საჭირბოროტო საკითხები”

“ჩვენი ბედკრული სამშობლოს საჭირბოროტო საკითხები”

იქ, სადაც ტყუილია, ნდობასა და ავტორიტეტზე საუბარი ზედმეტია!

ილია ჭავჭავაძე

ყველა ეპოქაში ახალგაზრდობა ჭკუას ეკითხებოდა ერის კაცებს, მათ, ვინც მიაჩნდა სამაგალითოდ და მამულის სამსახურში დამაშვრლ ადამიანად. დღევანდელ ქართველ ახალგაზრდებს ჰყავთ კი ასეთი კერპი, რომლის სიტყვა და აზრი მათთვის ფასდაუდებელია? დღევანდელ პოლიტიკოსებს შორის მათ ძებნას აზრი არ აქვს, რადგან იქ, სადაც ტყუილია, ნდობასა და ავტორიტეტზე საუბარი ზედმეტია! წლების განმავლობაში ხელისუფლებებმა ცრუ დაპირებებითა და პირის გატეხვით იმდენჯერ გააწბილეს ქართველი ერი, რომელ ნდობაზე შეიძლება ილაპარაკო, მით უფრო, რომ საქართველოს რეალური ინტერესები, რომლებიც ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული, უკანა პლანზეა გადაწეული.

ამიტომ ახალგაზრდებისადმი ჩვენი რჩევა იქნება, ისევ სახელოვანი წინაპრების ნააზრევს ჩაუღრმავდნენ და გაითავისონ. ამით არა მხოლოდ ბევრ პარალელს გაავლებენ წარსულსა და დღევანდელობას შორის, არამედ ერთგვარ გზამკვლევადაც გამოიყენებენ მათ პუბლიცისტიკას ნათელი მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ამის მთავარი იარაღი კი განათლება, ცოდნის შეძენაა.

ილია თავის პუბლიცისტურ წერილებშიც, ისევე, როგორც თავის მხატვრულ შემოქმედებაში, ძალიან კონკრეტული არგუმენტებით საუბრობს იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოში განათლება; რა ფუნქცია, რა მისია უნდა ჰქონდეს განათლების პროცესს. თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი იმ პერიოდში, ამ სტატისტიკითაც ნათელია:

1897 წლის აღწერის მონაცემებით, 1 914 100 ქართველიდან წერა-კითხვის მცოდნე იყო 313 400, უმაღლესი და დაუმთავრებელი უმაღლესი განათლებით _ 2 407, საშუალო და დაუმთავრებელი საშუალო განათლებით _ 31 718. მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში მხოლოდ 46 ქალი იყო უმაღლესი განათლებით (კ. ანთაძე. საქართველოს მოსახლეობა XIXსაუკუნეში. თბ., 1973, გვ.24-297).

რას შეეხება ქვეყნის ეთნიკურ სურათს, XIX საუკუნის ბოლოს ის მიზანმიმართულად იცვლებოდა. ეს აწუხებდა ყველა პატრიოტ ქართველს. 1896 წელს პირველი კურსის სტუდენტმა ივანე ჯავახიშვილმა, სტუდენტ . ჩარექიშვილთან ერთად, წერილები გაუგზავნა ილია ჭავჭავაძეს, გიორგი ზდანოვიჩსა და ნიკო ნიკოლაძეს. ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებებს პირველკურსელი სტუდენტები სთხოვდნენ, მეტი აქტიურობა გამოეჩინათჩვენი ბედკრული სამშობლოს საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად”. სამშობლოს საკეთილდღეოდმეტი აქტიურობისაკენმოწოდება ილია ჭავჭავაძეს ან ნიკო ნიკოლაძეს არ სჭირდებოდათ, მაგრამ ეს წერილები კარგად გამოხატავდა პირველკურსელი ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების გულისტკივილსა და ფიქრებს.

