Home რუბრიკები საზოგადოება შევარდნაძის სიძის თაღლითობა თუ “მაგთიკომის” გაუმაძღრობა?

შევარდნაძის სიძის თაღლითობა თუ “მაგთიკომის” გაუმაძღრობა?

2552
მაგთი

საქართველოში დღესუფლებადამცველთაბუმია. ვის უფლებებს აღარიცავენ” _ დაწყებულიქალთა უფლებების”, ცხოველთა და უკვე, მგონი, მწერთა და გადაშენებულ დინოზავრთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებიც კი ჩამოყალიბდა.

მოდის და მოდის გრანტები, ტრანშები თუ სხვა ტიპის დაფინანსება ხშირად მათი უფლებების დასაცავადაც, ვისაც, საერთოდ, არანაირი დაცვა არ სჭირდება. მაგალითად, ქალების უმეტესობა იხვეწება, _ დაგვანებეთ თავი, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციების დაცვა ჩვენ არ გვჭირდება, უთქვენოდაც გადასარევად ვიცავთ თავსო. მაგრამ, არა! გინდა თუ არა, ჩვენ უნდა დაგიცვათო, _ ჯიუტად აუჩემებიათუფლებადამცველებსდა არაფრისდიდებით არ სურთ მსუყე გრანტების ხელიდან გაშვება. იქ კი, სადაც რეალურად არის დასაცავი ადამიანის უფლებები, არანაირი გრანტი არ მოდის უცხოეთიდან და, შესაბამისად, არც არავინ ფიქრობს ადამიანების უფლებების დაცვაზე.

ადამიანის უპირველესი უფლება სწორედ ის არის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ისეთი გარემო, რომელშიც მოქალაქეს საკუთარ ნაშრომს, ნაოფლარს არავინ მოჰპარავს. არადა, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არათუ წვრილმანი თაღლითები, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი დიდი და პრესტიჟული კომპანია, რომელიც საკუთარ თავს “ფიჭური კავშირგაბმულობის ნომერ პირველ ოპერატორს” უწოდებს, თავის მომხმარებელს უნამუსოდ და უკანონოდ “ახევს” თანხებს და თანაც ისე, რომ სანაცვლოდ არავითარ მომსახურებას არ უწევს მათ, მეტიც _ ხმასაც არ სცემს!

ამ დღეებში ყველა იმ ადამიანს, რომლებიც “კავკასუს ონლაინის” ინტერნეტმომსახურებით სარგებლობდა და ტექნიკური შეფერხებისას ან რაიმე ინფორმაციის მისაღებად რეკავდა ნომერზე 220 00 00, დაეგზავნათ ამ შინაარსის შეტყობინება; “ამიერიდან, ინტერნეტის ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, ნაცვლად 220 00 00-ისა, დარეკეთ ნომერზე 110011”. ამ ეს-ემ-ეს-ის გამომგზავნია კომპანია “მაგთიკომი”, რომელმაც ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, მონოპოლია დაეწესებინა ინტერნეტპროვაიდერების ბაზარზე და ჯერ “კავკასუს-ონლაინი” შეისყიდა, ახლა კი _ “დელტა-კომიც”, რომელიც შედარებით პატარა კომპანია იყო, მაგრამ თბილისის ზოგიერთ უბანში მხოლოდ მას ჰქონდა მიყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი.

მოკლედ, ასეა თუ ისე, “მაგთიკომის” მომხმარებელმა ეს ეს-ემ-ეს-ები ისე გაიგო, რომ ნომერი 220 00 00 (რომელიც ადრე “კავკასუს ონლაინს” ეკუთვნოდა) აღარ არსებობს და ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაერეკა ნომერზე 110011 (რომელიც აქამდე “დელტა-კომის” ნომერი იყო). მე, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, წყალივით მჭირდება სწრაფი ინტერნეტი და ამიტომ, ორ მისამართზე, სადაც ბოლო პერიოდში მიწევდა ყოფნა, გახლდით სწორედ “მაგთიკომის” ინტერნეტისა და ტელევიზიის აბონენტი, თანაც არა შეღავათიანი, არამედ კაი მოზრდილი პაკეტებით მოსარგებლე და “მაგთის” ჩემგან 100-ზე მეტი ლარი შესდიოდა ყოველთვიურად.

