Home რუბრიკები სპორტი “შავი მამბა” წავიდა

“შავი მამბა” წავიდა

5885
“შავი მამბა” წავიდა

განგება ზოგჯერ ისეთ სიურპრიზს გვთავაზობს, რომ ვერც ერთი სცენარისტი, დრამატურგი ან რეჟისორი ვერ შეძლებს გამოცნობას, როგორ განვითარდება მოვლენები. 26 იანვარს ლოსანჯელესში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, რომლითაც მიფრინავდა ლეგენდარული სპორტსმენი, ისტორიაში ერთერთი ტიტულოვანი კალათბურთელი, 41 წლის კობი ბრაიანტი, მეტსახელადშავი მამბა”. კატასტროფამ ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის ქალიშვილ ჯიანასი.

მომხდარზე რეაქცია ელვისებური იყო მსოფლიოში. ცნობილმა სპორტსმენებმა, მსახიობებმა, პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს კობისთან გადაღებული ფოტოები და მისი ოჯახის წევრებისადმი თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი რაფაელ ნადლის წინააღმდეგ მატჩში გამოვიდა NBA-ის (აშშ-ის საკალათბურთო ასოციაცია) გუნდის _ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მაისურით, რომელსაც ზურგზე ეწერა “ბრაიანტი”; წუთიერი დუმილისას ცრემლს ვერ იკავებდნენ “ჰიუსტონის” კალათბურთელები, ფრანგული “პსჟ”-ს ფეხბურთელმა ნეიმარმა კობის გოლი მიუძღვნა. “დალას მავერიკსის” მფლობელმა მარკ კიუბნმა კი გადაწყვიტა, რომ კლუბის ისტორიაში 24-ე ნომრით არავინ ითამაშებს. კობის არასოდეს ჩაუცვამს “დალს მავერიკსის” მაისური, მაგრამ ბრაიანტის პიროვნების მნიშვნელობა უზარმაზარია.

“ჩვენ გენიოსმა დაგვტოვა!” _ ეს ფრაზა მსოფლიოში სახელგანთქმულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ დაწერა სოციალურ ქსელში…

ოსკარიდა წიგნები ბავშვებისთვის

თებერვალში ლოს-ანჯელესში გაიმართება “ოსკარებით” დაჯილდოების მორიგი ცერემონია, რომელიც, ალბათ, წუთიერი დუმილით დაიწყება კობი ბრაიანტის პატივსაცემად. კარიერის დასრულების შემდეგ კობიმ მოასწრო ამერიკის კინემატოგრაფისტთა აკადემიის მთავარი პრიზის მოპოვება მულტიპლიკაციური ფილმისთვის “ძვირფასი კალათბურთი”. კობიმ, აგრეთვე, დაწერა წიგნები ბავშვებისთვის და შექმნა მცირე მოცულობის ვიდეოები, რომლებშიც გაანალიზებულია კონკრეტული კალათბურთელების თამაშის საინტერესო ასპექტები. ის თავდაჯერებით დგამდა ნაბიჯებს ბიზნესში, ეხმარებოდა თავისი ქალიშვილის სკოლის გუნდს. სწორედ ჯილიანის ერთ-ერთ თამაშზე მიფრინავდნენ კობი და მისი თანამგზავრები კერძო თვითმფრინავით, და ვინ იფიქრებდა, რომ ის მათთვის ბოლო იქნებოდა…

კობი ბრაიანტი იყო მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი გამოჩენილი მოთამაშე, რომელსაც რამდენიმე რეკორდი ეკუთნვის. აი ეს რეკორდები:

“შავი მამბა” წავიდა

  1. 81 ქულა ერთ თამაშში

2006 წლის 22 იანვარს “ტორონტოსთან” მატჩში კობიმ 81 ქულა მოაგროვა. ეს მეორე შედეგია NBA-ის ისტორიაში. მეტის მოპოვება მხოლოდ უილტონ ჩემბერლენმა შეძლო 1962 წელს _ 100 ქულა;

  1. 20 სეზონი ერთი გუნდის შემადგენლობაში

კობი ბრაიანტი 20 წლის განმავლობაში იცავდა “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ღირსებას _ 1996-დან 2016 წლამდე. მასზე მეტი მხოლოდ დირკ ნოვიცკიმ ითამაშა _ 21 სეზონი “დალასში”;

  1. მე-4 ადგილი სარეიტინგო სიაში

კობიმ კარიერაში სულ 33 643 ქულა დააგროვა და ამ შედეგით მეოთხეა “ენ-ბი-ეის” სარეიტინგო სიაში. საუკეთესო ბომბარდირია ქარის აბდულ ჯამარი _ 38 387 ქულა. კობი დიდი ხნის განმავლობაში იყო მესამე ადგილზე, მაგრამ კატასტროფამდე ერთი დღით ადრე მისი მაჩვენებელი ლებრან ჯეიმსმა გააუმჯობესა;

  1. ორ ფინალში ზედიზედ MVP- (ყველაზე ღირსეული მოთამაშის წოდება)

კობი ორ წელიწადს ზედიზედ დაასახელეს ყველაზე ღირსეულ მოთამაშედ _ 2009 წელს “ორლანდო მეჯიკთან” მატჩების სერიაში და 2010 წელს _ “ბოსტონ სელტიქსთან”;

  1. 18-ჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში

კობი 18-ჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში (ეს ყველაზე გრძელი სერიაა NBA-ის ისტორიაში);

  1. ორი ოლიმპიური ოქროს მედალი

კობი ბრაიანტმა 2-ჯერ მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში: 2008 წელს _ პეკინში და 2012 წელს _ ლონდონში;

  1. 12-ჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო მცველად

ასეთი შედეგის მიღწევა, კობის გარდა, მოახერხა მხოლოდ 3-მა კალათბურთელმა _ მაიკლ ჯორდანმა, კევინ გარნეტმა და გერი პეიტონმა;

  1. NBA-ის 5-გზის ჩემპიონი

კობიმ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” შემადგენლობაში NBA-ის ჩემპიონობა 5-ჯერ მოიპოვა _ 2000, 2001, 2002, 2009 და 2010 წლებში. უკეთესი შედეგი აქვს მხოლოდ ორ კალათბურთელს _ “ბოსტონ სელტიკსის” მოთამაშე ბილ რასელსა (11 ტიტული) და მაიკლ ჯორდანს (“ჩიკაგო აბულზი” _ 6 ტიტული).

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here