ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ, გამოძიების მიმდინარეობასა და არსებულ ვერსიებზე „ტვ პირველთან“ გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” ისაუბრა:
„ადვოკატის განცხადებასთან დაკავშირებით ერთი პრეტენზია მაქვს – იმას რომ ასაბუთებს, რომ მისმა კლიენტმა მიაყენა თუ არა სასიკვდილო ჭრილობა, ჩემთვის ყველა ჭრილობა მომაკვდინებელია. ამას ხომ ვერასდროს შევეგუები? სხვა ჭრილობა რომ არ ყოფილიყო მომაკვდინებელი, იქნებოდა თუ არა იმის ჭრილობა მომაკვდინებელი? არ მაინტერესებს, თორმეტი ჭრილობა აქვს მიყენებული და თორმეტივე მომაკვდინებელია ჩემთვის. მე მივესალმები იმას, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, თუ ვინმემ რამე იცის, ყველამ ყველაფერი უნდა თქვას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.