Home სხვადასხვა დაიჯესტი შეურაცხმყოფელი ტომოსი. უნიკალურად ნაკლული უკრაინის ავტოკეფალია

შეურაცხმყოფელი ტომოსი. უნიკალურად ნაკლული უკრაინის ავტოკეფალია

1522
შეურაცხმყოფელი ტომოსი. უნიკალურად ნაკლული უკრაინის ავტოკეფალია

6 იანვარს პატრიარქმა ბართოლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი გადასცა და ფიქტიური დამოუკიდებლობის შესახებ გავრცელებული ხმები დადასტურდა. ამ დოკუმენტის შედარება კონსტანტინოპოლის მიერ ავტოკეფალიის შესახებ გაცემულ სხვა ტომოსებთან ააშკარავებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის ხუთ შეზღუდულობას.

  1. ეკლესიის მეთაურის შესახებ დებულება.

ტომოსში ნათქვამია, რომ ეკლესიის კანონიკურ მეთაურს მინიჭებული აქვს “კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის” ტიტული. ტიტულისთვის რაიმეს დამატება ან გამოკლება დაუშვებელია კონსტანტინოპოლის ეკლესიის ნებართვის გარეშე. მართალია, ყველა მართლმადიდებელ ეკლესიის სათავეში არ დგანან პატრიარქები, მაგრამ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, ეკლესიების ხელმძღვანელებს აქვთ პატრიარქის ტიტული. გამონაკლისია მხოლოდ ორი სახელმწიფო _ ბერძენთა უმრავლესობით დასახლებული საბერძნეთი და კვიპროსი, რაც დაკავშირებულია მათი განსაკუთრებული დამოკიდებულებით კონსტანტინოპოლის წარმოშობით ბერძენ პატრიარქთან.

როცა სამი საუკუნის წინათ ავტოკეფალია უბოძეს სერბეთისა და რუმინეთის ეკლესიებს. პირველს მართავდა მიტროპოლიტი, მეორეს _ სინოდი. 1920 და 1925 წლებში ისინი საპატრიარქო წყობაზე გადავიდნენ. რაც აღიარა კონსტანტინოპოლმა, და შესაბამისი ტომოსები გამოსცა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატრიარქები აირჩიეს.

და მხოლოდ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ ტომოსში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ მისი მეთაურის ტიტულში ცვლილების შეტანას სჭირდება ფენერის თანხმობა.

  1. უკრაინული დიასპორის ფრთების შეჭრაზე უარის თქმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ბერძენ-კათოლიკებს აქვთ უცხოეთის ეპარქიები, ხოლო კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, რომელთა იურისდიქცია თანამედროვე სახელმწიფოების ტერიტორიებს არის მიბმული, ასეთი ეპარქიები არ გააჩნია მხოლოდ ელადის (საბერძნეთის), კვიპროსისა და ალბანეთის ეკლესიებს, ასევე _ ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიას, მაგრამ პირველი ორი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან განსაკუთრებული ურთიერთობით არის დაკავშირებული და პრეტენზია არ აქვს ისტორიულად ჩამოყალიბებულ იურისდიქციაზე დიასპორის ბერძნული სამრევლოების მიმართ. დანარჩენი _ ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის _ რელიგიური უმცირესობის ეკლესიებია.

ამ ქვეყნების ხალხების მართლმადიდებლური დიასპორა ფრიად მცირეა და ამ სუსტი ეკლესიებისთვის საზღვარგარეთ სამრევლოების შექმნა რთული საქმეა. თუმცა შესაძლებელია, რომ მომავალში გაჩნდეს, რადგან, მაგალითად, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია ასევე არის რელიგიური უმცირესობის ეკლესია, მაგრამ მას აქვს სამრევლოები რიგ ქვეყნებში, ბრაზილიაში ეპარქიაც კი გააჩნია. მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკრძალება საზღვარგარეთ სამრევლოების ჩამოყალიბება, რაც შავით თეთრზე პირდაპირ არის ჩაწერილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის ტომოსში.

ასეთი აკრძალვით ბართოლომეოსს, უპირველეს ყოვლისა, სურს, შეინარჩუნოს თავისი საწყმსო ჩრდილოეთ ამერიკაში, რადგან ამერიკაში მისი საპატრიარქოს სამრევლოების დაახლოებით ერთი მეოთხედი უკრაინულია, კანადაში კი უმრავლესობაა.

  1. უკრაინის ეკლესიას არ აქვს უფლება, დაამზადოს და აკურთხოს მირონი.

