Home რუბრიკები საზოგადოება შვილებით სპეკულირება _ “ნაცმოძრაობის” სეფექალთა ახალი ტრენდი ანუ რატომ არ უნდა ჭამო...

შვილებით სპეკულირება _ “ნაცმოძრაობის” სეფექალთა ახალი ტრენდი ანუ რატომ არ უნდა ჭამო ტყემალი

გიორგი ონიანი

გასულ კვირას ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის.

პროკურატურა ონიანს შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს “ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის “დაოპრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის _ ლევან მდინარაძის (დიჯეი რემბოს) დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თანამებრძოლის დაკავებას პოლიტიკური დაკვეთა უწოდეს, ხოლო თავის დროზე “ქართული ოცნების” უკანონოდ დაკავებულმა აქტივისტებმა გვიან, მაგრამ მათ მიმართ აღდგენილი სამართლიანობა მოიწონეს.

მეუღლის დაპატიმრებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა ანი მინაშვილი. ცნობისთვის: ანი მინაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ აკაკი (აკო) მინაშვილის დაა, იმ აკო მინაშვილის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაულებსაც კი დუჟმორეული “აპრავებდა”. გთავაზობთ ამონარიდს ანი მინაშვილის სტატუსიდან: “ყველაზე გრძელი ღამე იყო დღეს, თან ერთი სული მქონდა, გათენებულიყო და თან საოცრად მეშინოდა. რა უნდა მეთქვა ბავშვებისათვის, როცა დილით მამას ლოგინს დახედავდნენ და მიხვდებოდნენ, რო ღამით გოგას მათთან ერთად არ ეძინა. მთელი ღამე ვფიქრობდი, ვაწყობდი სიტყვებს, მაგრამ დილით, როცა ნუგომ გაიღვიძა და მკითხა, რატო გაქვს ცრემლები თვალებზეო, სულ ამერია დალაგებული ტექსტი.

მეორე კითხვა იყო: გუშინ შენ და მამა გვიან რატო მოხვედითო, ამას მოყვა _ სასამართლო ძლივს ხო დამთავრდაო და უცებ დახედა მამას ლოგინს და ჩემი მამიკო სად არისო, ასე ადრე რატო ადგაო? აქ უკვე ვეღარ შევიკავე თავი, თუმცა ტირილის მიზეზად თავის ტკივილი მოვიმიზეზე. გამახსენდა გოგას სიტყვები _ რომ ჩემი იმედი ქონდა და რომ მაგრად ვყოფილიყავი, მოვიკრიბე ძალა და ნუგოს ვუთხარი, რომ მამა რაღაც დროით სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვაგან უნდა ყოფილიყო, მივხვდი, რომ რაღაც ვერ გაიგო, _ ჩვენთან აღარ იქნება? მე რო მამა მენატრება? ვინ წამიყვანს სკოლაში და კალათბურთზე? სად უნდა დაიძინოს უჩვენოდ, იქ როგორ უნდა გაჩერდეს? მოაყარა კითხვები, რაზედაც პასუხები არ მქონდა. უბრალოდ, ვუთხარი, რო დაეწერა წერილები და დაეხატა მამასთვის ნახატები და მერე ერთად ფოსტით გავაგზავნიდით.

ამ საუბარზე გაბრიელმაც გაიღვიძა და მასაც პირველი კითხვა მამიკოს არყოფნაზე გაუჩნდა… ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული საუბარი, საუბარი, როცა არ ვიცოდი, როგორ და რანაირად ამეხსნა ჩემი შვილებისთვის, რომ მათი მისაბაძი მამა დღეს ტყვე არის ამ ხელისუფლების და რო მამას გვერდით ვერ ნახავენ 5 წელი და რო მამა ვერ უგულშემატკივრებს კალათბურთზე, სადაც მამის შექება იყო ყველაფერი მისთვის და კიდევ რამდენ რამეს ვერ მოახერხებს, ვინ ჩამოთვლის”…

