Home ახალი ამბები საქართველო “ჩემი ბავშვობა “მხედრიონის” და “ზვიდისტების” ბანდების ერთმანეთთან დაპირისპირებას შეეწირა”

“ჩემი ბავშვობა “მხედრიონის” და “ზვიდისტების” ბანდების ერთმანეთთან დაპირისპირებას შეეწირა”

1497

“მე სამეგრელოდან ვარ და ვიცი “მხედრიონი” სინამდვილეში რაც იყო, უბრალოდ, მგონია, რომ “მხედრიონის” ზოგიერთი წევრი არის უსამართლოდ დაჩაგრული ამ საზოგადოების მიერ.

მე მინახავს “მხედრიონის” ბანდიტობაც და იმაზე საუბარი, რომ “მხედრიონი” კარგი ორგანიზაცია იყო და მან ამდენი შვილი შესწირა სამშობლოს, მე ვიტყოდი ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს თავის შეწირეს კარგი ადამაინები იყვნენ მიუხედავად იმისა “მხედრიონში” იყვნენ თუ არა. ანუ, “მხედრიონშიც” იყვნენ კარგი ადამიანები”, – ამის შესახებ “გირჩის” დამფუძნებელმა იაგო ხვიჩიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მე სამეგრელოდან მიყურებენ ამ წუთას. აქ ხაზი გაესვა “მხედრიონს” როგორც დადებით ორგანიზაციას, “მხედრიონი”, როგორც ბანდიტური ორგანიზაცია ჩემთვის ცნობილია, უბრალოდ, მე არ მჯერა რომ ყველა მისი წევრი იყო ბანდიტი და უბრალოდ ეს ხალხი მართლა უსამართლოდ არაინ დაჩაგრულები. ოღონდ ამ უსამართლოდ დაჩაგვრაში მათი ბრალიც არის. სიმადვილეში ხომ ვიცით, რომ “მხედრიონს” არ დაუშავებია მხოლოდ იმათთვის, ვისაც მისი წევრები ელაპარაკებიან და მათთან შერიგებას ცდილობენ. ჩემთანაც დააშავეს, თქვენთანაც. მე მინახავს “ზვიადისტების” სახელით მოთარეშე ბანდიტები. ჩემი ბავშვობა “მხედრიონის” და “ზვიდისტების” ბანდების ერთმანეთთან დაპირისპირებას შეეწირა.

ჩემთან ორივე დამნაშავეა და ნურცერთი ნუ ფიქრობს, რომ მხოლოდ “მხედრიონია” დამნაშავე და იქ ყველა წევრი დამნშავე იყო, დარწმუნებული ვარ “მხედრიონშიც” იყვნენ გმირები და “ზვიადისტების” ბანდებში მოთარეშეებშიც იყვნენ ბანდიტები. “მხედრიონის” წევრებმა უნდა აღიარონ რა დააშავეს, რა ცოდვა მიუძღვით”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

1 COMMENT

  1. ახლა ეს დემაგოგი არ არის? გამოგირჩებული, რა უნდა მოსთხოვო, ამათი იდეოლოგია დემაგოგიაა,,,.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here