რუმინეთის პროკურატურამ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ოფიციალურად დაადანაშაულა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იონ ილიესკუ. მას ბრალად ედება “ტერორის ატმოსფეროს” შექმნა, რომელმაც გამოიწვია 862 ადამიანის სიკვდილი.
გამოძიებამ ილიესკუს დანაშაულად ჩაუთვალა, აგრეთვე, რუმინეთის პირველი პრეზიდენტის, ნიკოლაე ჩაუშესკუსა, და მისი ცოლის, ელენეს, სიკვდილით დასჯა.
1989 წელს ილიესკუ სათავეში ჩაუდგა “ეროვნული ხსნის ფრონტს”, რომელმაც დროებითი მთავრობის ფუნქციები აიღო კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ. 1990 წელს პრეზიდენტად აირჩიეს და ამ პოსტს იკავებდა 1996 წლის არჩევნებში დამარცხებამდე. 2006 წელს კვლავ მოიპოვა სახელმწიფოს პირველი პირის სტატუსი. პრეზიდენტობის პირველ ვადაში ილიესკუმ არაერთხელ გამოიყენა ძალისმიერი მეთოდები ოპოზიციის წინააღმდეგ, რის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2015 წელს ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ განაახლა ეს საქმე. მიმდინარე წლის მარტში ილიესკუს 89 წელი შეუსრულდა. ცოტა ხნის წინათ მას გულის ოპერაცია გაუკეთეს და ამიტომ სასამართლოს თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის.
ნიკოლაე ჩაუშესკუს დასჯიდან 10 წლისთავზე რუმინეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა.
აბა რაეგონათ?