Home ახალი ამბები საქართველო “შსს-ს აქვს საშუალება, კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტიანი კონტროლი განახორციელოს”

“შსს-ს აქვს საშუალება, კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტიანი კონტროლი განახორციელოს”

1457
გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შსს აქვს ბერკეტი, ქვეყანაში კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაციაექსპორტზე ეფექტიანი კონტროლი განახორციელოს.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხმარების რეგულირებას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო თვალსაზრისით, შსს-ს აქვს კონტროლის საშუალება. ეს ხდება დახურულ სივრცეში, შენობაში, ფაქტობრივად. ის, რაც კეთდება რეგულირების ნაწილში, შსს-ს ეხმარება, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტიანად. სხვა შეკითხვები თუ არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება”, _ განაცხადა გახარიამ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here