1896 წელს ივანე ჯავახიშვილი ნიკო ნიკოლაძეს სწერდა: “ამ ახლო ხანში სახელმწიფო საბჭოში განხილული იქნება სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე რუსების დასახლების შესახებამისათვის კარგი იქნება, ამ საქმეში დაგვეხმარონ ჩვენი საუკეთესო საზოგადო მოღვაწენი. მოგმართავთ თქვენ და ვიმედოვნებ, რომ კვლავინდებურად გაუწევთ სამსახურს ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს. საჩქარო საქმეა და ამიტომ სასურველია, რაც შეიძლება მალე მოგვაწოდოთ თქვენი აზრი, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დავანახოთ მთავრობას, თუ რამდენად მავნებელი იქნება სახელმწიფოსათვის შავი ზღვის ნაპირების რუსებით დასახლება, როგორც ეკონომიკურად, აგრეთვე, პოლიტიკურად…”.

ახლა ერთმორწმუნე კი არადა, ათასი ჯურის, გაურკვეველი წარმომავლობის, რწმენის, გენის უამრავი გადამთიელის ჩამოსახლებას ხელს უწყობს ხელისუფლება. საქართველოს კარი ფართოდ გაიღო არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ახალი საცხოვრისის მძებნელთათვის, რომელთაც გარკვეულ მიზეზთა გამო შინ არ დაედგომებათ ან არ სურთ, დაედგომებოდეთ და აქ, ღვთითკურთხეულ ქართულ მიწაზე სურთ დამკვიდრება. ამ მხრივ საგანგაშო სიტუაციაა. და სურათი წლითიწლობით უფრო მძიმდება _ ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან.

რამდენიმე წელია, საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდა აზიელი და აფრიკელი მიგრანტებისთვის. ისინი ყიდულობენ ბინებს და შედეგად იღებენ ბინადრობის უფლებას. ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფო ბინადრობის უფლებას ყიდის! სულაც არ ვართ წინააღმდეგი, რომ სასწავლებლად, მკურნალობის, ინვესტიციის ჩადების ან მუშაობის მიზნით საქართველოში ჩამოსულ უცხოელებზე გარკვეული პირობებით ბინადრობის უფლება გაიცეს, სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდება და ამაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ ისედაც მწვავე დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქართველი ერი უახლოეს მომავალში საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში რომ არ აღმოჩნდეს, უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების გაცემა მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს, რადგან ჩამოსულთა უმრავლესობას უკან გაბრუნება აღარ უნდა.

დღეს ქართველი ერი ეკითხება ხელისუფლებას: რამდენად მავნებელი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის სხვა ეროვნებისა და რწმენის ადამიანთა ჩამოსახლება?

არც ისე დიდი ხნის წინათ დედაქალაქში რაიონიდან ჩამოსულებს აქაური სომხები ჩამოთრეულებს ეძახდნენ, მაგრამ თბილისელი ქართველების ყურს ეს უხერხულად არ ხვდებოდა, თუმცა იმავე პერიოდში საკმარისი იყო, ერთ ქართველ პოლიტიკოსს ეთქვა: “ეყო მიკირტუმას სოლოლაკში ცხოვრებაო” და ლამის ჩაქოლეს, _ “ეს როგორ იკადრეო!”.

ახლა საქმე ისე მიდის, რომ მალე მიკირტუმა მონაგონი არ იქნება _ საქართველოში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ეს ფერად-ფერადი ადამიანები კი ჩვენს მიწაზე ჯერ დასახლდებიან, მერე გამრავლდებიან, მოძლიერდებიან, ხელისუფლებაშიც მოვლენ და ჯაყოსავით თავზე დაგვასხდებიან.

ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. წინ გვიდევს დოკუმენტი _ გაეროს “მიგრანტთა პაქტი”, რომელსაც 2018 წლის 10 დეკებერს საქართველო შეუერთდა. ამ პაქტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით, ისე, რომ ქართველებს არაფერი გვკითხა, საკუთარ თავზე ვალდებულება აიღო, აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან შეუზღუდავი რაოდენობით, შეუფერხებლად გადმოასახლოს აფრიკელი და აზიელი მიგრანტები. ეს ქვეყნებია ანგოლა, ნიგერია, სომალი, ავღანეთი, ერაყი, იემენი, ლიბია და ა.შ.

რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოს, რომ მიგრანტები შემოუშვას? როგორც წესი, ფულის გამო ყიდიან სამშობლოს, ფულის, თანამდებობის, პირადი კეთილდღეობის გამო. საქართველოს მთავრობაც, როგორც ამბობენ, 3 მილიარდ-ნახევარი ევროს სანაცვლოდ აპირებს ლტოლვილების შემოყვანას და იმაზე ფიქრით თავს არ იტკიებს, რა ქნას ქართველმა ხალხმა, ხელისუფლება ვიღაცას რომ უსახლებს, ხომ უნდა ჰკითხოს, თანახმაა თუ არა?

