შოთა აფხაიძე: დაუშვებელია, დედაქალაქის გულში გადაკეტილი იყოს მთავარი ქუჩა და ის ეკუთვნოდეს უცხოტომელებს!

    ,,თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, უცხოტომელები არ უნდა თარეშობდნენ. ბათუმის მერიაც უნდა ვაიძულოთ, აღკვეთოს მუსლიმების თარეში აჭარაში”

    29 ივნისს დედაქალაქში გაიმართა აქცია, რომელზეც რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა ისლამური ქვეყნებიდან არალეგალურად შემოსული ადამიანებისგან საქართველოს გაწმენდის მოთხოვნით.

    ,,საქართველოში ,,ძლევაი საკვირველი” მოეწყობა, თუკი ხელისუფლება ძირფესვიანად არ შეცვლის სავიზო პოლიტიკას და არ აკრძალავს საქართველოში ისლამური და არა მხოლოდ ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსულთა თარეშს”, _ განაცხადეს აქციაზე.

     როგორ არის შესაძლებელი საქართველოში უკანონო მიგრაციის აკრძალვა?  _ ამ მნიშვნელოვან საკითხზე ,,კავკასიის ისლამური კველევების ცენტრის” დამფუძნებელი შოთა აფხაიძე გვესაუბრება:

    _ ვისი მოწყობილიც უნდა იყოს აქცია, რომელზეც მოითხოვენ  ისლამური და არა მხოლოდ ისლამური ქვეყნებიდან არალეგალურად შემოსული პირების საქართველოდან გაძევებას, მხარს დავუჭერ.

    ჩვენი გუნდი მუშაობს დოკუმენტურ მასალებზე. ვცდილობთ, მოვამზადოთ აკადემიური გადაცემები, დოკუმენტური ფილმები; გვინდა, წარმოვადგინოთ გეგმა, როგორ შეიძლება, თავიდან ავირიდოთ უკანონო მიგრანტები. ეს დიდი სამუშაოა.

    _ უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გაისმა მოთხოვნა საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ…

    _  საზღვრის ჩაკეტვა არ არის საჭირო, ვიზების გამკაცრება კი  აუცილებელია. თუ მსგავსი აქცია, რომელიც 29 ივნისს გაიმართა, ბევრი იქნება, საქართველოს ხელისუფლებას შევაგნებინებთ, რომ აუცილებელია ვიზების გამკაცრება. ტურისტებს არაფერს ვერჩით, მთავარია, მიგრანტების უკანონოდ შემოსვლის აკრძალვა. ხალხის პროტესტი აუცილებელია, მაგრამ გაუთავებელი აქციები კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენი გუნდი ღონისძიებებს გეგმავს, რომლებითაც  ხელისუფლებას ვაიძულებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

    მსგავსი აქცია, რომელიც თბილისის ცენტრში ჩატარდა, კარგი იქნებოდა, რეგიონებშიც გამართულიყო, განსაკუთრებით აჭარაში _ ბათუმში, ეს აუცილებელია. შემდეგ კი ხელისუფლებას ვაიძულებთ ძირეული ცვლილებების განხორციელებას.  ჩვენ უნდა ვაიძულოთ თბილისის მერია, გახსნას ე.წ. არაბული ქუჩა აღმაშენებლის გამზირზე. დაუშვებელია დედაქალაქის გულში გადაკეტილი იყოს მთავარი ქუჩა და ის ეკუთვნოდეს უცხოტომელებს _ არაბებს და არა მხოლოდ მათ, სრულიად მუსლიმურ სამყაროს. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე უცხოტომელები არ უნდა თარეშობდნენ. ბათუმის მერიაც უნდა ვაიძულოთ, აღკვეთოს მუსლიმების თარეში აჭარაში.

    ჩვენი ქვეყნის გულში დაუშვებელია საუდის არაბეთის, პაკისტანისა და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი უცხო ქვეყნის დროშების ფრიალი…  არ შეიძლება, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებმაც უკვე უამრავჯერ დაარღვიეს საზღვარი. ჩვენი საზღვრები სათანადოდ არ კონტროლდება და ეს უნდა დასრულდეს, საამისოდ კანონი უნდა დაიწეროს.

    _ დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირზე _  იმ ჩაკეტილ ტერიტორიაზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, 29 ივნისსაც ვერ გაბედეს გავლა ვერც ,,ქართულმა მარშმა” და ვერც სხვებმა… რა ტერიტორიაა ეს და რატომ ვერავინ ბედავს იქ მისვლას?

