Home სხვადასხვა დაიჯესტი შანსი გამოთავისუფლებული ნიშის შესავსებად

შანსი გამოთავისუფლებული ნიშის შესავსებად

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის (“როსსელხოზნადზორი”) ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე კონსტანტინე სავენკოვი მოსკოვში შეხვდა ირანის ვეტერინარული ორგანიზაციის ხელმძღვანელობას. მათ განიხილეს რუსეთისთვის ბოსტნეულისა და ხილის მიწოდების გაზრდა 570-დან 2 მლნ ტონამდე. ლაპარაკია პომიდვრის, ბადრიჯნის, კიტრის, წიწაკის, მწნილისა და ვაშლის იმპორტზე.

ირანის მხარე დაინტერესებულია რუსეთიდან მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების იმპორტის გაზრდით 7-დან 12 მლნ ტონამდე წელიწადში. თეირანს განზრახული აქვს, განიხილოს თავისი ბაზრის გახსნა რუსული ფრინველისა და ცხვრის ხორცისთვის. ირანელი სპეციალისტები უახლოეს ხანში ჩავლენ მოსკოვში ფრინველის გადამამუშავებელი საწარმოების შესამოწმებლად.

commersant.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

რედაქცია ყურადღებას ამახვილებს, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემთხვევაში საქართველოსაც ექნება შანსი, შეავსოს დასავლური სანქციებით გამოთავისუფლებელი ნიშა რუსულ ბაზარზე, თანაც პროდუქტების მუდმივი გაძვირების პირობებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here