Home რუბრიკები სპორტი ყურისმკვნეტელი “რკინის მაიკი”

ყურისმკვნეტელი “რკინის მაიკი”

მაიკ ტაისონი

ამერიკელი მძიმეწონოსანი პროფესიონალი მოკრივე, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონიWBCის, WBA-, IBF-ისა და The Ringის ვერსიებით, მაიკ ტაისონი (მაიკლ ჯერარდმაიკტაისონი) დაიბადა 1966 წლის 30 ივნისს ნიუიორკის რაიონ ბრუკლინში. მაიკი დაბადებული არ იყო, მამამ ისე მიატოვა, ამიტომ ბიჭს დედის პირველი ქმრის გვარი მისცეს.

მაიკ ტაისონი

მაიკი ბავშვობაში უნებისყოფო იყო და თავის დაცვა არ შეეძლო. მას დასცინოდნენ არა მხოლოდ კლასელები, არამედ უფროსი ძმაც. ტაისონის ცნობიერებაში გარდატეხა მოხდა მაშინ, როცა მისმა უბნელმა ხულიგანმა ბიჭმა მტრედს თავი მოაგლიჯა. გამძვინვარებული მაიკი ეცა ხულიგანს და სასტიკად გალახა, ამის გამო ადგილობრივი მოზარდების პატივისცემა დაიმსახურა.

ახალ მეგობრებთან ერთად მაიკმა ქურდობა დაიწყო და არაერთხელ აღმოჩნდა არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ გამოსასწორებელ დაწესებულებაში.

მაიკ ტაისონი, დონ კინგი და მუჰამედ ალი
მაიკ ტაისონი, დონ კინგი და მუჰამედ ალი

გამოსასწორებელ კოლონიაში ყოფნისას ტაისონს ბედმა გაუღიმა და შეხვდა სახელგანთქმულ მოკრივეს _ მუჰამედ ალის, რომელიც იქ მოზარდების პრობლემებზე სასაუბროდ მივიდა. ალისთან შეხვედრის შემდეგ ტაისონი პირველად დაფიქრდა პროფესიონალი მოკრივის კარიერაზე.

13 წლის მაიკი, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე ითვლებოდა გამოუსწორებელ დამნაშავედ და გონებრივად ჩამორჩენილად, ლეგენდარული მწვრთნელის, კას დამატის, ხელში მოხვდა. სწორედ იმხანად აირჩია მაიკმა თავისი სტილი _ მოკრივე რინგზე გამოდიოდა მუსიკალური მისალმების გარეშე, უხალათოდ, შავი ტრუსითა და მოკრივის შავი ფეხსაცმლით.

მაიკ ტაისონი და მისი მწვრთნელი კას დ'ამატო
მაიკ ტაისონი და მისი მწვრთნელი კას დ’ამატო

კარიერა

მაიკმა პირველი ტიტული 1981 წელს მოიპოვა _ იუნიორთა ოლიმპიურ ტურნირში პირველ ადგილზე გავიდა. მომდევნო წელს მან კვლავ გაიმეორა ეს მიღწევა, 1983-1984 წლებში კი ეროვნულ ჩემპიონატებში გაიმარჯვა. პროფესიონალურ რინგზე მას დებიუტი 1985 წელს ჰქონდა _ მან 15 ორთაბრძოლა გამართა და ყველა ნოკაუტით მოიგო. მაიკ ტაისონის სვლა დიდებისკენ 1986 წელს დაიწყო, როდესაც დაამარცხა ისეთი ძლიერი მეტოქეები, როგორებიც არიან მაიკ ჯეიმსონი, სტივ ზიუსკი, ჯეიმს ტილისი, რეჯი გროსი, აგრეთვე, მიტჩ გრინი, რომელიც ტაისონთან ორთაბრძოლის შემდეგ 7 წლის განმავლობაში რინგზე არ გამოსულა. მაიკს დიდი პოპულარობა მოუხვეჭა იმხანად ყველაზე პერსპექტიულ მოკრივე მარვის ფრეიზერთან მოპოვებულმა გამარჯვებამ, ტაისონმა მეტოქე პირველივე რაუნდში გაგზავნა ნოკაუტში.

