Home რუბრიკები პოლიტიკა ღმერთო, ფულიანს გული მიეცი და გულიანს _ ფული!

ღმერთო, ფულიანს გული მიეცი და გულიანს _ ფული!

4065
ღმერთო, ფულიანს გული მიეცი და გულიანს _ ფული!

ცხოვრებაში, რომ იტყვიან, საახლობლო ვიწრო წრეში გაშლილ სუფრაზე ბახუსით შეზარხოშებულთ საქართველოს სადღეგრძელოს შესმისას ხშირად მოგვსვლია კამათი ჩვენი სამშობლოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ამ კამათისას სუფრის წევრთა უმრავლესობა (მათ შორის _ მეც), ქართველი ერის მართლაც დიადი ისტორიიდან გამომდინარე, მკერდში მჯიღის ცემით ვამტკიცებდით საქართველოსა და ქართველი ერის განსაკუთრებულობას, მაგრამ ჩვენ შორის ისეთითეთრი ყვავებიცგამოერეოდნენ, რომლებიც ზემო თქმულისგან განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ _ რომ ქართველები არაფრის მაქნისი, საკუთარ კუჭს გადაყოლილი, უკაცრავად და დამპალი ხალხი ვართ, რომ ილიას მკვლელობის გამო შეძრწუნებული აკაკის მიერ 100 წლის წინათ ნათქვამი _ “ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოდღევანდელ საქართველოზეც თამამად შეიძლება ითქვას. ამაზე თქვენი მონამორჩილის პასუხი იყო ის, რომ ამის მთქმელი საქართველოს ბულბულად წოდებული დიდი აკაკი წერეთელი იყო, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, ანალოგიური რამის თქმის უფლება არ გვაქვს. მსგავსი კამათი, როგორც წესი, კონსენსუსით თითქმის არასოდეს დამთავრებულა. კონსენსუსი კი არა, სუფრის თამადას ახალი სადღეგრძელოთი დროზე რომ არ განემუხტა დაძაბული სიტუაცია, ვინძლო ქეიფი ძმაკაცური მუშტიკრივითაც დამთავრებულიყო

ამასობაში ცხოვრება ტაატით მიდიოდა თავის გზაზე და ადრე ჩემსავით მოაზროვნე თაობა წლების მატებასთან ერთად იმ “ვირუსისგანაც” ნელ-ნელა “განვიკურნეთ”, რომელსაც “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ” ერქვა, მაგრამ არასოდეს გამიტოლებია თავი დიდი აკაკისთვის, რომ მასავით მეთქვა: “ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო”… თუმცა, ასეთი რაღაცის თქმის განსაკუთრებული მიზეზი საბჭოეთში დაბადებულ და აღზრდილ კაცს ნამდვილად არ მქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს იყო დრო, როდესაც საქართველოში არავის შიოდა, არავის სციოდა და არავის აკლდა წამალი და ექიმი, ყველასთვის იყო უფასო განათლება; მოკლედ იმსაზიზღარსაბჭოთა საქართველოში არავინ იყო უსახლკარო, მიუსაფარი.

ზემოთ “განსაკუთრებული მიზეზი” რომ ვახსენე, ის მქონდა მხედველობაში, რომ ერთადერთ მიზეზად შესაძლო უკმაყოფილებისა მიგვაჩნდა ის, რომ საბჭოთა საქართველო სსრკ-ის (წაიკითხე რუსეთის) კოლონია გვეგონა და ვღადაობდით _ “დემოკრატია და თავისუფლება გინდებლარიენ?!” ახლა ერთიც “თავზე საყრელად” გვაქვს და მეორეც. პირველის სიმბოლო გეიაღლუმებია, ხოლო მეორე _ თავისუფლება, გვაქვს დე ფაქტო და დე იურე სოხუმისა და ცხინვალის გარეშე.

