Home რუბრიკები ისტორია ყოჩაღი “ფრიცები” და ხელით სათრევი ანგლო-ამერიკელები – ვის უნდა ვუმადლოდეთ ნაციზმზე გამარჯვებას

ყოჩაღი “ფრიცები” და ხელით სათრევი ანგლო-ამერიკელები – ვის უნდა ვუმადლოდეთ ნაციზმზე გამარჯვებას

8280
გერმანელების მიერ 1944 წლის დეკემბერში დატყვევებული ამერიკული სამხედროები

ყველა დროის უდიდესი სტრატეგი და მთავარსარდალი, ქართველი ერის შვილი იოსებ სტალინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯოუ ენლაის, 1952 წლის 20 აგვისტოს ეუბნებოდა:

“ამერიკელები ვაჭრები არიან. თითოეული ამერიკელი ჯარისკაცი სპეკულანტია, დაკავებულია ყიდვა-გაყიდვით. გერმანელებმა 20 დღეში დაიპყრეს საფრანგეთი, შეერთებული შტატები კი, უკვე ორი წელია, ვერ უმკლავდება პატარა კორეას. რა ძალაა ეს? ამერიკელების მთავარი შეიარაღება ქალის წინდები, სიგარეტები და სავაჭროდ განკუთვნილი სხვა ნივთებია. მათ სურთ, მსოფლიოს დაპყრობა, მაგრამ ვერ ერევიან პატარა კორეას. არა, ამერიკელებს არ ეხერხებათ ომი. განსაკუთრებით, კორეის ომის შემდეგ დაკარგეს შესაძლებლობა, აწარმოონ დიდი ომი. ისინი იმედს ბირთვულ იარაღსა და საავიაციო თავდასხმებზე ამყარებენ, მაგრამ ამით ომს ვერ მოიგებენ. ომის მოსაგებად საჭიროა ქვეითი ჯარი, მაგრამ ქვეითი ჯარი ცოტა და სუსტი ჰყავთ. ებრძვიან პატარა კორეას, ამერიკაში კი უკვე ტირიან. მაშინ რა მოხდება, თუკი ისინი დიდ ომს დაიწყებენ? _ მაშინ, ალბათ, ყველა ამერიკელი იტირებს”.

სტალინის ამ სიტყვებს ისტორიული კონტექსტიდან არ ვიღებთ, მაგრამ ზოგი რამ მოტანილი ციტატიდან დღესაც ნიშანდობლივია. დავუბრუნდეთ ისევ ისტორიას და კორეის ომიდან მეორე მსოფლიო ომში გადავინაცვლოთ. დღეს ხომ ხდება კულტივირება აზრისა, რომ თითქოს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმნაციზმის დამარცხებადასავლური დემოკრატიების”, აშშისა და დიდი ბრიტანეთის დამსახურებაა, საბჭოთა კავშირი კი ომის გამჩაღებლად გამოჰყავთ, რომლის წვლილიც ჰიტლერის დამარცხებაში ყურადსაღები არც არის. საბჭოთა კავშირი თურმელენდლიზსგადაურჩენია და არა უზარმაზარი ქვეყნის მობილიზებასა და ასევე უზარმაზარ გმირულ მსხვერპლს. რეალობა სხვაა. ამისთვის არ არის საჭირო არქივებში ქექვა, ყველაფერი კარგად არის ცნობილი, ოღონდ ცნობილ ფაქტებზე ყურადღებაა გასამახვილებელი და ნებისმიერ “ლიბერასტს”, რომელიც დაგიწყებთ ამერიკის “სიდიადესა” და საბჭოეთის “ჩამორჩენილობაზე” ლაპარაკს, ქვემოთ წარმოდგენილი უდავო ფაქტი სახეზე უნდა ააფაროთ:

* საბჭოთა კავშირის დასავლელმა მოკავშირეებმა _ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიისთვის მეორე ფრონტის გახსნის არაერთხელ გადადების შემდეგ, 1944 წლის ივნისში, როგორც იქნა, განახორციელეს მასშტაბური ოპერაცია და გერმანიას მეორე ფრონტი გაუხსნეს საფრანგეთში. ეს საბჭოთა ხალხის სიყვარულითა და ჩვენი წინაპრების რიგებში მსხვერპლის შემცირების მიზნით არ გაუკეთებიათ ანგლო-ამერიკელებს, არამედ მათ სწადდათ, რომ წითელ არმიაზე უფრო სწრაფად აიღებდნენ გერმანული რაიხის დედაქალაქ ბერლინს. გერმანიის ძირითადი ძალები სწორედ აღმოსავლეთ ფრონტზე იყო გადასროლილი და “დემოკრატიები” გერმანიაში, ბერლინამდე, იოლ “განავარდებას” ვარაუდობდნენ, მაგრამ მალე გამომჟღავნდა ანგლო-ამერიკელების შედარებით სუსტი ბრძოლისუნარიანობა ხმელეთზე. წითელი არმიის მიერ უკიდურესად დასუსტებულმა გერმანელებმა, მიუხედავად ამ დასუსტებისა, ორჯერ სასტიკ დღეში ჩააგდეს ინგლის-ამერიკის ჯარები, მიუხედავად მათი რიცხობრივი და მატერიალურ-ტექნიკური უპირატესობისა.

ანგლოამერიკელთა ჩავარდნა #1: 1944 წლის სექტემბერი, ჰოლანდია

1944 წლის აგვისტოს ბოლოს ინგლისურ-ამერიკული სარდლობა სრულად იყო დარწმუნებული თავიანთ გამარჯვებაში. საფრანგეთში სასტიკი ბრძოლების შემდეგ, გერმანიის არმიის ნაწილების უკანდახევამ ინგლისელები და ამერიკელები დაარწმუნა, რომ ნაცისტური ჯარების წინააღმდეგობის დასრულებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი. ბრიტანელებისა და ამერიკელების უმეტესობას სჯეროდა, რომ ევროპაში ომი რამდენიმე თვეში დასრულდებოდა. დასავლელი მოკავშირეები 1944 წლის დეკემბრის საშობაო დღესასწაულებისთვის უკვე ბერლინის აღებას ვარაუდობდნენ.

ამერიკელმა გენერალმა ჯორჯ სმიტ-უმცროსმა და ბრიტანელმა ფელდმარშალმა სერ ბერნარდ ლოუ მონტგომერიმ დაიყოლიეს ევროპაში გაერთიანებული ამერიკულ-ბრიტანული ძალების მთავარსარდალი, ამერიკელი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი, მოკავშირეებს განეხორციელებინათ სადესანტო ოპერაცია ჰოლანდიაში სტრატეგიული მიზნით – შეჭრილიყვნენ გერმანიის ინდუსტრიულ რურის მხარეში და გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილიდან დაერტყათ ბერლინისთვის. ოპერაციის პირველი დასკვნითი წერტილი ჰოლანდიის ქალაქი არნემი უნდა გამხდარიყო. ფელდმარშალ მონტგომერის მიერ ოპერაციას მიენიჭა კოდური სახელწოდება Market Garden-ი (“მარკეტ გარდენი”) _ აქედან Market მოიცავდა საპარაშუტო დესანტის გადასხმას ფრონტის ხაზს იქით 60-90 კმ-ის მანძილზე, რამდენიმე ხიდისა და საგზაო კვანძის დაკავებით; Garden კი ძირითადი, 30-ე ბრიტანული კორპუსის ძალების მიერ დესანტთან შეერთებასა და ჰოლანდიური ქალაქების _ ეინდჰოვენის, ნაიმეგენისა და არნემის _ გათავისუფლებას გულისხმობდა. მოკავშირეებმა 35 ათასი სამხედროს მობილიზება შეძლეს ოპერაციის ჩასატარებლად, გერმანელებს კი მხოლოდ 20 ათასი კაცი ჰყავდათ იერიშის მოსაგერიებლად. ოპერაციის შედეგები ცნობილია:

