Home ახალი ამბები საქართველო “შეგვიძლია საერთოდაც გავაუქმოთ გამოცდები, რადგან შედეგები არ მოგვეწონა”

“შეგვიძლია საერთოდაც გავაუქმოთ გამოცდები, რადგან შედეგები არ მოგვეწონა”

747

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციატივას ეხმაურება.


“მე მგონი ქალბატონმა მარიამმა უბრალოდ მოსაზრება გამოთქვა. მგონი ეს ინიციატივა არ ყოფილა. მზად ვარ ვიმსჯელოთ. დახვეწა ყველაფერს სჭირდება. ოღონდ, რა თქმა უნდა, გააზრებულად. მოკლედ, მე ამას ინიციატივას არ დავარქმევდი. ამ მოცემულობაში, ბარიერს ვერც კი დავარქმევთ იმას, რაც გვაქვს. ბერიერი მინიმალურზე მინიმალურია და ეს გამოცდებიც მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას აფასებს. თუ მოსწავლეს ეს კომპეტენცია აქვს, ის ატესტატის ღირსი ხდება. ასე რომ, ეს არსებულ რეალობასა და მოცემულობას ერგება.

საერთოდ, სკოლის ფუნქცია ხომ ისაა, რომ ახალგაზრდა მომავალი ცხოვრებისათვის მოამზადოს და არა უმაღლესში სწავლისათვის. თუკი ზოგადი განათლების საფეხური ამას ემსახურება, შეიძლება მის შემდეგ გვქონდეს მსგავსი სისტემა და ატესტატი აიღოს მოსწავლემ, რომელიც მერე ან სამუშაოდ წავა, ან პროფესიულ სასწავლებელში და ა.შ. ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს გარდა უმაღლეს სასწავლებელში წასვლისა.

გადაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ. შეგვიძლია საერთოდაც გავუქმოთ გამოცდები, რადგან შედეგები არ მოგვეწონა. ეს თავის დროზე გააკეთა კიდეც შაშკინმა – საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა გააუქმა, რადგან შედეგები არ მოეწონა. ის, რომ გამოცდის გამეორების საშუალება მივცეთ, გაუგებარია. რა რეგისტრაცია დააგვიანდათ? (ჯაშმა განაცხადა,რომ ზოგიერთ მოსწავლეს გამოცდაზე დარეგისტრირება რამდენიმე წუთით დააგვიანდა და ამის გამო გამოეთიშა მას. მისი აზრით, გადაბარების საშუალება ასეთებსაც უნდა მიეცეთ-ავტ.), მეთორმეტეკლასელები რეგისტრაციას არ გადიან, სკოლა არეგისტრირებთ. იმ მოსწავლეებისათვის კი, რომლებიც ან საქართველოში არ იმყოფებიან, გამოცდის დღეს ცუდად გახდნენ, ან სხვა საპატიო მიზეზი აქვთ, ივნისში დამატებითი დღე ისედაც გვაქვს და რაღა გადაბარებაზე ვსაუბრობთ”, – აცხადებს მიმინოშვილი.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციატივაა, რომ საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ მოსწავლეებს გადაბარების შანსი მიეცეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here