Home რუბრიკები პოლიტიკა შოთა უტიაშვილი: ჩატაევი ჩვენი მოკავშირე იყო

შოთა უტიაშვილი: ჩატაევი ჩვენი მოკავშირე იყო

ჩატაევი

თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებულმა სპეცოპერაციამ თავიდანვე ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში. კიდევ უფრო მეტი კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ ერთერთი ლიკვიდირებული პირი იყო ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი, რომელიც 2012 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული .. ლაფანყურის სპეცოპერაციისას დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩატაევმა საქართველო 2013 წელს დატოვა.

დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისისლამური სახელმწიფოსერთერთ დანაყოფს ხელმძღვანელობდა. საყურადღებოა, 2 დეკემბერს ტელეკომპანიაიმედისგადაცემაქრონიკაშიმიწვეული შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის _ შოთა უტიაშვილის განცხადება აჰმედ ჩატაევზე. უტიაშვილმა თქვა, რომჩატაევი ჩვენი ერთერთი მოკავშირე იყო”, ანუ საქართველის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდაო. თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის მიზეზებსა და ჩატაევის ლიკვიდაციით გამოწვეულ საფრთხეზე ბევრი ვერსია ვრცელდება, მაგრამ მცირე შემოკლებით გთავაზობთ წერილს, რომელიც ამ საკითხზე ყველაზე საინტერესოდ მივიჩნიეთ და რომელიც საზოგადოებისთვისაც არ იქნება ინტერესმოკლებული. ეს წერილი გამოქვეყნებულია ვებგვერდზე 1ტვ.გე.

“თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია სავარაუდო ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ სამი შეიარაღებული პირის ლიკვიდაციითა და ერთის დაკავებით დასრულდა. ოპერაციისას დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის წევრიც. საქართველოს ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნული ინციდენტის კომენტირებისას თავშეკავებული და ფრთხილი განცხადებებით შემოიფარგლნენ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაკვრით მაინც ილაპარაკეს საქართველოს დედაქალაქში “საერთაშორისო ტერორისტების” შემოსვლისა და მათ შორის მყოფი ჩატაევის ლიკვიდაციაზე.

2015 წელს ჩატაევმა სირიიდან გამოუგზავნა აუდიომუქარა საქართველოს ხელისუფლებას. იგი მოითხოვდა პანკისის ერთ-ერთი სოფლის ყოფილი იმამის, აიუბ ბორჩაშვილის, გათავისუფლებას, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო დააკავეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობით დაიმუქრა. ჩეჩნეთის სოფელ ვედენოში დაბადებულ ჩატაევს, რომელსაც წელს 37 წელი შეუსრულდა, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის გამო, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები 2003 წლიდან ეძებდნენ. იგი ჩეჩნეთის მეორე ომში ტერორისტების მხარეს იბრძოდა. ჩატაევს დასავლეთ ევროპაში დოკუ უმაროვის მებრძოლთა ლიდერადაც მიიჩნევდნენ.

ჩატაევი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში შეიარაღებული კონფლიქტისას დაიჭრა და ხელი დაკარგა, მაგრამ ტრავმას იგი სისხლიანი თამაშიდან არ გაუყვანია. ხელის დაკარგვა საკვანძო ფაქტორად იქცა მის ბიოგრაფიაში და ექსტრემისტულ მიწისქვეშეთში იერარქიულ წინსვლაშიც დაეხმარა. მოგვიანებით ჩატაევის ადვოკატებმა ჭრილობა იმ ვერსიის მტკიცებულებად გამოიყენეს, რომ “ბოევიკს” რუსული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აწამებდნენ. მოვლენათა აღწერამ ცალხელა აჰმედი ბევრის თვალში ტერორისტიდან ხელისუფლების დევნის სიმბოლოდ აქცია. მედიასაშუალებების ნაწილმა ჩატაევი პოლიტიკურ დევნილადაც კი შერაცხა.

2001 წელს მან მოახერხა ჩეჩნეთის დატოვება, სადაც იგი ბანდფორმირებებში მონაწილეობის გამო იყო დაკავებული. რა გზით მოახერხა ექსტრემისტმა სისხლის სამართლის სასჯელის თავიდან აცილება საიდუმლოდ რჩება. სავარაუდოდ, იგი ამნისტიით გათავისუფლდა. სად იმყოფებოდა ჩატაევი მომდევნო ორი წლის განმალობაში, ასევე არ არის ცნობილი. 2003 წელს იგი გამოჩნდა ევროპაში, კერძოდ, ავსტრიაში, სადაც დევნილის სტატუსის მიღება მოახერხა. ვენაში იგი მეუღლესა და სამ შვილთან ერთად გადასახლდა და მიიღო თავშესაფარი მას შემდეგ, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა განახლდა…

