Home ახალი ამბები მსოფლიო შემდეგი ნაბიჯი მართლმადიდებლური კულტურის მქონე ხალხების განადგურება იქნება

შემდეგი ნაბიჯი მართლმადიდებლური კულტურის მქონე ხალხების განადგურება იქნება

1489
შემდეგი ნაბიჯი მართლმადიდებლური კულტურის მქონე ხალხების განადგურება იქნება

შეიძლება თუ არა, რომ ჩვენ მივიღოთ ეკლესიის ისეთი მმართველობა, როცა მის სათავეში იქნება ადამიანი პაპის უფლებამოსილებებით და, ამასთანავე, იქნება ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი გარე ძალების გავლენის ქვეშ? უკრაინაში ეკლესიის კრიზისის დაწყებამდე ლიბერალურად განწყობილი ჟურნალისტები კმაყოფილებით იუწყებოდნენ მართლმადიდებლობის გაყოფის შესახებ ლიბერალურ (ცენტრით კონსტანტინოპოლში) და კონსერვატიულ (ცენტრით მოსკოვში) ნაწილებად, თუმცა ეს არავისთვის ყოფილა სიახლე. სულაც არ არის საჭირო, რაღაც საიდუმლო გეგმების ცოდნა, რათა მიხვდე იმას, რომ ძალები, რომლებსაც სურთ მართლმადიდებელი ეკლესიის დანგრევა, სწორედ ამგვარად იმოქმედებდნენ.

თანამედროვე გლობალისტურ ელიტას ჩამოყალიბებული იდეოლოგია აქვს. მისი მოკლედ გამოხატვა შეიძლება ლოზუნგით: ცოტა ხალხი _ ბევრი ჟანგბადი”. ხოლო უფრო დაწვრილებით, ამ იდეოლოგიის თანახმად, დედამიწას ემუქრება მოსახლეობის სიჭარბე და ამით გამოწეული გლობალური დათბობა, თუკი რამე ზომებს არ მივიღებთ, ატმოსფერო გადახურდება, სოფლის მეურნეობა დაინგრევა, კაცობრიობას თავს უბედურება დაარტყდება, რომელიც, მედიამაგნატ ტედ ტერნერის თქმით, ატომური ომის ტოლფასი იქნება. ამიტომ მსოფლიოს მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, გაერთიანებულები ე.წ. კეთილთა კლუბში, მიზნად ისახავენ “ბრძოლას მოსახლეობის სიჭარბის” წინააღმდეგ და შობადობის მკვეთრად შემცირებას.

ამ კონტექსტში გასაგები ხდება აბორტების დაშვება და სექსუალური ქცევების უნაყოფო ფორმები, აგრეთვე, ბრძოლა ოჯახთან, საიდანაც მოდის ადამიანის გამრავლების საფრთხე.

აქ, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ, თუ დედამიწაზე მოსახლეობა ჭარბია _ ეს არ არის მართლმადიდებლების წყალობით, ლიბერალები კი მოითხოვენ, მცირერიცხოვან ხალხებშიც შემცირდეს შობადობა, რომელიც გამოიწვევს ლიბერალური დიქტატის ქვეშ მოხვედრილი ხალხების გადაშენებას, იმ ხალხების, რომლებმაც შეინარჩუნეს ოჯახისადმი პატივისცემა. ისიც აღსანიშნავია, რომ გლობალური საფრთხეებით ხალხის დაშინება კარგი მეთოდია გლობალური გავლენებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად. ასეა თუ ისე, ლიბერალური პროგრამა პრინციპულად არის მიმართული ოჯახისა და ბავშვების წინააღმდეგ.

ტრადიციული და, განსაკუთრებით _ რელიგიური, ეთიკა, რომელიც პატივს სცემს ოჯახსა და ბავშვებს, გარყვნილებასა და აბორტებს კი, პირიქით _ გმობს, ამ პროგრამის უპირობო მოწინააღმდეგეა.

რელიგიური ოჯახები სტატისტიკურად შესამჩნევად მრავალშვილიანია, ამიტომ ცდილობენ, რელიგიური საზოგადოებები მოაქციონ წნეხში, რათა აიძულონ, დათანხმდნენ ლიბერალურ დღის წესრიგს, თუნდაც შეარყიონ მისი გავლენა. თუ ეს არ გამოუვათ, ლიბერალების ძირითადი სტრატეგია არის ეკლესიის გახრწნა შიგნიდან. ცოტა ხნის წინათ მომხდარი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ გამოიყურება რელიგიური თემი, რომლის მიმართაც ლიბერალებმა თავიანთ მიზანს მიაღწიეს.

აბორტების აშშ-ის ნაციონალურმა ფედერაციამ 5 ნოემბერს თავის პრეზიდენტად კეტრინ რეგსდეილი გამოაცხადა _ აქტივისტი და აშშ-ის საეპისკოპოსო ეკლესიის “წმინდანი”. მისი თქმით, “ისინი, ვინც იკეთებენ აბორტს, გმირები და თანამედროვე წმინდანები არიან”. კეტრინი ლესბოსელია, “დაქორწინებულია მეორე “წმინდანზე” იმავე თემიდან.

უზარმაზარი ძალისხმევაა მიმართული ლიბერალი აქტივისტების მხარდასაჭერად სხვა ქრისტიანულ საზოგადოებებშიც _ პროტესტანტულ და კათოლიკურ მრევლში. ისინი ცდილობენ, თავიანთი თემები გადააქციონ იმად, რაც უკვე არის საეპისკოპოსო ეკლესია აშშში.