მით უფრო, რომ სტუმრად არავინ მოდის…

გაეროს “მიგრანტთა პაქტის” მე-4 მუხლში წერია, რომ საზღვარზევე უნდა მიაწოდონ მიგრანტებს პირადობის მოწმობები;

მე-6 მუხლში წერია, რომ უნდა უზრუნველყონ ისინი ღირსეული სამუშაო ადგილებით და შეუქმნან ხელსაყრელი საყოფაცხოვრებო პირობები;

მე-16 მუხლი კი ამბობს, რომ მათ სრული ინტეგრაციისთვის შესაბამისი გარემო უნდა შევუქმნათ;

მე-19 მუხლი კი ამბობს, რომ ავღანელებისა და აფრიკელების დიასპორები უნდა შევქმნათ და ხელი შევუწყოთ მათ.

ნათელია, რომ, თუ საქართველო აღნიშნული შეთანხმებიდან არ გამოვა და უარს არ იტყვის “მიგრანტთა პაქტით” დაკისრებულ ვალდებულებებზე, ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია საქართველოს მომავალზე საუბარი. რა თქმა უნდა, არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყოველივე ამას აპროტესტებენ, ხმამაღლა გამოთქვამენ უკმაყოფილებას, მაგრამ მათი ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

მკითხველს უთუოდ ემახსოვრება წლების წინათ თურქი მესხების საქართველოში მასობრივად დაბრუნების საკითხს რამხელა საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მაშინ ქართველმა ერმა არ დაუშვა 300 ათასი თურქის აქ ჩამოასახლება. საუბარი იყო მესხეთში მცხოვრებ თურქებზე, რომლებიც თავის დროზე სწორედ თურქეთის საოკუპაციო რეჟიმმა თურქეთის ცენტრალური რეგიონებიდან საქართველოში გადმოასახლა. ისინი ჩვეულებრივი თურქები იყვნენ, რომლებიც მესხეთში ჩაასახლეს, მერე კი ბოლშევიკებმა გადაასახლეს. ჩვენ არც თურქეთიდან მათ ჩამოსახლებაში ვიყავით დამნაშავე და არც აქედან მათ გადასახლებაში.

2017 წელს საზოგადოების პროტესტს შედეგად მოჰყვა ის, რომ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი: მიწების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულიაო.

მაგრამ ეს ჩანაწერი ერთ თვეში ფიქციად იქცა, რადგან ორგანულ კანონში შევიდა შესწორება და ბანკებს დავალიანებაში ჩატოვებული მიწების უცხოელებზე გაყიდვის უფლება მიეცათ. 2019 წლის 25 ივნისს კანონში შეტანილი შესწორებებით კი 2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და მე-7 მუხლის მესამე პუნქტი, რომელთა თანახმად, უცხოელ მოქალაქეებსა და უცხოელების მიერ დაარსებულ ორგანიზაციებს უფლება ეძლევათ, საქართველოს მთავრობას მიმართონ საინვესტიციო გეგმით და განუსაზღვრელი რაოდენობით შეისყიდონ ქართული მიწა.

რა ხდება ამ მხრივ დღეს ევროპაში?

რამდენიმე ქვეყანაში უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს. მაგალითად,

* პოლონეთში 12-წლიანი მორატორიუმია გამოცხადებული.

* ევროკავშირში ბოლო წლებში გაწევრებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი და სლოვაკეთი, აკრძალვის პერიოდი 7 წელს გრძელდება.

* ისრაელში, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში მიწებს უცხოეთის მოქალაქეებზე საერთოდ არ ყიდიან. ისრაელში მიწა მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაა და მის გამოყენებას სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს. ჩინეთში სახელმწიფო და კოლექტიური პოლიტიკაა, ხოლო დიდ ბრიტანეთში მთელი მიწა ფორმალურად სამეფო ოჯახის საკუთრებაა, რომელიც მიწის ნაკვეთებს უპრობლემოდ ყიდის სამეფოს მოქალაქეებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში _ უცხოელებზე. მიწის ნაკვეთისთვის დანიშნულების შეცვლა კი გაერთიანებულ სამეფოში ფაქტობრივად შეუძლებელია.

