Home ახალი ამბები მსოფლიო შხამიანმა გველმა საბავშვო ბაგაში ბავშვი დაგესლა

შხამიანმა გველმა საბავშვო ბაგაში ბავშვი დაგესლა

1054
გველი

ეს მოხდა 23 ოქტომბერს აშშ-ის ეგლინის სამხედრო-საჰაერო ბაზასთან გახსნილ საბავშვო ბაგაში, პატარა ბიჭი, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, ეზოში თამაშობდა. დაინახა გველი და კუდში სწვდა. ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, შემდეგ კი სამედიცინო ცენტრ Persacola -ში გადაიყვანეს, სადაც ჯანმრთელობის აღდგენის კურსს გაივლის.

2016 წლის სექტემბერში ინდოეთში პითონმა დაკბინა ადამიანი, რომელიც მასთან “სელფის” გადაღებას აპირებდა. ეს მოხდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, რაჯასთჰანის შტატში. გველი ადგილობრივი სკოლის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობამ გამოიძახა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც შებოჭეს გველი. ამ დროს თანამშრომელთაგან ერთ-ერთმა მოინდომა პითონთან  ფოტოსურათის გადაღება, რასაც გველის საშიში რეაქცია მოჰყვა.

2014 წლის თვებერვალში აშშ-ში გველმა დაგესლა ერთ-ერთი ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმსახური, რომელიც შხამს თავის რიტუალებში გამოიყენებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here