ამ ყოველივეზე წარსულ დროში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ გასულ კვირაში კატეგორიულად (ვაღიარებ, უხამსი ფორმითაც კი) მოვითხოვე ჩემს ორივე მისამართზე “მაგთიკომის” სერვისების სასწრაფოდ გაუქმება.

საქმე ის არის, რომ ლამის სტუდენტობის წლებიდან “ჯეოსელში” ჩართული მობილური სიმ-ბარათით ვსარგებლობ, რომლის ნომერიც ჩემი დაბადების თარიღია და არც ვაპირებ ამ სიმ-ბარათის შეცვლას სიცოცხლის ბოლომდე. ჰოდა, როდესაც ერთ-ერთ მისამართზე “მაგთიკომის” ინტერნეტს გარკვეული ტექნიკური შეფერხება ჰქონდა, ავდექი და, როგორც მორჩილმა აბონენტმა, დავიწყე რეკვა ნომერზე 110011. დიახ, “რეკვა დავიწყე” და არა _ “დავრეკე”, რადგან, მართლაც მორჩილად, 4 დღის განმავლობაში ვცდილობდი 110011-ზე დარეკვას და, თქვენც არ მომიკვდეთ, დამატებით კოდზე (232), სადაც, წესით, “მაგთის” ტექნიკურ ჯგუფს უნდა გაეცა პასუხი, 4 დღის განმავლობაში რაღაც სულელურ მუსიკას მასმენინებდნენ. კარგი, ბატონო, 4 დღე თუნდაც ცუდად არანჟირებულ მუსიკას მოუსმენს კაცი, ინტერნეტის ტექნიკურ შეფერხებასაც აიტანს, დაკარგულ დროსაც შეეგუება, მაგრამ ის მუსიკაც უცებ რომ შეწყდება, ისევ ცდილობ დარეკვას და, საერთოდ, ვეღარ რეკავ, თანაც, უცებ ეს-ემ-ეს-იც მოგივა: “თქვენი ნომერი ცალმხრივად გამორთულია ბალანსის ამოწურვის გამო”-ო, მიპასუხეთ, როგორ განწყობაზე დადგებით? მით უმეტეს, როდესაც მობილურის ბალანსზე 10 ლარამდე თანხა გქონდათ, რაც “ჯეოსელის” ტარიფებით არც ისე ცოტა წუთს ნიშნავს?! მგონი, მიხვდით რაც ხდება. გაირკვა, რომმაგთიკომისტექნიკური სამსახურის მიერ ყურმილის არ აღება სულაც არ არის მათი და მათი ოპერატორების სიზარმაცის ან მოუცლელობის ბრალი. სინამდვილეში, ნომერი 110011 არათუ აქტიურ რეჟიმში, არამედმოლოდინის რეჟმშიცკი ფასიანია და უაზრო მუსიკის მოსმენაში აბონენტი ფულს იხდის. როგორც ჩანს, სიძემ ედუარდ შევარდნაძისა, რომლის ოჯახის წევრებმაც უკვე გვარიანად გაყვლიფეს საქართველო, თავისებურად გაიგო ძველი გამოთქმა “დუმილი ოქროა” და თავისი კომპანიის დუმილშიც კი მოქალაქეებს “ოქროს ართმევს”, ანუ ფულს ახდევინებს.

არავინ იფიქროს, რომ შარზე ვარ ან აბონენტთა ფასიანი მომსახურების წინააღმდეგი, მით უმეტეს, როდესაც “ჯეოსელის” ნომრით ვრეკავ “მაგთის” მომსახურების ოფისში. კი, ბატონო, გამომართვი ფული, მაგრამ მომემსახურე და ისე! როგორ, განა მომსახურების გაუწევლობა და პასუხის გაუცემლობაც ფული უნდა ღირდეს?! ეს არ არის თაღლითობა და მოქალაქეების უფლებების დარღვევა? ამას არ უნდა აქცევდეს ყურადღებას შესაბამისი მარეგულირებელი კომისია?

