ჩეხეთში მცხოვრებლებს არ სურთ, მოსავლის აღების სამუშაოების შესრულება, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს სამუშაოები მძიმე და ღირსების შემლახველია, _ განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ტრანსპორტის კავშირის პრეზიდენტმა იაროვლავ განაკმა.
განაკის თქმით, ჩეხ ფერმერებს სჭირდებათ, სულ ცოტა, 2 ათასი ადამიანი და ამიტომ დაჩქარდა ვიზების გაცემა უცხოელებისთვის, განსაკუთრებით უკრაინისა და ბულგარეთის მოქალაქეებისთვის. “მათ გარეშე ვერ შევძლებთ ხენდროსა და მარწყვის მოკრეფას. ეს ჩეხებისთვის შეუფერებელი სამუშაოა”, _ განაცხადა მან.
ჩეხეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორში, ძირითადად, დაკავებულები არიან უკრაინელი და ბულგარელი მოქალაქეები. მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დაიხურა ქვეყნის საზღვრები, ჩეხური კომპანიები მოსავლის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
წელს მათ, ვინც მისავლის აღებას დააპირებს, ნიღაბი უნდა ეკეთოთ და, ამასთანავე, დაიცვან ე.წ. სოციალური დისტანცია.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