Home ახალი ამბები მსოფლიო ყირგიზეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს

ყირგიზეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს

405
ყირგიზეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მთავრობის შენობა დაიკავეს.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 5 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა შეძლო _ პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატავად ხელახლა შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. აქციების მიმდინარეობისას 1 ადამიანი დაიღუპა და 590 დაშავდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here