ევროპაში ჩატაევი ურთიერთობას ინარჩუნებდა კიდევ ერთ პოლიტიკურ დევნილთან ჩეჩნეთიდან – აუღიარებელი ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის თვითგამოცხადებულ პრემიერმინისტრ ახმედ ზაკაევთან. როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება, ზაკაევმა თანამემამულე ავსტრიის რესპუბლიკაში იჩქერიის რესპუბლიკის წარმომადგენლის პირველ მოადგილედ დანიშნა, მაგრამ უკვე 2008 წელს (სხვა წყაროებით 2007 წლის მარტში) იგი შვედეთის ქალაქ ტრელებორგში მძიმე ბრალდებით დააკავეს: მანქანაში უპოვეს ცეცხლსასროლი იარაღი. მიუხედავად ამისა, ჩატაევმა სიმბოლური სასჯელი მიიღო _ ერთი წლითა და ოთხი თვით პატიმრობა.

ჩატაევს მორიგი პრობლემა სასჯელის მოხდის შემდეგ შეექმნა _ იგი კვლავ დააკავეს, ამჯერად უკრაინაში.

ჩატაევი 2010 წლის იანვარში ზაკარპატიეს ოლქში დაიჭირა უკრაინის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფმა, რომელიც რუსი კოლეგების თხოვნით მოქმედებდა და რომელიც ჩატაევს კავკასიაში ბანდფორმირებების დაფინანსებასა და იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებდა. თუმცა ექსტრადიცია არ მომხდარა, მიუხედავად უკრაინის სასამართლოს სურვილისა, ჩატაევი რუსეთისთვის გადაეცა.

DEUTSCHE WELLE ინფორმაციით, ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONALმა ბევრი გააკეთა იმისთვის, ტერორისტის რუსეთში ექსტრადიცია რომ არ მომხდარიყო. უფლებადამცველთა მოთხოვნის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა უკრაინას, არ გადაეცა ცალხელა ექსტრემისტი რუსეთისთვის, რადგან მან ავსტრიაში თავშესაფარი მიიღო და ჟენევისა და გაეროს დევნილთა შესახებ კონვენციების დაცვის ქვეშ ხვდებოდა. ჩატაევი გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ მის ტელეფონში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ინსტრუქციები იპოვეს. უკრაინამ ჩატაევი გადმოსცა საქართველოს, სადაც იგი 2000-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი დანაშაულის გამო იძებნებოდა. გარკვეული დრო ჩატაევმა ქართულ ციხეში გაატარა, თუმცა მოგვიანებით გათავისუფლდა, დაქორწინდა და ცხოვრობდა როგორც თბილისში, ასევე პანკისის რაიონის სოფელ დუისში. ერთი წლის შემდეგ ჩატაევი თურქეთბულგარეთის საზღვარზე დააკავეს. ქალაქ პლოვდივის სასამართლომ იმავე მიზეზებით, რა მიზეზებითაც ადრე უკრაინამ, რუსეთს უარი განუცხადა ჩატაევის ექსტრადიციაზე.

აჰმედ ჩატაევი 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. შსს ოფიციალური ვერსიის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე დაღესტნიდან კარგად შეიარაღებულ მებრძოლთა ოცკაციანი ჯგუფი შემოვიდა. ბანდიტებმა აიყვანეს მძევალთა სამი ჯგუფი ადგილობრივი მცხოვრებლებიდან _ ხუთიდან ათამდე ადამიანი. ქართველმა ძალოვანებმა შეტაკებისას გაანადგურეს 11 მებრძოლი, მათ შორის, დუკვახ დუშუევი, ჩეჩენი სეპარატისტების ემისრის, ახმედ ზაკაევის, პირადი მცველი. ერთადერთი კრიმინალი, რომელიც ქართველმა ძალოვანებმა დააკავეს, იყო ახმედ ჩატაევი. იგი მესაზღვრეებს რამდენიმე დღის შემდეგ ჩაბარდა. თავდაპირველად მას ბრალად წაუყენეს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა – ჩატაევს რამდენიმე ხელყუმბარა ჰქონდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძის განცხადებით, ჩატაევი, თავდაპირველად, სამართალდამცავ ორგანოებზე მუშაობდა და მომლაპარაკებელი იყო საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტურ იატაკქვეშა დაჯგუფებებს შორის. თუმცა მოგვიანებით, მან ლაფანყურის მოვლენებისას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო.

ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით ახმედ ჩატაევი 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ერთ თვეში კი პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო”. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი თანხაც უკან დაუბრუნეს. 2013 წლის ბოლოს მან ქვეყანა დატოვა, ხოლო ორ წელიწადში ცნობილი შეიქნა, რომ იგი “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ჩატაევი რამდენიმე წლის წინათ წავიდა სირიაში და შეუერთდა “ისლამურ სახელმწიფოს”, სადაც იგი რუსულ სექტორს კურატორობდა. რუსული სპეცსამსახურები 2016 წლის დასაწყისში აფრთხილებდნენ სხვა ქვეყნების ძალოვან სტრუქტურებს, რომ ახმედ ჩატაევი დაიშში (“ისლამური სახელმწიფო”) განსაკუთრებულ დანაყოფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან წასულების მიერაა დაკომპლექტებული და რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ტერაქტებზე სპეციალიზდება. გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ჩატაევი ბატალიონ “იარმუკის” ხელმძღვანელობდა, “ისლამური სახელმწიფოს” სამი ბრიგადიდან ერთ-ერთს, რომელიც ჩეჩენი მებრძოლებისგან შედგებოდა.

2016 წლის 28 ივნისს კი სტამბულის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში ტერაქტი მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს, შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი, დაიჭრა _ 230. თურქული პოლიციის განცხადებით, ტერაქტი ჩატაევმა დაგეგმა. ჩატაევის მონაწილეობა ტერაქტის დაგეგმვაში აშშის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკლ მაკოლმაც დაადასტურა.

თბილისში ნოემბრის სპეცოპერაციით გამოწვეულმა შოკმა ექსპერტთა ნაწილი საქართველოში “ტერორიზმის მოსვლის” თემაზე აალაპარაკა. აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო პირველად არ აწყდება. ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ საქართველომ საზღვრები გახსნა ჩეჩენი ლტოლვილების მისაღებად, თუმცა ამ შესაძლებლობით შეიარაღებული პირებიც აქტიურად სარგებლობდნენ (მაგალითად, ცნობილი საველე მეთაური რუსლან გელაევი).

მალევე პანკისის ხეობაში გამოჩნდნენ უცხოელი ჯიჰადისტებიც, მაგალითად, აბუ ჰავსი, რომელსაც “ალ ქაიდასთან” ჰქონდა კავშირი. 2002-2003 წლებში ქართულმა სპეცსამსახურებმა და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა პანკისის ხეობაში “ანტიკრიმინალური ოპერაცია” ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ტერორისტულ სტრუქტურებთან კავშირში ეჭვმიტანილი ორმოცამდე ადამიანი დააკავეს. აღნიშნულმა ქმედებამ პანკისის რეგიონში ვითარების გარკვეული სტაბილიზაცია გამოიწვია. ისლამური სახელმწიფოსგააქტიურების შემდეგ, ქართველი ექსპერტების ნაწილის აზრით, საქართველო იქცათურქული ფანჯრითდაკავშირებულ სატრანზიტო გზად, რომელსაც, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შევიწროებული ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, ასევე ახლოაღმოსავლელი კრიმინალები იყენებდნენ. ამას გარდა, თვით საქართველოშიც არსებობდაჯიჰადისტური ინტერნაციონალისრიგების შევსებისა და რადიკალიზაციის წყაროები.

ტერორიზმის პოტენციური ზრდის საფრთხეს საქართველოში თავისი მიზეზები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ქართული პოლიტიკური კლასი მრავალი წლის განმავლობაში კონცენტრირებული იყო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაწყვეტაზე. ეს საკითხები ცენტრალური იყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო-პოლიტიკურ დღის წესრიგში (დიდწილად სწორედ მან გამოიწვია რუსეთთან კონფრონტაცია და ევროატლანტიკური კურსის არჩევა). შედეგად სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა რელიგიური უმცირესობების (უპირველეს ყოვლისა, მუსლიმების) ინტეგრაციის პრობლემები ქართულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში. პანკისი ამ შემთხვევაში ნათელი მაგალითია, თუმცა ისლამური სივრცის რადიკალიზაციის საფრთხეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, საქართველოს ხელისუფლება ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონშიც აწყდება. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება. ერთი მხრივ, იგი ცდილობს ჯიჰადიზმის წინააღმდეგ ბრძოლას; მეორე მხრივ კი, უკვე წლებია, შერჩევითი პოლიტიკა აქვს ისლამური უმცირესობის მიმართ. “ნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში ხელისუფლება სალაფიტურ თემზე აკეთებდა აქცენტს და მათი საშუალებით პანკისის რეგიონის მართვას ცდილობდა. “ქართული ოცნებისხელისუფლება კიტრადიციული ისლამისწარმომადგენლებს ეყრდნობა. ორივე სტრატეგია საფუძველშივე არასწორია და ისლამური უმცირესობის ინტეგრაციის პრობლემებს ქმნის.

თბილისის სპეცოპერაცია სიგნალია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მისი მოკავშირეებისთვის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს სულ უფრო გაუჭირდება რეგიონშიუსაფრთხოების კუნძულადდარჩენა. მიმდინარე პროცესები კი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე”.

მომზადებულია

რევაზ ქოიავას წერილის მიხედვით

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here