Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში

ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში

8115
ჯოტი ამაჯი

1957 წლის 15 თებერვალს დაიბადა გულ მოჰამედი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე პატარა ადამიანი. მისი სიმაღლე სულ 57 სმ იყო. ამჟამად ეს რეკორდი უკვე მოხსნილია. მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანად კი ითვლება რობერტ უოდლოუ, რომლის სიმაღლე 2 და 72 სმ იყო. სიმაღლის მიუხედავად, ეს ადამიანები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ზოგიერთი კი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. გაეცანით ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ ადამიანებს კაცობრიობის ისტორიაში.

გულ მოჰამედი
გულ მოჰამედი

* ტიტული მსოფლიოში ყველაზე დაბალი ადამიანისა, რომელსაც ოდესმე უცხოვრია პლანეტაზე, დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა ინდოელ გულ მოჰამედს დელიდან, მისი სიმაღლე იყო 57 სმ, წონა _ 17 კგ. გულ მოჰამედი 1997 წელს გარდაიცვალა.

ჩანდრა ბაჰადურ დანგი
ჩანდრა ბაჰადურ დანგი

ყველაზე დაბალი ადამიანის ტიტული გადავიდა ჩანდრა ბაჰადურ დანგისთან (სიმაღლე 54,6 სმ, წონა 14 კგ), რომელიც ნეპალის ერთ-ერთ მთიან სოფელში ცხოვრობდა და 2015 წელს 76 წლისა გარდაიცვალა. წლოვანების მიუხედავად, მას არასოდეს მიუღია წამალი და არასოდეს მისულა ექიმთან. 2015 წელს დანგის ფილტვების ანთება დაემართა და ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

ჯუნრი ბალავინგი
ჯუნრი ბალავინგი

* დღეს მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადამიანად ითვლება 18 წლის ფილიპინელი ჯუნრი ბალავინგი. მისი სიმაღლე 59,93 სმ-ია. თავდაპირველად ბიჭი ბევრს ავადმყოფობდა, ერთი წლის იყო, როდესაც მისი ზრდა სიმაღლეში შეჩერდა, ღარიბ მშობლებს კი სამკურნალო ფული არ ჰქონდათ. ჯუნრი საკმაოდ აქტიურია და მშობლებსაც ეხმარება სამეურნეო საქმიანობაში, მაგრამ მხოლოდ ჯოხით დადის. ფეხზე დიდხანს დგომისგან ტკივილს განიცდის. “ძალიან მიხარია, რომ ახლა ყველა მიცნობს, _ ამბობს ჯუნრი ბალავინგი. _ 18 წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე ლუდი დავაჭაშნიკე. ვოცნებობ დაქორწინებაზე, თუმცა ვიცი, რომ გოგონა ჩემზე გაცილებით მაღალი იქნება”.

ჩენ გილიანი და ლი ტანგონგი
ჩენ გილიანი და ლი ტანგონგი

* ჩენ გილიანი და ლი ტანგონგი მსოფლიოში ყველაზე დაბალი წყვილია. მათი სიმაღლეა, შესაბამისად, 80 სმ და 1 მ და 8 სმ. რეკორდსმენები 2007 წელს დაქორწინდნენ ჩინეთში, ქალაქ შუნდეში.

პაულინა მუსტერსი
პაულინა მუსტერსი

* კაცობრიობის ისტორიაში კი ყველაზე დაბალ ქალად, გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ითვლება პაულინა მუსტერსი. მისი სიმაღლე 58 სმ-ს შეადგენდა. მუსტერსი 1876 წლის 26 თებერვალს დაიბადა ნიდერლანდებში.

სულთან კესენი
სულთან კესენი

* ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანია თურქი ფერმერი სულთან კესენი. მისი სიმაღლე 251 სმ-ია. 2013 წელს ის დაქორწინდა მერვე დიბოზე, რომელიც ძლივს სწვდება იდაყვამდე. სულთან კესენამდე ტიტული ეკუთვნოდა უკრაინელ ლეონიდ სტადინიუკს. მისი სიმაღლე 253 სმ-ია, წონა _ 200 კგ.

იაო დეფენი
იაო დეფენი

* 2012 წლამდე ყველაზე მაღალი ქალის ტიტულის მფლობელი გახლდათ იაო დეფენი (ჩინეთი). მისი სიმაღლე იყო 233 სმ, წონა _ 160 კგ. გარდაიცვალა 2012 წელს.

რობერტ უოდლოუ
რობერტ უოდლოუ

* ისტორიაში ყველაზე მაღალი მამაკაცია რობერტ უოდლოუ (1918-1940) მისი სიმაღლე იყო 2 მ და 72 სმ.

სანდრა ელენ ალენი
სანდრა ელენ ალენი

* მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქალად კარგა ხნის განმავლობაში ითვლებოდა სანდრა ელენ ალენი, რომლის სიმაღლე იყო 2 მ 32 სმ. მან ეს ტიტული 1976 წელს მოიპოვა და გარდაცვალებამდე, 2008 წლამდე, ინარჩუნებდა.

* ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დაბალი ქალია ინდოელი ჯოტი ამჯი. 18 წლის ამჯის სიმაღლე 62,8 სმ იყო. წონა – 5,2 კგ. სწორედ 18 წლის შესრულების მომენტში გამოაცხადა გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელმა ის მსოფლიოში ყველაზე დაბალ ქალად. ამჟამად ის 27 წლისაა და საკმაოდ პოპულარული მსახიობია. 2014 წელს გამოვიდა სერიალ „საშინელებათა ამერიკული ისტორიის“ 4 სეზონი, რომელშიც მა პეტიტის (MA PETITE ფრ.- ჩემო პატარავ) როლს ჯოტი ამჯი ასრულებდა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here