“პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა გიგა ბოკერიას მისი და ორი წლის განმავლობაში ციხეში ყავდა გამოკეტილი.
„ვინმეს უკვირს, რომ გიგა ბოკერია მიერ ჩემი მისამართით გაკეთებული სიტყვა გაღიზიანებას გამოიწვევდა? ჩემი მისამართით ბოკერიას შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს. დამნაშავეებმა პასუხი არ აგეს. ეს ემოცია იყო, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. მინდა, ხელისუფლებას მივმართო, მოსახლეობას შურისძიებისკენ ნუ უბიძგებთ და სამართლიანობა აღადგინეთ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
https://www.youtube.com/watch?v=Ran-pFDAcMw
შეგახსენებთ, ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები 19 აპრილს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მოყვა ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომის დახურვის თემაზე კამათს. „რა მნიშვნელობა აქვს, ღია იქნება თუ დახურული, როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია გვიზის აქ. გინდ გახსენი და გინდ დახურე“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა. ემზარ კვიციანის ამ განცხადებას, უმცირესობის წევრების მხრიდან სიცილი და ტაში მოჰყვა, რის შემდეგაც დეპუტატმა გიგა ბოკერიასკენ საჩხუბრად გაიწია.
შემდგომში კი ამ დაპირისპირებას მოჰყვა ახალი დაპირისპირება. „თანაპარტიელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს ეს მხოლოდ საქართველოშია“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩხუბი ვის არ უნახავს პარლამენტში, მაგრამ ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს… ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება !“ – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ში.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს” წევრები გიორგი კანდელაკი და ოთარ კახიძე პარლამენტის მოსასვენებელ ოთახში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გიორგი კანდელაკმა ოთარ კახიძეს თავი საფერფლით გაუტეხა.