Home ახალი ამბები მსოფლიო ყაზახეთში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა 10-ჯერ ნაკლებად დაიბეგრება

ყაზახეთში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა 10-ჯერ ნაკლებად დაიბეგრება

ნურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის გადასახადების 10-ჯერ შემცირების ინიციატივით გამოვიდა.

“დაბალშემოსავლიანი ყაზახების მხარდასაჭერად, გთავაზობთ, მათი საგადასახადო ტვირთი 10-ჯერ შევამციროთ და 2019 წლის 1 იანვრიდან 1%-ით დავბეგროთ”, _ ციტირებს სახელმწიფო მეთაურს ადგილობრივი გამოცემა nur.kz-ი. მისივე თქმით, “მნიშვნელოვანია, ამ გზით გამოთავისუფლებული თანხები მათ შრომის ანაზღაურებაზე მიიმართოს”.

პრეზიდენტ ნაზარბაევის თვლის, რომ,  ასეთი რეფორმის შემთხვევაში, ქვეყნის 2 მილიონ მოქალაქეს მოემატება შემოსავალი და ეს ტვირთად არ დააწვება დამსაქმებლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here