ეს იგივეა, “მერსედესის” ავტომანქანით “ბე-ემ-ვეს” მომსახურების ცენტრში მივიდე და არ მომემსახურონ, ყურადღებაც არ მომაქციონ, მაგრამ, როდესაც ჩემს მანქანაში ჩაჯდომას და შინ წასვლას გადავწყვეტ, არგაწეულ მომსახურეობაში თანხის გადახდა მომთხოვონ.

ვისაც არ ესმის ან არ სურს, გაიგოს, კიდევ უფრო მარტივად ავუხსნი _ ფასიანი მომსახურების ტარიფი შეიძლება ჩაირთოს მას შემდეგ, როცა ოპერატორი ყურმილს აიღებს და ისმენს შენ პრობლემას და გაძლევს შესაბამის რჩევებს, მითითებებს და გეხმარება ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებაში. მაშინ, როდესაც ტექნიკური შეფერხება მათი ბრალია, ანუ მათი მიზეზით გაქვს შეზღუდული ინტერნეტის მოწოდება და ნაცვლად იმისა, რომ აქეთ მოგიბოდიშონ ან, სულაც, ჯარიმა აქეთ გადაგიხადონ, პირიქით _ 4 დღის განმავლობაში გამწარებულს გარეკინონ, ყურმილიც არ აიღონ, ფეხებზე დაგიკიდონ შენ და შენი პრობლემა და ამაში კიდევ 10 ლარი გადაგახდევინონ, მიპასუხეთ, ეს სადაური ევროპაა? ევროსტანდარტებზერომ გადავდივართ ყველაფერში ვითომ, მოქალაქეთა მომსახურებასა და სერვისებში როდემდე უნდა დავრჩეთ ჯუნგლის დონეზე? იქამდე, სანამ შევარდნაძის სიძის გაუმაძღარი კუჭი არ გასკდება?

სხვათა შორის, აქვე მინდა ვთქვა, რომ 110011-ზე დარეკვა ქალაქის ნომრებიდანაც ფასიანია და წარმოიდგინეთ, რამდენ მოქალაქეს რა რაოდენობის თანხააახიაშევარდნაძის სიძემ და რამდენი მილიონით გაამდიდრა მაგთიკომი ამაფერამ”.

“მაგთის” “სანაქებოდ” უნდა ითქვას, რომ ოპერატორებადაც კაი გაქნილი თაღლითები ჰყავს აყვანილი. მაგალითად, როდესაც მეოთხე დღესაც არ მიპასუხა 110011-მა, ვიფიქრე, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და ისევ ძველ, ნაცად 220 00 00-ზე, “ახალი აბონენტების რეგისტრაციის” სერვისზე (დამატებითი კოდი 231) დავრეკე “მაგთიში”. ახალი აბონენტის დათრევის შანსს ხელიდან ხომ არ გაუშვებენ და აქ უმალ მიპასუხა ოპერატორმა გოგონამ, რომელსაც საკმაოდ მკაცრად მოვთხოვე პასუხი იმისთვის, რომ, მეოთხე დღეა, ტექნიკურთან დაკავშირებას ვცდილობ და ვერ დავუკავშირდი. “ბოდიში, ბატონო, ბევრი რეკავს ტექნიკურ დაზიანებაზე, ამ წუთში მოლოდინის რეჟიმი 6 წუთია, თუ გნებავთ, შეგაერთებთ და დაელოდეთ”, _ მიპასუხა მომხიბლავი ხმით. გადართვის შემდეგ 12 წუთს ველოდები, ბოლოს ამ დებილური მუსიკის მოსასმენად ნერვი აღარ მყოფნის და ისევ “ახალ აბონენტებში” ვრეკავ. “ბატონო, ამჯერად მოლოდინის რეჟიმი შემცირებულია 4 წუთამდე, თუ გნებავთ, გადაგრთავთ ტექნიკურ სამსახურთან და დაელოდეთ”, _ ახლა უკვე სხვა მომხიბლავმა ხმამ მიპასუხა…

და წარმოიდგინეთ, ამ გაქნილი თაღლითი ოპერატორების მიერ იმედმიცემული რამდენი აბონენტი ელოდება ტექნიკური სამსახურის მიერ ყურმილის აღებას 4 წუთს, 6 წუთს, 12 წუთს. და რამდენი მილიონი ილექება გაუმაძღარი მაგთიკომის ჯიბეში

