Home სხვადასხვა დაიჯესტი ყაზახეთში მიღწეულია შეთანხმება სირიის საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე

ყაზახეთში მიღწეულია შეთანხმება სირიის საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე

283
ყაზახეთში მიღწეულია შეთანხმება სირიის საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე

“მათ სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდათ ზოგიერთ კანდიდატზე, მაგრამ მაინც შეთანხმდნენ სირიის საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე”, _ განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორმა მუკაშ სერიკულიმ.

მან არ გამორიცხა, რომ პროცესის დასრულების შესახებ განაცხადებენ სექტემბერში, როდესაც გაიმართება რუსეთის, თურქეთისა და ირანის შეხვედრა უმაღლეს დონეზე.

უფრო ადრე რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა: სერგეი ლავროვმა და მევლუდ ჩავუშოღლუმ განიხილეს საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და მუშაობის დაწყების საკითხი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here