Home ახალი ამბები „შევეჩვიეთ იმას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მკვდარია, ამიტომ ხალხს უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ...

„შევეჩვიეთ იმას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მკვდარია, ამიტომ ხალხს უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ მაუწყებელი ჩვენია“

1114

მწერალ ლაშა ბუღაძის განცხადებით, მესამე სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, პოეტ ზვიად რატიანის საკითხი განიხილეს. 

მისი თქმით, შეხვედრაზე დასახეს სამოქმედო გეგმა, რომლითაც საზოგადოებამ მაუწყებელი უნდა დაიბრუნოს.

”პოეტ ზვიად რატიანის საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც ჩვენ ვთქვით, რომ სხვა ყველა დანაშაულთან ერთად მნიშვნელოვანია მორალურ დანაშაულზეც აგოს პასუხი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობამ. ჩვენ, ბუნებრივია, ამას კამპანიურ ხასიათს მივცემთ. მესამე სექტორთან ერთად დავგეგმეთ ნაბიჯები, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მკვდარია, ამიტომ ხალხს უნდა გავუჩინოთ იმის განცდა, რომ მაუწყებელი ჩვენია და მათია. ჩვენ არ ვიცით რამდენს ვიხდით „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“. ყველა ვამბობთ, რომ ჩვენი გადასახადებით ვიხდით თანხას, თუმცა რეალურად რამდენს – არ ვიცით. ასევე არ ვიცით რა კორუფცია ტრიალებს მაუწყებელში. ბოიკოტზე ვლაპარაკობთ და ბოიკოტი არ არის, როცა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ 3%-იანი რეიტინგი აქვს?! მეტი რა ბოიკოტზეა საუბარი, როცა მთელ მოსახლეობას ბოიკოტი აქვს გამოცხადებული „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის”, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ისინი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here