ანგლო-ამერიკული ოპერაცია 17-დან 25 სექტემბრამდე გრძელდებოდა. გერმანელებმა მოწინააღმდეგეს ყველა ფანდი გაუგეს და სასტიკად დაამარცხეს. ოპერაცია “მარკეტ გარდენი” სამარცხვინოდ ჩაფლავდა. მოკავშირეებმა 16 800 ჯარისკაცი დაკარგეს მოკლულთა და გერმანელების მიერ დატყვევებულთა სახით, მათი უმეტესობა ინგლისელი იყო. ბრიტანელებსა და ამერიკელებთან ერთად, რამდენიმე ასეული პოლონელი ჯარისკაციც დაიღუპა, რომლებიც ინგლისიდან იყვნენ მოკავშირეთა რიგებში გადმოსროლილნი. გერმანელების მხრიდან დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 3 500-იდან 8 000-მდე შეადგინა.

მოკავშირეებმა ვერ მიაღწიეს ვერც ერთ მიზანს, რომლებსაც მათი გეგმა ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, მკვეხარა ანგლო-საქსი გენერლები თავიანთ მოსახლეობას მაშინაც “აბოლებდნენ”. ეიზენჰაუერი მიიჩნევდა, რომ ოპერაცია “მარკეტ გარდენი” წარმატებული იყო 50 პროცენტით, ხოლო იდეის მთავარმა ავტორმა მონტგომერიმ გამოაცხადა, რომ ოპერაცია 90 პროცენტით აღმოჩნდა “წარმატებული”. მიუხედავად ამ ბაქიბუქისა, მონტგომერი ძალიან განიცდიდა, რომ ბერლინის აღება დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს, რასაც იგი “კარგი ოპერატიული გეგმის” უქონლობას აბრალებდა, რითაც ირიბად მაინც აღიარა “მარკეტ გარდენის” უვარგისობა. აქვე აღსანიშნავია, რომ “მარკეტ გარდენის” წარუმატებლობა, რიგი წყაროების თანახმად, მოკავშირეთა კონტრდაზვერვის წარუმატებლობადაც უნდა იქნას მიჩნეული, რადგან, ამ წყაროების მიხედვით, ოპერაციის დეტალები გერმანულმა დაზვერვამ იცოდა თავისი ჰოლანდიელი ჯაშუშის _ კრისტიან ლინდერმანსის, მეტსახელად “კინგ კონგის”, მეშვეობით.

ანგლოამერიკელთა ჩავარდნა #2: 1944 წლის დეკემბერი-1945 წლის იანვარი, ბელგია

1944 წლის დეკემბერსა და 1945 წლის იანვარში, როდესაც ფაშისტური გერმანია საბჭოთა ჯარების დარტყმების შედეგად უკვე სულს ღაფავდა, გერმანელებმა მაინც შეძლეს ანგლო-ამერიკელების დიდად დაზარალება და მათი შეტევის შეფერხება.

