Home ახალი ამბები საქართველო “შსს-ს პოზიციაა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართულებით სანქციები იყოს მკაცრი, ასევე არ მოხდეს...

“შსს-ს პოზიციაა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართულებით სანქციები იყოს მკაცრი, ასევე არ მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების წახალისება”

ჯავახაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძის განცხადებით, შს სამინისტროს პოზიციაა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართულებით სანქციები გამკაცრდეს _ არ მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების წახალისება და არ გახდეს ეს კრიმინალის წყარო.

ჯავახაძის თქმით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

“მსჯელობა მიდის იმაზე, თუ რამდენად ჰუმანური შეიძლება იყოს პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ”, _ აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here