Home ახალი ამბები საქართველო ყველა მთავრობა ხალხს ატყუებდა, ილუზიებში აცხოვრებდა და დასავლეთის იდეალიზებულ, საკრალიზებულ და რომანტიზებულ...

ყველა მთავრობა ხალხს ატყუებდა, ილუზიებში აცხოვრებდა და დასავლეთის იდეალიზებულ, საკრალიზებულ და რომანტიზებულ სახე-ხატს უხატავდა

ის დაძაბულობა, რომელიც თან სდევს საზოგადოების ღრმა ღირებულებით და იდეოლოგიურ პოლარიზაციას სრულიად ლოგიკური და კანონზომიერი გაგრძელებაა იმისა, რაც 90-იანი წლებიდან საქართველოში ხდებოდა. პრობლემის საფუძველთა საფუძველი ისაა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული უკლებლივ ყველა მთავრობით გაგრძელებული ხალხს ატყუებდა, ილუზიებში აცხოვრებდა და დასავლეთის იდეალიზებულ, საკრალიზებულ და რომანტიზებულ სახე-ხატს უხატავდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, თანამედროვეობის ამ ყველაზე დიდი ტყუილის კონსტრუირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, მათმა განათლების სისტემამ და ინტელექტუალურმა კლასმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, ეს ტყუილი რამდენიმე შრისაგან შედგება.

ლუკა ეხვაიას თქმით, ამ მრავალშრიანი საუკუნის ტყუილის დეკონსტრუქცია თუ არ მოხდება, საქართველო და ქართველი ხალხი, ადრე თუ გვიან, განწირულია ღრმა კრიზისისთვის, რასაც შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაც მოჰყვეს, ამიტომ სასწრაფოდ დასაწყებია განათლების სისტემისა და მეცნიერების ფუნდამენტური რეფორმა.

„ის დაძაბულობა, რომელიც თან სდევს საზოგადოების ღრმა ღირებულებით და იდეოლოგიურ პოლარიზაციას სრულიად ლოგიკური და კანონზომიერი გაგრძელებაა იმისა, რაც 90-იანი წლებიდან საქართველოში ხდებოდა. პრობლემის საფუძველთა საფუძველი ისაა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული უკლებლივ ყველა მთავრობით გაგრძელებული ხალხს ატყუებდა, ილუზიებში აცხოვრებდა და დასავლეთის იდეალიზებულ, საკრალიზებულ და რომანტიზებულ სახე-ხატს უხატავდა. თუმცა, თანამედროვეობის ამ ყველაზე დიდი ტყუილის კონსტრუირებაში ნაცების რეჟიმმა, მათმა განათლების სისტემამ და ინტელექტუალურმა კლასმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ეს ტყუილი რამდენიმე შრისაგან შედგება, პირველი შრეა ქართულ კულტურასა და დასავლურ კულტურას შორის ტოლობის დასმა. ათწლეულებია გვარწმუნებენ, რომ ჩვენი კულტურა ექსკლუზიურად, მხოლოდ და მხოლოდ ევროპული კულტურის ნაწილია და სხვა ყველა კულტურული მინარევისგან კრისტალიზებულია. ერთი მხრივ, ეს თავსმოხვეული ისტორიული ნარატივი ქართული კულტურის უნიკალურობას კლავს და ახშობს, მეორე მხრივ, თავის თავშივე მოიცავს დასავლეთის სხვა ცივილიზაციებთან და კულტურებთან შედარებით აღმატებულობას და ჩვენს მონურ სურვილს, ამ „აღმატებული“ სივრცის ნაწილი გავხდეთ. ტყუილის პირველი შრეზე უკვე მარტივად დააშენეს მეორე შრე, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საჭიროებად და გარდაუვალ მომავლად დაგვისახეს, ფაქტობრივად, ქვეყნის არსებობა გაუტოლეს ევროკავშირში, მოკვდავ და დროებით ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რითაც დასავლეთის საკრალიზაცია თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.

მაშინ, როდესაც ერთადერთი ჯანსაღი მიდგომა იქნებოდა ევროკავშირი განგვეხილა ჩვენი საზოგადოებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნის საშუალებად და ინსტრუმენტად, ევროკავშირი დაგვისახეს, როგორც საბოლოო მიზანი და დანიშნულების ადგილი, აღთქმული მიწა და ჩვენი ყველანაირი პრობლემის პანაცეა. შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველანაირი მსხვერპლის გაღება მიზანშეწონილად გამოაცხადეს, რითაც ჩვენი ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება და კულტურული თვითმყოფადობა უკანა პლანზე გადავიდა.

ეპოქალური ტყუილის ბოლო ზედნაშენი ისაა, რომ ნატო ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი უალტერნატივო უსაფრთხოების ქოლგაა – ალიანსი, რომელმაც 90-იან წლებში ომის მანქანად ჩამოყალიბება დაასრულა (გავიხსენოთ ბელგრადის დაბომბვა, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის კამპანიები), ამერიკული ექსპანსიის მთავარ ინსტრუმენტი გახდა და რომლის გაფართოების პოლიტიკაც უკრაინის ომის პროვოცირების მთავარი მიზეზი გახდა. ნატოს ალიანსში საქართველო რომ არასოდეს მიიღებენ და ჩვენს გამო რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში არ შევა, ამას დღემდე გვიმალავენ. არის მეორე ჰიპოტეტური სცენარიც, საქართველოს ნატოში ფორსმაჟორულად შეყვანა და რუსული სამხედრო მანქანის მორიგ სამიზნედ გადაქცევა, რაც ქვეყნის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ამ მრავალშრიანი საუკუნის ტყუილის დეკონსტრუქცია – გაშიფვრა და გაუქმება თუ არ მოხდება, საქართველო და ჩვენი ხალხი, ადრე თუ გვიან, განწირულია ღრმა კრიზისისთვის, რასაც შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაც მოჰყვეს. ამიტომ სასწრაფოდ დასაწყებია განათლების სისტემისა და მეცნიერების ფუნდამენტური რეფორმა, ახალი კვლევითი ინსტიტუტებისა და ალტერნატიული მედია პლატფორმების შექმნა-დაფინანსება, ეს ყველაფერი კი იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ ადამიანებმა სინამდვილისა და რეალობის აღქმა დაიბრუნონ, მეტი ცოდნა და ალტერნატიული ინფორმაცია მიიღონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ქვეყანა თავის გამრუდებულ წარმოდგენებსა და აღქმებს არ გადააყოლონ“, – წერს ლუკა ეხვაია.

https://ge.news-front.su

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here