16 დეკემბერს გერმანელებმა მასშტაბური კონტრშეტევა წამოიწყეს დასავლეთის ფრონტზე ბელგიის მიმართულებით. ეს ოპერაციაარდენებისოპერაციის სახელით შევიდა ისტორიაში. გერმანელები 10 დღის განმავლობაში სდევდნენ ფრონტის ხაზიდან გაქცეულ ამერიკელებსა და ბრიტანელებს. გერმანელთა შეტევეა მხოლოდ აღმოსავლეთით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტთან წითელი არმიის გააქტიურებამ შეაფერხა _ ჰიტლერი იძულებული შეიქნა, დასავლეთის ფრონტი ნაწილობრივ შეესუსტებინა და ძალები ბუდაპეშტისკენ გადაესროლა. ჰიტლერი ამბობდა, რომ ერჩივნა ბერლინის დათმობა, ვიდრე ბუდაპეშტისა, რადგან უნგრეთში ნავთობით მდიდარი ბოლო ტერიტორიები იყო დარჩენილი, რომლებსაც ჯერ კიდევ გერმანია აკონტროლებდა. მხოლოდ ამის შემდეგ მოითქვეს სული დასავლელმა მოკავშირეებმა და ისინი გერმანელებს წინ აღუდგნენ. მათ თანდათან აიძულეს გერმანელები, უკან დაეხიათ, მაგრამ იანვრის პირველ ნახევარში ფრონტზე მათთვის ჯერ კიდევ უმძიმესი მდგომარეობა იყო შენარჩუნებული. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს მთავარსარდალ სტალინს ევედრებოდა დახმარებას: დასავლეთით ძალზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ყოველ წუთს არის მოსალოდნელი, უმაღლესი მთავარსარდლობის მხრიდან, საჭირო აღმოჩნდეს დიდი გადაწყვეტილებების მიღება. თქვენ იცით, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა სახიფათოა მდგომარეობა, როდესაც იძულებული ხარ, დაიცვა ძალზე ფართო ფრონტი ინიციატივის დროებითი დაკარგვის შედეგად. გენერალ ეიზენჰაუერს ზოგადი მონახაზით მაინც სჭირდება, იცოდეს, როგორია თქვენი გეგმები, რადგან ეს მის ყველა შემდგომ გადაწყვეტილებაზე იქონიებს გავლენას. მადლიერი ვიქნები, თუკი მაცნობებთ, შეგვიძლია თუ არა, იმედი ვიქონიოთ რუსული ჯარების დიდ შეტევაზე ვისლას ფრონტზე ან სხვა რომელიმე ადგილზე, იანვარში ამ ცნობებს არავის გადავცემ ფელდმარშალ ბრუკისა და გენერალ აიზენჰაუერის გარდა, თანაც მათი მხრიდან ამ ინფორმაციის სრულიად საიდუმლოდ შენახვის პირობით. დრო არ ითმენს (ჩერჩილი _ სტალინს, 1945 წლის 6 იანვარი).

იოახიმ პაიპერის შენაერთი ბელგიაში, 21 დეკემბერი, 1944 წ.
იოახიმ პაიპერის შენაერთი ბელგიაში, 21 დეკემბერი, 1944 წ.

სტალინის 7 იანვრის პასუხი ასეთი იყო: “ჩვენ ვემზადებით შეტევისთვის, თუმცა საამისოდ ამინდი ხელს არ გვიწყობს. მიუხედავად ამისა, ვითვალისწინებთ დასავლეთის ფრონტზე ჩვენი მოკავშირეების მდგომარეობას. უმაღლესი მთავარსარდლის შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, სწრაფი ტემპით დაასრულოს მოსამზადებელი სამუშაოები და, ამინდის მიუხედავად, დაიწყოს ფართო შეტევითი მოქმედებები გერმანელების წინააღმდეგ ცენტრალურ ფრონტზე არაუგვიანეს იანვრის მეორე ნახევრისა. შეგიძლიათ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რაც კი შესაძლებელია, რათა დავეხმაროთ ჩვენს სახელოვან მოკავშირე ჯარებს”.

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. საბჭოთა ჯარების შეტევა ვისლაოდერზე მართლაც ძალიან მალე დაიწყო _ 12 იანვარს. ანგლოამერიკელებს მხოლოდ ამის შემდეგ გაეხსნათ ხელფეხი და დაიწყეს გერმანელების შევიწროება დასავლეთის ფრონტზე. 16 დეკემბერს დაწყებული გერმანელთა კონტრშეტევის ლიკვიდაცია მხოლოდ 29 იანვარს მოხერხდა. ამერიკელებმა ყველაზე დიდი ზარალი იწვნიეს გერმანელებისგან მეორე მსოფლიო ომში და თავიანთ სამხედრო ისტორიაში მთლიანად. სამაგიეროდ, ბრიტანელებიგამოძვრნენშედარებით იოლად, რამაც ზოგიერთი ამერიკელი გენერალი მონტგომერის წინააღმდეგ განაწყო. მსხვერპლი კი ასეთია, აშშის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით:

16 დეკემბრიდან 29 იანვრამდე 19 ათასი დახოცილი და 23 ათასი ტყვედ ჩავარდნილი ან უკვალოდ დაკარგული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე (ბრიტანელებში მხოლოდ 200 დახოცილი და 239 ტყვედ ჩავარდნილი). ეს უზარმაზარი მსხვერპლია ერთი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რადგან ამერიკელებს, მაგალითად, კორეის სამწლიან ომში სულ 37 904 დაღუპული და დაკარგული ჯარისკაცი ერიცხებათ, არდენებში (მთათა სისტემა ბელგიაში) კი ერთი თვის განმავლობაში გერმანელებმა 19 ათასი კაცი დაუხოცეს და 23 ათასი დაუტყვევეს.

