Home ახალი ამბები მსოფლიო ყაზახეთის პრეზიდენტი: ყირიმი ანექსირებული არ არის!

ყაზახეთის პრეზიდენტი: ყირიმი ანექსირებული არ არის!

441
ყაზახეთის პრეზიდენტი: ყირიმი ანექსირებული არ არის!

4 დეკემბერს, გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტის წინ, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმჟომარტ ტოკაევმა ინტერვიუ მისცადოიჩე ველეს”. ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რა რეაქცია ჰქონდა ყაზახეთს უკრაინის მოვლენების დასაწყისში, კერძოდ, შეეშინდა თუ არა ყაზახეთის ხელისუფლებას, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო:

“ჯერ ერთი, ჩვენ არ ვეძახით იმას, რაც ყირიმში მოხდა, ანექსიას. იმას, რაც მოხდა, უკან ვერ დააბრუნებ. ანექსია ძალზე მძიმე სიტყვაა ყირიმის მიმართ. მეორე: არავითარი შიში, რასაც თქვენ ამბობთ, არ არსებობდა, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ნდობაზე დაფუძნებული და კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა რუსეთის ხელმძღვანელობის სიბრძნისა და წესიერებისა. მინდა, შეგახსენოთ, რომ მინსკის მოლაპარაკებები რეალურად ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივით დაიწყო. მართალია, ნაზარბაევმა მოლაპარაკებების ადგილად ასტანა შესთავაზა, მაგრამ ლოგისტიკისა და ევროპისგან დაშორების გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს მოლაპარაკებები მინსკში გამართულიყო”, _ აღნიშნა ტოკაევმა.

რა გამოდის? პუტინი ბელარუსთან აგვარებს ურთიერთობებს, ყაზახეთიც რუსეთს უჭერს მხარს, საქართველო კი უკრაინასთან ერთად “ოფსაიდშია”. სასაცილოდ გაისმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარები ყაზახეთის მიმართ. ეს მით უფრო, რომ უკრაინას “შეშფოთებისა” და “დემარშების” გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია (ბოლო დრომდე ისიც ჩვენსავით “საერთაშორისო თანამეგობრობის” იმედად იყო, მაგრამ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეყო გონიერება და “საერთაშორისო პარტნიორების” ძახილის ნაცვლად პირდაპირი და გააზრებული დიალოგი დაიწყო რუსეთთან. პოზიტიურმა შედეგმაც არ დააყოვნა და, ჩვენებური ნაცების მსგავსი ელემენტების საბოტაჟი რომ არა, შედეგები უფრო სერიოზული ექნებოდა _ რედ.).

ყირიმის ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა სერგეი ზირიანოვმა კი განაცხადა, რომ დასავლეთმა მაგალითი ყირიმის საკითხში ტოკაევისგან უნდა აიღოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი რუსეთს რეფერენდუმის საფუძველზე შეუერთდა, ყირიმის რეფერენდუმი კი უკრაინის კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here