Home რუბრიკები სამართალი ყალბი კუპიურების დამზადება-გასაღებისთვის ოთხი პირი დააკავეს

ყალბი კუპიურების დამზადება-გასაღებისთვის ოთხი პირი დააკავეს

1409

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.


გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული რეგულარულად ამზადებდა 100 და 200-ლარიან ყალბ კუპიურებს და შემდგომში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით ფიზიკურ პირებსა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ასაღებდა საქართველოს ტერიტორიაზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here