ლიბერალური საზოგადოებები, რომლებიც დაჰყვნენ “თანამედროვე ადამიანის” მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, კვდებიან გაუკაცრიელების გამო და ყიდიან მათთვის უკვე უსარგებლო საეკლესიო ნაგებობებს, რომლებსაც შემდეგ საუკეთესო შემთხვევაში წიგნების მაღაზიად გადააკეთებენ ხოლმე, ძირითადად კი _ ბარებად ან რესტორნებად. “პროგრესული საზოგადოება” ეკლესიაში არც ადრე დადიოდა და არც ახლა დადის. მორწმუნე ადამიანების რაოდენობა კი თანდათან მცირდება _ აი, სწორედ ეს არის ლიბერალური რეფორმების მიზანი.

მართლმადიდებლობაში ლიბერალური მიმდინარეობა ცოტა ხნის წინათ შეუმჩნეველი იყო და შეგვეძლო, კმაყოფილებით გვეთქვა, რომ ჩვენ ამ ხაფანგში არ გავებმებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე აღარ არის. გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ თავს დაგანებებენ. ლიბერალური ფონდები დაუფარავად უჭერენ მხარს “მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებს”, რომლებიც მოუწოდებენ, გადაისინჯოს ეკლესიის სწავლება და “აღიარონ სექსუალური მრავალფეროვნება”.

დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები მართლმადიდებლები გარემომცველი ლიბერალური კულტურის უზარმაზარ გავლენას განიცდიან, მაგრამ ამ გავლენას ხელს უშლის მართლმადიდებელი ქვეყნების, უწინარესად, რუსეთისა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მაგალითი. რუსეთი, ბელარუსი, საქართველო და ბოლო პერიოდამდე უკრაინა _ ის ევროპული ქვეყნებია, რომლებშიც კი არ ანგრევენ ეკლესიებს, არამედ აშენებენ. ტაძრებს არც კაფეებად და რესტორნებად გადააკეთებენ ხოლმე. ამ ქვეყნებში ატმოსფეროც სასურველი არ არის ნეოლიბერალების იდეებისთვის, ამიტომ იმისათვის, რომ შეძლონ მართლმადიდებელი ეკლესიის ლიბერალიზაცია, მასში უნდა დაანგრიონ, უწინარესად, მოსკოვის საპატრიარქოს გავლენა, შემდეგ კი ცალცალკე გარდაქმნან ადგილობრივი ეკლესიები.

პატრიარქ ბართოლომეოსის საუკეთესო მეგობარი, მისგან პატრიარქ აფინაგორას სახელობის პრემიით ლაჯილდოებული, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ცნობილია არა მხოლოდ იმით, რომ კორუფციაშია ჩაფლული, არამედ ლგბტ პირების მხარდამჭერი გამონათქვამებითაც. პატრიარქი ბართოლომეოსი კი აშშ-ის ლიბერალურ ელიტაში მიღებული პირია.

ბართოლომეოსი თავგამოდებით გამოეხმაურა მოწოდებას მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილების შეტანის შესახებ _ და ამერიკელი დიპლომატის როლი ამ პროცესში არავის უარუყვია. თავისი ლიბერალი მეგობრების კიდევ რომელ თხოვნასა და მოწოდებას გამოეხმაურება კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ასეთი თხოვნები და მოწოდებები აუცილებლად იქნება. მათი შინაარსის მიხვედრა კი რთული საქმე არ არის.

შეიძლება თუ არა, რომ ჩვენ მივიღოთ ეკლესიის ისეთი მმართველობა, რომლის სათავეშიც იქნება პაპის უფლებამოსილებებით აღჭურვილი ადამიანი, და, ამასთანავე, იქნება ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ძლიერი გავლენის ქვეშ? არა! ბევრი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.

თუკი, ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვაკისრია მისია, გლობალური ლიბერალური იდეოლოგიის შემოტევისგან დავიცვათ მართლმადიდებელი სარწმუნოება, ოჯახი და საღი აზრი, რა გაეწყობა, ეს მისია უნდა შევასრულოთ! მადლიერებით მივესალმოთ მათ, ვინც ჩვენ გვერდით დგას და მშვიდად გავუშვათ ისინი, ვინც მიდიან.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ,….პატრიარქი ბართოლომეოსი, ჩემის აზრით არაა ის ბართოლომეო , რომელიც მე ბოლოჯერ მახსოვს 2009 წელს,….მართალია ეხლანდელი ძალიან გავს, მაშინდელს , მაგრამ ამაზე ეჭვი მაშინ გამიჩნდა, როდესაც ეხლანდელმა პირველად დაილაპარაკა,….ეს იყო დაახლოებით მაში, როდესაც მთელი მსოფლიოს რელიგიის ” მამები” შეიკრიბნენ,….ცოტახნის შემდეგ, ბართოლომეოს გამოსვლისას, მისმა ხმამ გამაკვირვა,….ბართოლომეოს ( ძველს) ბოხი ხმა ქონდა,…..ეხლანდელს, კი მკაფიო ტენორი აქვს,……და რაც შეეხება, ბართოლომეოს სურათებს,…ვერსად ვერ ნახავთ, თვით საბერძნეთშიც კიი, მის 2010 წელზე ადრინდელ სურათებს,…..ჩემი იპოთესით, ნამდვილი ბართოლომეო, მკვდარია,,….შეიძლება, მიამსგავსო ( ათასგვარი პლასტიკურებით ) მაგრამ ხმას ვერასოდეს ვერ შეცვლი.!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here