Home ახალი ამბები მსოფლიო ყველაზე გავლენიანი ადამიანები მსოფლიოში

ყველაზე გავლენიანი ადამიანები მსოფლიოში

3657
პუტინი

ამერიკულმა გამოცემათაიმმა” 2017 წლის აპრილში მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა 5 კატეგორიაში: “ტიტანები”, “ნოვატორები”, “ხელოვნების მოღვაწეები”, “ლიდერებიდაკერპები”.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკვე რამდენიმე წელიწადია, ჟურნალ “თაიმის” მიერ შედგენილი გავლენიანი ადამიანების სიაში ხვდება. მან ამჯერადაც გაიმარჯვა კატეგორიაში “ლიდერები”. ამ კატეგორიაში შეყვანილია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი და სიძე ჯარედ კუშნერი კი მოხვდნენ კატეგორიაში “ნოვატორები”.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ჯულიან ასანჟი _ “ვიკილიქსის” დამფუძნებელი, მოხვდა გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში (კატეგორია “ლიდერები”). ჟურნალმა “თაიმმა” გავლენიანი “ლიდერების” სიაში შეიყვანა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური კიმ ჩენ ინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძიანპინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, რომის პაპი ფრანცისკე და ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე (მკითხველთა რჩეული). კატეგორიაში “ხელოვნების მოღვაწეები” პირველია ფილმ “დედპულის” ვარსკვლავი რაიან რეინოლდსი; შემდეგ მოდის ფილმ “ლა-ლა-ლენდიში” ერთ-ერთი გმირის როლის შემსრულებელი, ამერიკელი მსახიობი ემა სტოუნი.

რაიან რეინოლდსი
რაიან რეინოლდსი

გავლენიანი ადამიანების სიაში (კატეგორია “კერპები”) მოხვდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფრანგული კლუბის _ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი.

ნეიმარი
ნეიმარი

კატეგორიაში “ტიტანები” პირველობა არავის დაუთმო NBA-ს კლუბის “კლივლენდ კავალიერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა.

ლებრონ ჯეიმსი
ლებრონ ჯეიმსი

ამერიკული გამოცემა Vanty fair-ის გამოკითხვით კი, მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების პირველი ხუთეული ასეთია: 1. “ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი; 2. “ფეისბუქის” მფლობელი მარკ ცუკერბერგი; 3. Appl-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი; 4. “გუგლის” თანადამფუძნებელი და კომპანია Alphabet-ის დირექტორი ლარი პეიჯი; 5. კომპანია “ტესლას” დამფუძნებელი, პროექტ Space X-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი.

მოამზადა                                                            

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here