ჩვენთან კი იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი თავის საინვესტიციო ვალდებულებას არ შეასრულებს, მას უფლება აქვს, ეს მიწა გაყიდოს და, ვისზეც გაყიდის, გასაგებია. რა თქმა უნდა, გლეხის საკარმიდამო ნაკვეთის გამო არც არავინ მიმართავს მთავრობას, აქ საუბარია მიწის დიდ ფართობზე და ეს პირდაპირი გზაა, ერთბაშად გაიყიდოს მთელი მიწის ფონდი თავისი ტყით, ტბით თუ წიაღისეულით.

და ვინ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში? _ ალბათ, “ის მაწანწალა”, რომელსაც “აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის”.

“ილიას არა ერთხელ, მაგ. თუნდაც 1888 წელს, უთქვამს: “როგორც კაცად არ იხსენიება ის მაწანწალა”, რომელსაც, “აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც … თავისი ისტორია არ ახსოვს”. 1888 წელს, დ. ბაქრაძის ნაშრომის “ისტორია საქართველოსი”-ს პროგრამის გამოქვეყნების შემდგომ, ამავე საკითხს ჩვენი მგოსანი კვლავ უბრუნდება და ამბობს: წინათაც არა ერთი იყო ისეთი ხალხი, რომელსაც თავისი ისტორია არა ჰქონია და ამისთანა ხალხნი დღესაც ბევრნი არიან ქვეყანაზედ”, მაგრამ, ილია ჭავჭავაძის აზრით, “ამისთანა ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის, ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვთაგან და იქნება ბევრში უკანაც ჩამოურჩება”. ჩვენი მგოსნის სიტყვით, “ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელს დროში”-ო. “თუ ესეთი არა, ბევრით მეტი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია ჰქონია და იგი ისტორია დაუვიწყნია; აღარც ამისთანა ერსა აქვს მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ”. ამიტომაც არის, რომ ილია ამბობდა: “არ ვიცით, სხვა როგორ ფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს”-ო. ამგვარად, ილ. ჭავჭავაძის ღრმა რწმენით, ყოველმა კულტურულმა ერმა თავისი წარსული კარგად და სრული შეგნებით უნდა იცოდეს. ქართველებსაც, თუ წარმატებული არსებობა სურდათ, ეს დებულება უნდა კარგად ჰქონოდათ შეგნებული. მაგრამ ჩვენ დაუვიწყარ მოამაგეს საქართველოს ისტორია ეროვნული თავმომწონეობის თვალსაზრისითა და ეროვნული სიამაყის გრძნობის ჩასანერგავად კი არ უნდოდა და სჭირდებოდა, არამედ მას წარსულის მხოლოდ უტყუარი და დაუნდობელი, მაგრამ პირუთვნელი შეფასება აინტერესებდარა იყო ჩვენი წარსულის სიმაგრე და რა იყო სისუსტე, სიფუყე, ამის გამორკვევა ხომ ისტორიული პროცესის შეგნებით შეიძლება, მაგრამ ისტორიის გაგება და სისწორით წარმოდგენა ახლაც ადვილი საქმე არ არის, მით უფრო ძნელი საქმე იყო მაშინ, წარსულისა უკუნის იმ ხანაში, როცა ილია ჭავჭავაძე ჩვენი კულტურის სწორუპოვარი ბელადი და ხელმძღვანელი იყო. როდესაც რომელიმე ერის ისტორია შესწავლილი არ არის, ისტორიის მაგიერ ხშირად, ერთი მხრით, უგეგმოდ წარმოებული კვლევაძიებაა ხოლმე გაბატონებული, მეორე მხრით კი მიმბაძველობასა და რწმენაზე დამყარებული სქემატიზმი იპყრობს ხოლმე ასპარეზს. პირველი დამაღონებელია თავისი უსისტემობითაც და თანაც არც გულსა და გონებას არას ეუბნება. მეორემ კი, თუმც შესაძლებელია გამოუცდელი მკითხველი თავისი აღნაგობითა და გარკვეულობით უფრო მოხიბლოს, მაგრამ მავნებელია იმდენად, რამდენადაც, წარსული ცხოვრების ხორცშესხმული სურათის მაგიერ, რეალურ შინაარსს მოკლებული სქემა არის ხოლმე წარმოდგენილი. ასე იყო საქართველოშიც. ჩვენში წარსული საუკუნის 90-იანი წლების დამლევამდე და შემდეგაც არსებითად უგეგმო, შემთხვევითი ხასიათის, ისტორიოგრაფია ბატონობდა, რომელიც, რასაკვირველია, ილია ჭავჭავაძეს ვერც მოეწონებოდა და ვერც დააკმაყოფილებდაილ. ჭავჭავაძე ამბობდა: ყოველ ერს თავისი გამოჩენილი მოღვაწეები უნდა ახსოვდეს, რადგანერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონესა და შემძლებელობას, თავის ხატსა და მაგალითს”-აო. საქართველოს ისტორიითგან ილ. ჭავჭავაძეს შემდეგ ერისთვის თავგანწირულობა ჰხიბლავდამაგრამ ილ. ჭავჭავაძემ კარგად იცოდა, რომ გმირობასთან ერთად საქართველოს წარსულს წოდებრივს სიამაყეზე და უპირატესობის შენარჩუნების ნიადაგზე აღმოცენებული ბევრი შური და მტრობაც უნახავს (მალხაზ მაცაბერიძე, “ივანე ჯავახიშვილი. ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია (ფრაგმენტები)…”).

