Home ახალი ამბები შსს-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში ერთი პირი დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 38 წლის ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლესა და სიდედრს. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. როგორც გაირკვა, მამაკაცმა ანალოგიური ქმედება წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ძალადობას, რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here