ასეთია რეალური სახე ანგლო-ამერიკელი მკვეხარებისა და მატყუარებისა, რომლებიც დღეს ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირი და მსოფლიო გადაარჩინეს ფაშიზმისგან.

რუქა

* * *

აქვე გთავაზობთ ჟურნალისტ ბექა კვიციანის უფრო დეტალურ მიმოხილვას არდენების ოპერაციაზე:

მოკავშირეთა ამერიკელი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი დეკემბრის დასაწყისში აუწყებდა თეთრ სახლს, რომ 18 დეკემბერს მის განკარგულებაში მყოფი დივიზიები მესამე რაიხის ტერიტორიაზე შევიდოდნენ. უფრო თამამ განცხადებას აკეთებდა მისი ბრიტანელი კოლეგა მონტგომერი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ბერლინს წითელ არმიაზე ადრე აიღებდა. თუ იმ პერიოდში სსრკ-ის დაზვერვა ათი თავით უგებდა გერმანულ შD-ს, მოკავშირეთა უწყება მხოლოდ ბაქიბუქზე იყო გადასული და ჰიტლერმაც არ დააყოვნა.

რამდენიმე თვით ადრე ჰიტლერმა რასტენბურგში სპეციალური თათბირიც კი მიუძღვნა დასავლეთ ფრონტს და თავის გენერალიტეტს უბრძანა, შეემუშავებინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მტერს ფეხს ამოაკვეთინებდნენ ევროპიდან. გერმანიის ელიტას რატომღაც მიაჩნდა, რომ, თუ ბრიტანელებსა და ამერიკელებს კონტინენტიდან მოიშორებდნენ, წითელ არმიასაც გაანადგურებდნენ. ფრონტი 70 წელს მიტანებულ ფელდმარშალ გერდ ფონ რუნდშტედს ჩააბარა და თანაშემწედ ვალტერ მოდელი დაუნიშნა, რომელსაც გერმანელი სამხედრო საზოგადოება ფიურერის პირად მეხანძრედაც კი ნათლავდა; “ეს-ეს”-ის გენერლის, ზეპ-დიტრიხის, სატანკო შენაერთებიც დაახმარა და ტრიუმვირატს 3 000 თვითმფრინავს დაჰპირდა, რაც ზღაპარი გამოდგა. სენ-ჟერმენში მოკალათებულ მოკავშირეთა შტაბში სრული იდილია იყო, ემზადებოდნენ 18 დეკემბრის შეტევისთვის. დაზვერვამ ამცნო ეიზენჰაუერს, რომ ფრონტზე გერმანელები თავდაცვით სამუშაოებს ატარებდნენ და მეტიც, რამდენიმე სატანკო დივიზია აღმოსავლეთისკენ გადაისროლეს. მონტგომერიმ ტელეგრამაც გაგზავნა ლონდონში და ჩერჩილს ამცნო, რომ მტერს არ შესწევდა უნარი, განეხორციელებინა ბელგიის მიმართულებით აქტიური მოქმედება, რაც სრული დეზინფორმაცია აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში ფიურერის სპეციალური მანდატით აღჭურვილი ოტო სკორცენი “ეს-ეს”-ელებში პოულობდა იმ პირებს, რომლებმაც ინგლისური ენა კარგად იცოდნენ ამერიკული დიალექტით. ასეთი კი 3 000 ადამიანი აღმოჩნდა. მათთვის სპეციალური შეკვეთით დაამზადეს ამერიკული არმიის უნიფორმები და შვეიცარიიდან სპეციალურად დიდი მარაგი ამერიკული სიგარეტებისა შეიტანეს რაიხში თვითმარქვია მებრძოლებისთვის. 16 დეკემბერს, დილით, სენ-ჟერმენში განგაში ატყდა. ეიზენჰაუერი ლოგინიდან წამოაგდეს და აცნობეს, რომ ვერმახტმა არდენების მასივში ფრონტი გაარღვია. მე-5 სატანკო არმია ისე სწრაფად მიიწევდა წინ, რომ პროპაგანდის სამინისტროს ჟურნალისტები ვერ ასწრებდნენ ახალი ამბების გადაცემას დოქტორ გებელსის უწყებაში. ამასობაში საგანგაშო ცნობა მოვიდა ლუქსემბურგიდან. ფელდმარშალ მოდელს გზა ხსნილი ჰქონდა ციცქნა სახელმწიფოს სტრატეგიულ წერტილამდე. ფონ რუნდშტედის გაანგარიშება, რომ მოკავშირეთა რიგებში გაუგებრობა გამეფდებოდა, ზუსტი აღმოჩნდა. ტეხასელი გენერალი პატონი გერმანელთა თავხედობას ხან ეიზენჰაუერს აბრალებდა, ხან _ ბრიტანელ მონტგომერის. თვითმხილველთა თქმით, ის უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა მათ. ორი ამერიკული დივიზია განადგურების პირას იდგა არდენებთან. ამასობაში, მონტგომერის ბრძანებით, ამერიკელთა დასახმარებლად ბრიტანული დივიზია დაიძრა. მათ გზაზე ხვდებოდნენ ამერიკულ ფორმაში გამოწყობილი სკორცენის “ეს-ეს”-ელები და არასწორი გზით უშვებდნენ ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს. სწორედ ამ ეშმაკური ტრიუკის შედეგად დაეპატრონა მოდელი ლუქსემბურგს უპრობლემოდ და იქიდან დეპეშაც გაგზავნა ბერლინში. სენ-ჟერმენში ძალიან გვიან შეიტყვეს სკორცენის ჯგუფის შესახებ. ამერიკულმა დაზვერვამ ბრიტანელი კოლეგების ინფორმაციის საფუძველზე დაადასტურა, რომ გერმანელებს ეიზენჰაუერის მოტაცება ჰქონდათ განზრახული და მიიღეს გადაწყვეტილება, მთავარსარდალი სენ-ჟერმენის იქით არ გაეშვათ. რეალურად ბერლინამდე უფრო შორი მანძილი იყო, ვიდრე ლონდონამდე. ჰიტლერიც კმაყოფილი ჩანდა. მან აღმოსავლეთ ფრონტზე ცუდი ამინდითაც ისარგებლა და რეზერვი მიაშველა ზეპ-დიტრიხს, რომლის სატანკო შენაერთები სწრაფად გადაადგილდებოდნენ ბელგიის ტერიტორიაზე. ამერიკული არმიის დემორალიზაციას ხელს უწყობდა პირველივე დღეს გერმანელების მიერ ტყვედ აყვანილი 30 000 თანამემამულის ფაქტორი. ზეპ-დიტრიხის პირველი სატანკო დივიზია გააფთრებულ ბრძოლებს აწარმოებდა და არიერგარდში მყოფმა შტანდარტენფიურერმა იოახიმ პაიპერმა პანიკა დათესა ამერიკელთა რიგებში. სხვათა შორის, იმ დღეებში ვაშინგტონში გაჩნდა მოსაზრება, რომ ბრიტანელები შექმნილ მდგომარეობაში დიუნკერკის ევაკუაციას გაიმეორებდნენ. ჩერჩილი ამოქმედდა და სტალინთან რამდენიმე ტელეგრამა გაგზავნა, რომლებშიც გენერალისიმუსს სთხოვდა, დაეწყო შეტევა აღმოსავლეთის ფრონტზე. გერმანელი ჯარისკაცები ხმამაღლა ამბობდნენ კიდეც: ფიურერი საშობაო საჩუქარს გვიმზადებსო, მაგრამ მოულოდნელად 26 დეკემბერს გერდ ფონ რუნდშტედმა შეტევის შეჩერების ბრძანება მიიღო ვილჰელმ კაიტელისგან. ოფიციალური ბრძანების საფუძველზე ირკვევა, რომ გერმანულმა მანქანამ დიდი დანაკლისი განიცადა და კიდევ მეტს განიცდიდა რომ არ შეჩერებულიყო შეტევა, რადგან მოკავშირეებმა საკმაოდ დიდი ძალები გადაისროლეს არდენების მიმართულებით. ამერიკელებმა ბრძანება მიიღეს, ადგილზე დაეხვრიტათ სკორცენის “ამერიკელები”. 27 დეკემბერს “ეს-ეს”-ელთა “ამერიკული” ასეული თვითმარქვია გენერლის მუნდირის წყალობით პაიპერის სატანკო არმიას შეუერთდა. მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ყველა გენერლის ჯიპის გაჩერებისა და მათი ვინაობის გარკვევის შესახებ. პირველი გენერალი, რომელიც ქეჩოთი ჩამოათრიეს, ჯიპიდან ცნობილი ამერიკელი ომარ ბრედლი აღმოჩნდა. მოგვიანებით ეიზენჰაუერმა, უკვე როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ გერმანელებმა მცირე შენაერთებითა და საიდუმლოს დაცვით შეძლეს წარმატების მიღწევა არდენებში, თუმცა, მისი აზრით, შეცდომა იყო შეტევის განხორციელება, რაც განწირულის ბოლო გაბრძოლებას წააგავდა. 8 იანვარს კი, ფიურერის უშუალო ბრძანებით, მე-6 სატანკო არმიამ რაიხის საზღვრისკენ დაიხია და ყრუ თავდაცვაში დადგა. ფრონტზე გააქტიურდა მოკავშირეთა ავიაცია. ბერლინმა ყურადღება ბუდაპეშტის დაცვაზე გადაიტანა და არდენების მასივი მივიწყებულ იქნა. ასე უშველა სტალინმა მოკავშირეებს! გერმანული რეზერვის უდიდესი ნაწილი დასავლეთიდან უნგრეთის მიმართულებით გადაისრლეს.

