“საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ უკრაინაში უსამართლობის დასრულება. ისინი კრიმინალები არიან. სხვა არაფერს აკეთებენ და პრეზიდენტი ზოგჯერ საზღვარგარეთ დადის დასასვენებლად. ასეთი პრეზიდენტი უნდა გავწიოთ“”, – ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი ამბობს, მისი მოძრაობა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მასობრივ საპროტესტო აქციას გამართავს, უკრიანის ხელისუფლება კი ყველანაირად ეცდება მისი უკრაინიდან დეპორტაციის დაჩქარებას.
„ რა თქმა უნდა, ეს არ არის სასამართლო. თუმცა ხომ ხედავთ, როგორი მხარდამჭერა მაქვს. ხალხი ქუჩაში მხედავს, ჩერდება და ასე გამოხატავს მხარდაჭერას, ასე რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ქვეყნიდან გამაძევონ, შეიძლება დამიჭირონ, თუმცა, ამ მოძრაობას ვერაფერი შეაჩერებს. თუ ჩემი ექსტრადირება მოხდება, საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
დღეს, კიევის საააპელაციო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის კანონიერების საკითხზე მსჯელობს. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.