Home ახალი ამბები საქართველო შიო მენაბდე: მოგმართავთ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენის გამო, რომელმაც შეძრა საქართველო და,...

შიო მენაბდე: მოგმართავთ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენის გამო, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც

1616
შიო მენაბდე

ითქვა, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია”, _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთერთი მოწმეა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. დეკანოზის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური გამოძიებით მისი შვილის ბრალი დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.

“ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც.

მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებულ მოვლენებზე ჩემი მოსაზრება აქციაზე გამოვხატე. ეს სიმართლე არ არის. ტაძრის ამბიონის გარდა, ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არც ერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული”, _ განაცხადა დეკანოზმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here