ივანე ჯავახიშვილი სტუდენტობის წლებში მარტო სწავლით არ იყო დაკავებული. მას აქტიური სამოქალაქო პოზიცია ჰქონდა და მონაწილეობდა როგორც სტუდენტურ გამოსვლებში, ისე უერთდებოდა აკადემიური წრეების პროგრესული ნაწილის საპროტესტო აქციებს. და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერიაში, რომელიც უკვე უფრთხოდა რევოლუციურ აქტივობას უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისაგან, ყველას ადებინებდნენ ხელწერილს რაიმე პოლიტიკური საქმიანობისგან თავის შეკავების თაობაზე. ამ აკრძალვებსა და შეზღუდვებს 1884 წლის საუნივერსიტეტო წესდება ედო საფუძვლად. კერძოდ, უნივერსიტეტში შემსვლელს პოლიციიდან ცნობა უნდა წარედგინა “უნაკლო” პოლიტიკური კეთილსაიმედო რეპუტაციის თაობაზე. სტუდენტური საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა იკრძალებოდა. სტუდენტობის დროს ცოლის შერთვაც კი. წესდების მოთხოვნათა დარღვევისთვის სასჯელთა მთელი სისტემა იყო გათვალისწინებული.

ასე რომ, 1895 წლის 5 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილმაც დადო ხელწერილი “მასზედ, რომ საიმპერატოროს პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტად ყოფნის პერიოდში ვალდებულებას ვიღებ, არათუ არ გავხდე წევრი რომელიმე საიდუმლო საზოგადოებისა, არამედ თითოეულ ცალკეულ შემთხვევაშიც, უშუალო უფროსების ნებართვის გარეშე, არ შევიდე წევრად კანონით დაშვებულ საზოგადოებაში, აგრეთვე არ მივიღო მონაწილეობა რაიმე ფულადი შენატანებით. ჩემ მიერ ამ აღთქმის გატეხის შემთხვევაში ვექვემდებარები დაუყოვნებლივ გარიცხვას დაწესებულებიდან და მერთმევა ყველა უფლება ჩემ მიერ იმ ფულადი თანხების მიღებაზე, რომლებიც ნებადაურთველი მიზნისთვის შეიკრიბა”.

ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან
ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან

ფაქტია, რომ, აღნიშნული ხელწერილის დადების მიუხედავად, ივანე ჯავახიშვილი არ შემოფარგლულა მხოლოდ სწავლითა და სამეცნიერო კვლევა-ძიებით.