სხვათა შორის, როდესაც ჩემთან მეორე მისამართზე უნაზესი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ყოველგვარი დამცავის გარეშე პირდაპირ გარე განათების ბოძებზე მიახლართეს, ვკითხე, _ ასე საშიში ხომ არ არის, რომ დაზიანდეს-მეთქი? ღიმილით მიპასუხეს, _ თუ დაზიანდება, დარეკე და მოვალთო. კი გამიკვირდა, მაგრამ, ახლა ვხვდები, _ ნებისმიერი დაზიანება მათთვის სარგებლიანია და ფეხებზე არ ჰკიდიათ? პირიქით, შეიძლება განგებაც დააზიანონ, მერე “ყურმილის არაღების მეთოდით” იმაზე ათჯერ მეტი ფული რომ “აგახიონ”, ვიდრე პაკეტის ჩართვისას “შეღავათი” გაგიწიეს!

ასე რომ, დროა, დავფიქრდეთ, არის კიმაგთის შეღავათიანი პაკეტებირეალურად შეღავათიანი?

და, რაც მთავარია, შეიძლება სხვა ნებისმიერი მომსახურება იყოს ფასიანი, მაგრამ არამც და არამც ტექნიკური კონსულტაცია! რადგან ტექნიური შეფერხება გამოწვეულია კომპანიის მიზეზით და არ შეიძლება, ამის გამოსწორებაში ან კომპანიამდე ინფორმაციის მიტანაში, რომ ამა და ამ აბონენტს აქვს ტექნიკური შეფერხება, ფული იყოს გადასახდელი. პირიქით _ ასეთ შემთხვევაში, კომპანია იქით უნდა უხდიდეს აბონენტს მადლობასაც, ბოდიშსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯარიმის სახით, ფულსაც!

თუ არადა, მაშინ ავტომოპასუხის სტანდარტული ფრაზა _ “აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თქვენი საუბარი ოპერატორთან იწერება” _ უნდა შეცვალონ და გადააკეთონ ასე _ აბონენტთა გაყვლეფის მიზნით, თქვენი საუბარი ოპერატორთან საერთოდ არ გაიმართება, უსმინეთ მუსიკას, სანამ ფული გეყოფათ!”

დასასრულ, “მაგთიმ” აბონენტის მიერ სერვისებზე უარის თქმის შემთხვევაში, მომსახურების გათიშვის მხრივაც შესაშური “ნიჭი” გამოავლინა. მას შემდეგ, რაც კატეგორიული უარი ვთქვიმაგთისმომსახურებაზე, გაუფრთხილებლად გამომირთეს ინტერნეტი და ტელევიზია ორივე მისამართზე, ისე, რომ ჩემი თანხა, რომელიც წინასწარ მქონდა შეტანილი, ამოწურული არ იყო.

ცივილიზებულ ქვეყნებში, ასეთ შემთხვევაში, კომპანია განაგრძობს მომსახურებას შეტანილი თანხის ამოწურვამდე და შემდეგ აღარ აგრძელებს კონტრაქტს. აი “მაგთი” კი აქაც თავისებურად ფიქრობს: თუკი ამ კონკრეტულ აბონენტს ვეღარ გაყვლეფ, რაღა აზრი აქვს მისთვის ინტერნეტმომსახურების თუნდაც წინასწარ შეტანილი თანხის ამოწურვამდე გაგრძელებას? ადექი და მიათშე, რაღა!

აქვე, მინდა “მაგთიკომის” წარმომადგენლებს მივმართო: უკვე ერთი კვირაა, ორივე მისამართზე გამითიშეთ სერვისები. თქვენი კუთვნილი აპარატურა კი ჯერ არავის წაუღია. მე თქვენნაირი მათხოვარი და ყაჩაღი კომპანიის აპარატურის დარაჯი ვერ ვიქნები უსასრულოდ. საჯაროდ, გაზეთის საშუალებით გიცხადებთ: ხვალაც თუ არავინ მოვა ამ აპარატურის წასაღებად, პასუხს აღარ ვაგებ იმაზე, რომ თქვენი “დეკოდერები” და “ჰაბები” ნაგვის ურნაში არ აღმოჩნდება, ისევე, როგორც ჩემთვის უკვე მთელი თქვენი მათხოვარი კომპანიაა ნაგვის ურნაში!