XIX საუკუნიდან ფენერი ცდილობდა, ტომოსებში მიეთითებინა, რომ მირონი აუცილებლად კონსტანტინოპოლიდან უნდა მიეღოთ. ასე იყო ელადის, პოლონეთის, ალბანეთის ეკლესიებთან დაკავშირებითაც, მაგრამ სერბეთისა და რუმინეთის ეკლესიების შემთხვევაში ასეთი დათქმა ჩაწერილი არ ყოფილა. რუმინეთთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლი აპირებდა ასეთი აკრძალვის ჩაწერას, მაგრამ რუმინეთის საეკლესიო მოღვაწეებმა 1882 წელს თვითონ დაამზადეს მირონი და აკურთხეს კიდეც. როცა პატრიარქმა იოაკიმე III-მ დაგმო ეს ფაქტი, რუმინეთის ეკლესიის სინოდმა მის პროტესტში მართლმადიდებელი პაპის მანტიის მოსხმის სურვილი დაინახეს, შედეგად ფენერმა დათმო პოზიცია და 1885 წელს რუმინეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.

სხვათა შორის, რუმინეთის სინოდის იმ განცხადებაში ნათქვამია, რომ, “როცა ბერძენმა იღუმენებმა დატოვეს ქვეყანა… მირონს კიევიდანაც კი იღებდნენ”. დიახ 1917 წლამდე მირონს დღევანდელი უკრაინის დედაქალაქში აკურთხებდნენ, კერძოდ კიევ-პეჩორის ლავრაში, მაგრამ ავტოკეფალიის მომხრეებს ამ ტრადიციის აღდგენისთვის მონდომებით არ უბრძოლიათ.

  1. კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდასამართლებრივი საქმეების უმაღლესი ინსტანცია გახდა.

ტომოსში ჩაწერილია, რომ მსჯავრდადებულ არქიერებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აპელაციით შეუძლიათ მიმართონ მსოფლიო პატრიარქს. მაგრამ, თუ ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიებთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლისადმი აპელირება შეუძლიათ მხოლოდ არქიერებს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში ამის უფლება აქვს ყველა სასულიერო მოღვაწეს. მართალია, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ზემოთ დასახელებული ეკლესიებისგან განსხვავებით აქვს სინოდური სასამართლო, რომელშიც ფენარის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ, მაგრამ ეს დიდი შეღავათი არ არის. ასეთი სასამართლო ყველა სხვა ეკლესიას აქვს.

  1. კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე განლაგებულ ბევრ ობიექტზე ინარჩუნებს თავის იურისდიქციას.

ტომოსში მითითებულია, რომ მსოფლიო ეკლესიის უფლებები უკრაინის საეგზარქოსოზე შეუმცირებლად რჩება. ასეთი რამ არსად სხვაგან არ არის. არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიას თავის კანონიკურ ტერიტორიაზე არ აქვს არც სტავროპიგიები (ანუ მას დამორჩილებული ადმინისტრაციული ერთეულები). აქამდე დაშვებული იყო მხოლოდ ტაძრების არსებობა, რომელთა მეშვეობით ხორციელდება ეკლესიათა შორის კავშირი. მაგალითად, მოსკოვში არის რვა ასეთი ეკლესია და, როცა ანდრიას ეკლესიას აცხადებდნენ კონსტანტინოპოლის სტავროპიგიად, ეს დროებით მომენტად აღიქმებოდა. ბართოლომეოსს მაშინ უკრაინა თავისი ეკლესიის ტერიტორიად მიაჩნდა და, თუ იქნება ავტოკეფალია, ობიექტი მეტოქობას _ სამონასტრო ეკლესიის სტატუსს _ მიიღებს, მაგრამ ფენერის ამბიციები სავარაუდოზე მეტი აღმოჩნდა.

დასკვნა: კონსტანტინოპოლისადმი დამორჩილების ხუთივე ჩამოთვლილი მომენტის ერთობლიობა უკრაინის ავტოკეფალიას უნიკალურად ნაკლულს ხდის. დამოუკიდებლობის ასეთი შეზღუდვა სხვა არც ერთ ეკლესიას არ აკადრეს. ასეთი დამცირება რომ ვერ შეამჩნიო, “დამოუკიდებლობისშეფასების უნიკალურად ნაკლული აზროვნება უნდა გქონდეს.

მომზადდა ვებგვერდ უკრაინა.რუზე გამოქვეყნებული

მასალების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here