დავესესხოთ დუაიტ ეიზენჰაუერის მემუარებს:

“მე ველოდი დეკემბრის დასაწყისში გერმანელთა აქტივობას არდენების მხრიდან და ომარ ბრედლიც დამიდასტურებს, რომ გაგვაჩნდა კონტრგეგმაც, როგორ უნდა შეგვეჩერებინა მტერი”. ეს არასერიოზული ფრაზაა, რადგან, თუ გენერლები ელოდნენ ვერმახტის შეტევას, გამოდის, რომ მიზანმიმართულად გაუწირავთ ორი დივიზია _ 28-ე და 106-ე. რეალურად, გერმანელების რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე საწვავის, აღმოჩნდა მწირი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ წითელი არმიის როლს, რადგან, რომ არა იანვარში საბჭოთა ჯარების შეტევა ვისლა-ოდერზე, მოკავშირეები ბელგიაში დატკეპნიდნენ მიწას. გერდ ფონ რუნდშტედისა და მოდელის ისედაც მცირე არმიას, ჰიტლერმა რეზერვები წაართვა და აღმოსავლეთში გადაისროლა.

არდენების ოპერაციამ ნათლად დაანახვა მსოფლიოს:

ა) მოკავშირეთა დაზვერვას ბოლო ადგილი ეკავა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების დაზვერვებს შორის;

ბ) მიუხედავად რესურსში უპირატესობისა, მოკავშირეთა არმია საკმაოდ სუსტი იყო. გავითვალისწინოთ, რომ არდენების ოპერაცია დაიწყო 1944 წლის 16 დეკემბერს და 1945 წლის თებერვლამდე გერმანელთა მცირერიცხოვანი შენაერთები წარმატებით იგერიებდნენ გაცილებით მრავალრიცხოვან მეტოქეს.

ამერიკელებმა ძალიან იზარალეს არდენების ოპერაციისას _ 110 000 მებრძოლი და 800 ტანკი დაკარგეს, ხოლო ბრიტანეთმა მხოლოდ 1 500 მეომარი დაკარგა. ეს ყოველივე კი ნაქები ბრიტანულ-ამერიკული დაზვერვის ბრალი რომ იყო, დღემდე არ აღიარებენ დასავლელი სპეციალისტები.

გულბაათ რცხილაძე

http://ge.newsfront.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here