1987 წელს ტაისონმა WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი ტრევორ ბერბიკი დაამარცხა და 1,5 მლნ დოლართან ერთად მძიმე წონის მოკრივეებში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა. შემდეგ მან მსოფლიოს ექსჩემპიონი პინკლონ ტომასი, ტაირელ მიგსი, ტონი ტაკერი და ლარი ჰოლმსიც დაამარცხა და მძიმე წონაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ტრიუმფით მოგებულ ორთაბრძოლებთან ერთად იყო წარუმატებულობაც _ 1990 წელს ტაისონი ერთი შეხედვით სუსტ მეტოქესთან, ჯეიმსბასტერდაგლასთან, დამარცხდა.

მაიკ ტაისონი ყურს აკვნეტს ევანდერ ჰოლიფილდს
მაიკ ტაისონი ყურს აკვნეტს ევანდერ ჰოლიფილდს

1991 წელს ტაისონი “როდ-აილენდის შტატის შავი მის-ის”, 18 წლის დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და 3 წლით ჩასვეს ციხეში. ის რინგს 1995 წელს დაუბრუნდა. მოიპოვა უამრავი გამარჯვება, ფული და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონობა. სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს მას მეტსახელები: რკინის მაიკი და კაციდინამიტი”.

1997 წელს, ზაფხულში გაიმართა ცნობილი ორთაბრძოლა მაიკ ტაისონსა და ევანდერ ჰილიფილდს შორის, რომლის მიმდინარეობისას ტაისონმა მეტოქეს მარჯვენა ყურის ნაწილი მოაკვნიტა. ორთაბრძოლა ჩხუბით დასრულდა, მაიკს მოკრივის ლიცენზია ჩამოართვეს და 3 მლნ დოლარით დააჯარიმეს.

მაიკი რინგზე 1999 წელს დაბრუნდა, მაგრამ, კრიტიკოსების აზრით, ეს უკვე აღარ იყო ძლევამოსილი ტაისონი. ამასთანავე, მან დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება, ერთ დღეს კი აღიარა, რომ სხვისი შარდის ანალიზს იყენებდა ორთაბრძოლის წინ დოპინგ-ტესტის გასავლელად.

2002 წელს გაიმართა კრივის ისტორიაში ყველაზე დიდშემოსავლიანი ორთაბრძოლა ტაისონსა და ბრიტანელ მოკრივე ლენოქს ლუისს შორის. ლუისმა ტაისონი ნოკაუტში ჩააგდო, მოგვიანებით კი, 2005 წელს, თითქმის უცნობ ირლანდიელ კევინ მაკბრაიდთან დამარცხების შემდეგ, ტაისონმა კარიერა დაასრულა. იმხანად ის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებსაც განიცდიდა და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

მაიკ ტაისონი და მისი მეუღლე ლაკია სპაისერი
მაიკ ტაისონი და მისი მეუღლე ლაკია სპაისერი

ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ტაისონმა ძალები კინემატოგრაფში მოსინჯა. ის გადაიღეს სერიალში “როკი ბალბოა” (2006 წ.), “ბიჭები ვეგასში” (2009), სულ კი 50-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა. 2013 წელს ტელეარხ Fox Sport-მა ეთერში გაუშვა ანიმაციური დოკუმენტური სერიალი “მაიკ ტაისონის საიდუმლოებები”. იმავე წელს მაიკმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი “მაიკ ტაისონი. უდავო ჭეშმარიტებები”, რომელიც ბესტსელერად იქცა. 2017 წელს კი ტაისონმა თავისი არხი გახსნა You Tube-ზე.

მაიკ ტაისონის პირადი ცხოვრება

ტაისონი 3-ჯერ იყო დაქორწინებული: მსახიობ რობინ გივენსზე (1988-1989), ექიმ მონიკა ტერნერსა (1997-2003) და ლაკიაკიისპაისერსზე (2009 წლიდან). მათგან მაიკს 8 შვილი ჰყავს.

ციხეში ყოფნისას მაიკი მუსლიმანად მოინათლა და არაბული სახელი მიიღო _ მალიქ აბდულ აზიზი. 2008 წელს ვეგანი გახდა და ყველას მოუწოდებდა, უარი ეთქვა ალკოჰოლზე, მაგრამ 2011 წელს ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში აღიარა, რომ ცრუობდა _ ალკოჰოლსაც ეტანებოდა და ხორცსაც მიირთმევდა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here