შვილების თემით სპეკულირება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის, როგორც ჩანს, ახალი ტრენდია. გასულ კვირას ნანუკა ჟოჟოლიანი მოძღვრავდა საზოგადოებას, რომ თურმე, როდესაც შვილებს ეხება საქმე, ძალიან რთულია ემოციურად ამ ყველაფრის გადატანა. ახლა აკო მინაშვილის და და სააკაშვილის ზონდერად წოდებული გიორგი ონიანის მეუღლე ცდილობს მამის დაპატიმრებით ემოციურად დათრგუნვილი ბავშვების მდგომარეობით საზოგადოების აზრზე გავლენის მოხდენას. ცხადია, განიცდიან შვილები მამის დაპატიმრებას და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ, თქვენი შვილები რომ განიცდიან, თქვენს შვილებს რომ აწუხებთ და სტკივათ, როგორ ფიქრობთ, შეკერილი საქმეებით ციხეში გამოკეტილი ადამიანების შვილები არ განიცდიდნენ, მათ არ აწუხებდათ და არ სტკიოდათ მშობლების სატკივარი?! გგონიათ, რომ იმ შვილებისთვის მამები არ იყვნენ მისაბაძი მაგალითი? ფიქრობთ, რომ იმ შვილებს არ ენატრებოდათ თქვენი რეჟიმის მიერ ციხეში უმიზეზოდ გამოკეტილი მამები?! ან იქნებ გგონიათ, რომ მათ შვილებს არ ენატრებოდათ მამებთან ერთად ქუჩაში ხელი-ხელჩაკიდებული სიარული და ან იქნებ გგონიათ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაკავებულთა მეუღლეებისთვის მარტივი იყო, აეხსნათ შვილებისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა მათი მამები ციხეში უდანაშაულოდ გამოკეტა?

რადგან სააკაშვილის რეჟიმსა და შვილების თემით სპეკულირებაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით კიევის აეროპორტში ნიკოლოზ სააკაშვილის შეყოვნებას და თვალცრემლიანი ექსპრეზიდენტის “ფეისბუქლაივით” უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვას. როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი სააკაშვილის იაფფასიანი პიარის ნაწილი იყო. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენიმე საათით დააგვიანა აეროპორტში მისვლა და, ცხადია, მისი მცირეწლოვანი შვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქუჩაში მარტო არ გაუშვეს. ცხადია, პატარა ნიკოლოზი მამას უვნებელი დაუბრუნდა, მაგრამ, მიუხედავად იაფფასიანი პიარსვლისა, ემოციური ფონის აწევით მიშამ მიზანს გარკვეულწილად მაინც მიაღწია.

ძალიან, ძალიან უხერხულია შვილებით სპეკულაცია! თქვენი გულწრფელობა კითხვის ნიშნის ქვეშ იმ შემთხვევაში არ დადგებოდა, ერთხელ მაინც რომ გამოგეცხადებინათ თანადგომა თქვენი რეჟიმის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებულთა შვილებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დედების თანადგომაზე, რომელთა შვილებიც თქვენმა რეჟიმმა დახოცა. თუმცა თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის საკუთარ შვილებს არ ინდობთ და სხვისი შვილების სატკივარს როგორ მიიტანდით გულთან?! ასე რომ, სანამ საკუთარი შვილების თემით უნიჭო სპეკულაციის მორიგ სეანსს დაიწყებთ, არ გაწყენდათ, გეფიქრათ, ძველი ანდაზის თანახმად, რატომ მოსჭრა კბილები პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს.

მოამზადა ნიკა გელაშვილმა

4 COMMENTS

  1. შენი მინასიანი დედა მოვტყან, რატო მაშინ არ გწყდებოდა გული ,სხვისი შვილები რო იტანჯებოდნენ , შენი ზონდერი ქმეის გამოგონილი საქმეების გულისთვის

  2. დესანტია საქართველოში გვარგადაკეთებული ნაცებით. ანგრევენ ქვეყანას ეს ტრაკგენდერები და მამათმავლები.

  3. ეპილოგში ძალიან ზუსტად აქვს ავტორს მიგნებული, პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოწრაო

  4. ტქვენი რეჯიმი რომ ატსაობით ხალხს აწამებდა და ანადგურებდა, იმათაც ჰყავდათ მშობლები…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here