Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ყველაზე მავნე სასმელები

ყველაზე მავნე სასმელები

4295
სასმელი

კანადელმა მეცნიერებმა იმის გასარკვევად, რა უფრო მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის _ ალკოჰოლი თუ ენერგეტიკული სასმელი, ჩაატარეს კვლევა. კვლევისას ისინი ეყრდნობოდნენ იმ მკვლევართა მოსაზრებას, რომლებმაც დაადგინეს, რომ ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

მეცნიერთა აზრით, სისხლში ალკოჰოლისა და ენერგეტიკული სასმელის კომპონენტების ერთდროულად მოხვედრა გაცილებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ერთ-ერთი მათგანის.

ალკოჰოლი ადამიანის შენელებულ რეაქციას იწვევს და აკარგვინებს საკუთარ სხეულზე კონტროლს, ხოლო ენერგეტიკული სასმელი პირიქით _ აქტიური მოქმედებისთვის ორგანიზმის სტიმულირებას ახდენს. ამდენად, თუკი ალკოჰოლმიღებული ადამიანი ძალების აღდგენასა და მოთენთილობის მოხსნას ენერგეტიკული სასმელით შეეცდება, ეს მას “ცრუ აქტიურობამდე” მიიყვანს _ საკუთარი მოქმედების გაკონტროლება ძალიან გაუძნელდება, რაც ტრავმით ან სხვა უბედური შემთხვევით შეიძლება დასრულდეს. ამავე დროს, ეს ნაზავი დიდ ზიანს მიაყენებს მის გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here