Home ახალი ამბები მსოფლიო “შარვალჩახდილებმა” ეს მოიტანეს: რუსეთი სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში პოლიტიკურ და პრაქტიკულ...

“შარვალჩახდილებმა” ეს მოიტანეს: რუსეთი სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს

“შარვალჩახდილებმა” ეს მოიტანეს: რუსეთი სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს

ამიერკავკასიაში შექმნილი რთული რეგიონული ვითარება რუსეთსა დასამხრეთ ოსეთსშორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალურობას განაპირობებს, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის, მოსკოვში ვიზიტის გამო.

“რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში და უცხოურ ქვეყნებთან კონტაქტების გაფართოებაში. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის მიზანია, დამატებითი იმპულსი მიეცეს ჩვენი ქვეყნების უწყებებს შორის თანამშრომლობას”, _ აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამიერკავკასიაში რთული ვითარება რუსეთსა და “სამხრეთ ოსეთს” შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალურობას განაპირობებს.

“შარვალჩახდილებმა” ეს მოიტანეს

“შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა. ჩვენი მესაზღვრეები დახმარებას უზრუნველყოფენ საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვაში”, _ აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა მოსკოვში შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

აი ეს არის საზღვართან “შარვალჩახდილი” ვაიპატრიოტების გამომწვევი და უხამსი მოქმედების შედეგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here