Home ახალი ამბები ყარაბახის თემაზე პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებები “საიდუმლო გარემოში” გაიმართა

ყარაბახის თემაზე პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებები “საიდუმლო გარემოში” გაიმართა

1060

 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბახის საკითხზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა, საიდუმლო გარემოში გაიმართა.

ასეთ დასკვნას აკეთებენ აზერბაიჯანელი მიმომხილველები იქიდან გამომდინარე, რომ სოჭში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად ამის შესახებ არაფერი გაჟღერებულა.

სოჭის შეხვედრაზე რომ ყარაბახის საკითხიც განიხილებოდა, ამის შესახებ თავად ერდოღანმა განაცხადა შეხვედრამდე. მან ეს ინფორმაცია ორჯერ გააჟღერა.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ოფიციალური შეხვედრა გუშინ სოჭში გამართეს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები, პრაქტიკულად, სრულად აღდგა.

ერდოღანის განცხადებით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა პოლიტიკურ, სამხედრო და სავაჭრო თანამშრომლობის კუთხით ყოველდღიურად ვითარდება.

მიმდინარე წელს ეს პუტინისა და ერდოღანის რიგით მეოთხე შეხვედრაა. ბოლოს მათ მოლაპარაკებები სექტემბერში გამართეს.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 2015 წელს დაიძაბა, როდესაც თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here