    _ იმხანად სუს-მა გააფრთხილა ,,ქართული მარშის” დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე, ალბათ, ახლაც გაფრთხილებულები იყვნენ… ამისთვისაა საჭირო მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება _ მერს უნდა გავაგებინოთ, რომ შეწუხდა ქართველი საზოგადოება. ეს აუცილებლად გასაკეთებელია. სამართლებრივი გზით უნდა გავხსნათ ეს ტერიტორია. როდესაც ხალხის მოთხოვნა იქნება, სხვა გზა აღარ დარჩებათ მერიასა და ხელისუფლებას. მათ უნდა გახსნან აღმაშენებელი და გააძევონ იქიდან მუსლიმები. ამისთვის ყველა სამართლებრივი გზა უნდა გამოვიყენოთ. თუკი არაფერმა გაჭრა, მერე შესაძლოა, რადიკალურ ზომებსაც მივმართოთ.

    რამდენიმე ადამიანი ვმუშაობთ, რომ ოფიციალური განცხადებებით მივმართოთ ხელისუფლებას, შევაგროვებთ ხელმოწერებს და წარვადგენთ, სადაც საჭიროა. განცხადებაში აუცილებლად იქნება აღნიშნული, რომ გაიხსნას ყველა ის ქუჩა თბილისსა თუ ბათუმში, რომლებიც მუსლიმებს აქვთ ჩაკეტილი, უფრო ზუსტად, ოკუპირებული.

    _ ხელისუფლებას თუ ვერ შეაგნებინებთ, მაშინ რას აპირებთ? 29 ივნისს გამართულ აქციაზე ითქვა, რომ განმეორდება ,,ძლევაი საკვირველი”…

    _ თუკი ხელისუფლება რამდენიმეათასიან ხელმოწერას არ გაითვალისწინებს, ჩვენ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებზე თვალს დახუჭავს, მაშინ, რა თქმა უნდა, მეორე ,,დიდგორი” და ,,ძლევაი საკვირველი” აუცილებელი იქნება. ჩვენ ხალხთან ერთად შევალთ იმ ჩაკეტილ ტერიტორიებზე, რომლებზეც ახლა ვერავინ ბედავს შესვლას; დავამხობთ იქაურობას, მერე კი, ალბათ, ყველა თავის სახლში წავა.

    _ უკვე გაყიდული მიწების დაბრუნება თუ იქნება შესაძლებელი?

    _ კი, სასამართლოს გზით. თუკი ხელისუფლების ნება იქნება, გაყიდული მიწების ჩამორთმევა შესაძლებელია. ამისთვისაც ხალხის აქტიურობაა აუცილებელი.

    მხოლოდ აქციებით არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, აქცია მნიშვნელოვანია და თავისი ძალა აქვს, მაგრამ უფრო მეტად ამ აქციის გაგრძელებაა საჭირო.  მთავარია, აქციის ორგანიზატორები არ გაურიგდნენ არავის და საქმის ბოლომდე მიყვანა სცადონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გვინახავს ხელისუფლებასთან გარიგებული პროტესტანტები…

    ყველა საქართველოში ჩამოვიდა, ვინც კი თავისი ქვეყნიდან გამოაგდეს. ჩვენთან ჩამოსული რუსები რუსეთის პრეზიდენტის მიერ არიან გამოყრილები და აქ ნარკოტიკს ყიდიან, არიან ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებიც, მოკლედ, ყველა ნაგავი აქ ჩამოეხეტა.

    _ ხელისუფლებაში თუ გყავთ მხარდამჭერები?

    _ კი, ხელისუფლებაშიც არიან ჩვენი მხარდამჭერები და თანამოაზრეები; არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ უცხო ქვეყნების მოქალაქეების უკანონო თარეში საქართველოში. სამართალდამცავი ორგანოები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ. როდესაც ვრეკავთ პოლიციაში, ყოველთვის არის რეაგირება, არასოდეს დაუჭერიათ არალეგალებისთვის მხარი.

    ვიმედოვნებ, ბევრი ქართველი დადგება ჩვენ გვერდით, რათა გასუფთავდეს ჩვენი პატარა ქვეყანა. უნდა ვიზრუნოთ საქართველოზე. ჩვენი გადაგვარების საფრთხე აშკარაა, ამ რეალობას ყველა აცნობიერებს…                    

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here