Home სხვადასხვა დაიჯესტი “ყაზანი” _ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყველაზე მრისხანე მეტოქე

“ყაზანი” _ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყველაზე მრისხანე მეტოქე

1453
“ყაზანი” _ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყველაზე მრისხანე მეტოქე

ამერიკულმა გამოცემამ The National Interestმა აშშის სამხედროსაზღვაო ფლოტის ყველაზე მრისხანე მტრად რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავიყაზანიდაასახელა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკელი სამხედროები თავის დროზე აღაფრთოვანა “ყაზანის” წინამორბედმა “სევეროდვინსკმა” _ პროექტ “იასენის” პირველმა წყალქვეშა ნავმა.

“სევეროდვინსკისთვის” ერთი შეხედვაც კი საკმარისია, რომ მივხვდეთ: ჩვენ შევეჯახებით სერიოზულ პოტენციურ მოწინააღმდეგეს”, _ მოჰყავს გამოცემას ამერიკელი კონტრადმირალის _ დეივ ჯონსონის 2014 წელს ნათქვამი ფრაზა.

“ყაზანი” წყალში 2017 წლის მარტში ჩაუშვეს, პირველი გამოცდა კი 2018 წლის 25 სექტემბერს გაიარა. ამ სუბმარინას რუსეთის საზღვაო ფლოტი უკვე შემდეგი წლიდან მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ “ყაზანი” პროექტ “იასენით” გათვალისწინებული მეორე წყალქვეშა ნავია. შენდება კიდევ 5 ასეთი სუბმარინა: “ნოვოსიბირსკი”, “კრასნოიარსკი”, “არხანგელსკი”, “პერმი” და “ულიანოვსკი”. ეს წყალქვეშა ნავები აღიჭურვება “კალიბრისა” და “ონიქსის” სისტემის ფრთოსანი რაკეტებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here