ბაკურ სვანიძე

4 COMMENTS

  1. სიმართლე კი თქვი, მაგრამ აზრი აქვს რომ თქვი? შედეგი მაინც არ იქნება. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ არავის არ ესმის ჩვენი.
    P. S. დარწმუნებული ვარ არაფერი არ შეიცვლება.

  2. გმადლობთ ბ-ნო ბაკურ, თქვენ უამრავი აბონენტის პრობლემა გაახმოვანეთ!
    მეც დელტა-ნეტით ვსარგებლობ დიდი,მომხმარებელზე მორგებული საკმაოდ კარგი პირობებითა და შეუფერხებელი ინტერნეტით,მას შემდეგ რაც მაგთიმ იყიდა,მიუხედავად დაპირებისამებრ,რომ პირობები არ შეიცვლებოდა,არც გვკითხა არც გაგვაფრთხილა,ისე დააწესა ახალი საჯარიმო სისტემა…ამ თვის პაკეტის ამოწურვისთანავე მეც ვაუქმებ კონტრაქტს!
    ცხელ ხაზზე ზუსტად აღწერილი გაქვთ რა მდგომარეობაა და არაერთხელ დავაფიქსირე ოფისებში პრეტენზია…
    მაგთისატის მონტაჟზე მქონდა განაცხადი ადრე,საფასური გადახდილი და 4თვე არ მოვიდნენ,მერე შემოვიყვანე დელტა-ნეტით და მოვითხოვე ჩემი თანხის დაბრუნება, 30-ლ.-ის ნაცვლად 29_ს მიბრუნებდნენ)))))) იმის ნაცვლად,რომ აქეთ მომეთხოვა კომპენსაცია)))პრინციპულად,იქვე მივიღე ჩემი კუთვნილი 1-ლარი ნახევარსაათიანი დავის შემდეგ)))) ნორმალურ ქვეყანაში რომ მეჩივლა საკმაო კომპენსაციას მივიღებდი ,მოგეხსენებათ,მაგრამ ჩვენ ვართ ეს ქვეყანა, თითოეული ჩვენგანი და ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს პატარ-პატარა ჩინოვნიკიზმი ძირფესვიანად,თუნდაც ესეთი ფორმით….
    ამას გარდა მაგთიში აღმოვაჩინე ჩემს სახელზე გაფორმებული ისეთი ნომერი,რომელიც ცხოვრებაში არ მქონია..ქალბატონს ვერ ვათქმევინე საიდან ქონდა და ისე გავაუქმე..რომ არა შემთხვევითობა,ვერც გავიგებდი…
    თუკი გადაწყვიტავთ უფრო კატეგორიული ღონისძიებების გატარებას ამ კომპანიის წინააღმდეგ, თქვენს გვერდით მიგულეთ და დარწმუნებული ვარ უამრავი დაზარალებული შემოგიერთდებით!

  3. ის რაც ბაკურმა დეტალურად აღწერა, ერთი-ერთში გადამხდა თავს 1 კვირის წინ, ოღონდ 3 დღიანი… ზუსტად ასევე მუსიკის მოსმენებში გამინულდა ბალანსი და მხოლოდ “ახალი აბონენტების” მომსახურე ოპერატორი პასუხობს უსწრაფესად და სხვა არც ერთი სამსახური არც 110011-დან და არც 2170000-დან. არანაირი არგუმენტი მათზე არ ჭრის და გიტკიცებენ, რომ ავტომოპასუხის ჩართვისას ბევრ ქვეყანაში კავშირი ითვლება შემდგარად და ირთვება მრიცხველი… ის, რომ ინსტრუქციების მიცემა “დააწირეთ ღილაკს 2,1 და ა.შ.” ეს არ არის ავტოპასუხი, ანუ რელურად არანაირ ინფორმაციას არ იღებ და არ შეიძლება დაკავშირებად ჩაითვალოს, არგუმენტად არ თვლიან… მოკლედ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ ამ მართლა უნამუსო, გაღორებულ ბანდიტებს!!!!

  4. ასეა 2545454 ახალ ქსელებსზეც კაცი არ პასუხობდა მთელი კვირა, რაც წინასწარგადახდა მოთხოვეს მოსახლეობას. მასხარები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here