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი გრიგოლ ნათაძე იგონებდა ივანე ჯავახიშვილთან თავისი ურთიერთობის თაობაზე: “შევხვედრივართ ერთმანეთს საზოგადოებრივ მუშაობაში და კარგადაც გვიმუშავნია. მაგ. 1901 წელს, მაშინ, როცა მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, იმართებოდა დღესასწაული საქართველოს რუსეთთან შეერთების გამო. ჩვენ, სტუდენებს, სამარცხვინოდ მიგვაჩნდა ეს და რუსეთიდან წერილებს ვწერდით თავადაზნაურობას, რომ პროტესტს ვაცხადებთ ამის გამო. მერე აქ რომ ჩამოვედით, თავადაზნაურობის წინამძღოლმა დაგვიბარა, პროფ. ჯავახიშვილიც იქ იყო, მეც იქ ვიყავი, აგრეთვე, კაკი წერეთელი, ერთი ფრონტი გვქონდა მაშინ, რა თქმა უნდა, ჯავახიშვილი გარკვევით წინააღმდეგი იყო თვითმპყრობელობის (ისევე, როგორც რუსეთის იმჟამინდელი პროგრესული საზოგადოება, სტუდენტობა), რა თქმა უნდა, ნაციონალურ ნიადაგზე იდგა”. საქართველოს რუსეთთან შეერთება 1901 წლის 24-29 სექტემბერს იზეიმეს, რომელსაც რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც მრავლად დაესწრნენ. იმპერატორმა თავისი რესკრიპტით თავადაზნაურობა დააჯილდოვა, თუმცა ამ ჯილდომ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. გიორგი ლასხიშვილის მოგონების თანახმად, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალი, ზეიმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით მელიქიშვილიც, უკმაყოფილო დარჩა “რესკრიპტით” _ მოელოდა ერობას ან უნივერსიტეტს, კიდევ რასმეს ქართველ ერისთვის, ნამდვილად კი რესკრიპტით თავად-აზნაურობას ებოძა კადეტთა კორპუსი და რაღაც გროშები. დამახასიათებელია, რომ მელიქიშვილს მაინც მტკიცედ სწამდა, მეფე აქ არაფერ შუაში იყო, ყველაფერში დამნაშავე “კედელი”, განსაკუთრებით კი კავკასიის მთავარმართებელი, თავადი გოლიცინი იყო, “იმის ჩაგონებით არის დაწერილი ეს რესკრიპტიო”, _ გაიძახოდა განრისხებული მელიქიშვილი.

ილია ჭავჭავაძე ამის გამო მწვავედ აკრიტიკებდა ქართველ თავადაზნაურობას. მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი შესწრებია ილია ჭავჭავაძისა და თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშლის _ დავით მელიქიშვილის საუბარს, რომელშიც ასევე ილია წინამძღვრიშვილიც მონაწილეობდა.

“მას დროგამოშვებით ცხარე კამათის იერი ეძლეოდა. ეს ბაასი სიტყვა-სიტყვით აღარ მახსოვს, ხოლო მისი შინაარსი კარგად დამამახსოვრდა. მელიქიშვილმა ჭავჭავაძეს უსაყვედურა: თავადაზნაურთა საკრებულოს იშვიათად ეკარები, ხოლო იუბილეს მტრულად შეხვდიო.

_ სასიხარულო არაფერია, _ მიუგო ჭავჭავაძემ, _ საქვეყნოდ თავი მოგვჭერით. თავიდანვე გითხარით, მე ჩემი გზა მაქვს-მეთქი.

_ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს, _ გაიხსენა წინამძღვრიშვილმა ჭავჭავაძის გზა, რომელიც მელიქიშვილის გზას თავიდანვე გაეყარა.

_ გარდა ამისა, _ სთქვა ჭავჭავაძემ, _ ამ იუბილემ ქართველი ხალხი ორ ბანაკად გაარღვია. თქვენ, ერთი მუჭა ჩინოსანნი, გაღმა დგეხართ, ხოლო ხალხი გამოღმა დარჩა. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია… ამ იუბილეს წყალობით ხალხი მტერმოყვარის გარჩევას ისწავლის და მისი ეროვნული შეგნება საბოლოოდ ჩამოყალიბდება”.

ჩვენ როდისღა უნდა ვისწავლოთ მტერ-მოყვრის გარჩევა, როდისღა უნდა ჩამოგვიყალიბდეს ეროვნული შეგნება, რათა ჩვენი მამული, როგორც ქართული სახელმწიფო, შემოვუნახოთ თაობებს? როდემდე უნდა იყოს საქართველო “ერთ მუჭა ჩინოსანთა” საჯილდაო ქვა?!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here