არადა, სსრკის რესპუბლიკებს შორის ყველაზე მდიდარ საქართველოში ერთხელ მაინც მოხვედრა ყოველი საბჭოთა მოქალაქის (ძირითადად, რუსების) ოცნება იყო, რადგან, როდესაცკოლონიზატორირუსები ქოხებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მჟავე კომბოსტოთი თუ კარტოფილით ირჩენდნენ თავს, “რუსეთის კოლონიასაქართველოში ორსართულიანი სახლების ფანჯრებიდან თუ ეზოებიდან მწვადების სუნი გამოდიოდა, მწვადების, რომლითაც გულუხვად მასპინძლობდნენდაპყრობილიქართველებიდამპყრობელრუსებს.

საერთოდ, მსოფლიო ისტორიაში რუსეთის იმპერია იყო ერთადერთი, რომელშიც იმპერატორი ერის (თუ ასე თქმა შეიძლება) მოსახლეობაზე უკეთესად კოლონიების მოსახლეობა ცხოვრობდა, ანუ რუსეთი კი არ ძარცვავდა კოლონიებს (მაგალითად, ბრიტანეთის თვალუწვდენელი იმპერიის ბიუჯეტის 40% სწორედაც რომ მისი კოლონიებიდან ნაძარცვი სიმდიდრით ივსებოდა), არამედ იქით აჭმევდა მათ.

მაგალითად, სსრკ-ის პერიოდში, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის გარდა, ყველა რესპუბლიკა დოტაციური იყო და მათ შორის ყველაზე დოტაციური _ საბჭოთა საქართველო. ამას დაუმატეთ ქართველი ე.წ. “დელეცების” მოსკოვში ჩალიჩი და გასაგები იქნება, რატომ იყო საქართველოში ცხოვრების დონე ყველაზე მაღალი, რომლის ინდიკატორადაც თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ საქართველოში ერთ სულზე გაანგარიშებით ყველაზე მეტი ავტომობილი იყო.

ეს, ისე, რომ იტყვიან, მცირე ლირიკული გადახვევა. ახლა დღევანდელ, რბილად თუ ვიტყვით, უსიამოვნო რეალობას დავუბრუნდეთ.

ზოგი ჭირი მარგებელიაო, _ ნათქვამია, თუმცა კორონავირუსზე ანალოგიური რამის თქმა მიჭირს, მაგრამ მაინც… ამ საყოველთაო უბედურების ჟამს ბევრი რამ გამოჩნდა ისეთი, რის გამოც თქვენი მონა-მორჩილიც გავბედავ საქართველოზე, ქართველ ერზე დამსახურებული აუგის თქმას. დღევანდელ ვითარებაზე შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ხალხი მხოლოდ საყოველთაო უზრუნველობის ჟამსა ვართ ძალიან პატრიოტები, ვაჟკაცები და სხვა მრავალი დადებითი თვისების მქონენი, მაგრამ აი, კორონავირუსის გამო დადგა ჟამი საყოველთაო უბედურებისა და ყველანი სახლებში ჩავიკეტეთ, ოღონდაც არა ექიმების რჩევის გათვალისწინებით, _ სახლში დარჩითო, არამედ, როგორც ერთი ქართული ანდაზა ამბობს: “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო”, ანუ ოღონდ მე ვიყო კარგად და წყალსა და მეწყერს წაუღია ყველაფერიო.

ამიტომაც გაძვირდა ყველა სახის საქონელი, განსაკუთრებით საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქცია. რა სინდისნამუსით მიაქვთ შინ მოსახლეობის გაჭირვებაზე ნაშოვნი ფული ამ ვაჭრუკანებს?

ამას წინათ, სანამ ე.წ. მარშრუტკებს აკრძალავდნენ თბილისიდან რუსთავამდე და პირიქით, მგზავრობა კაცს 2 ლარი უჯდებოდა. მეორე დღეს ანალოგიური მომსახურებისთვის კერძო ტაქსისტები რამდენ ლარს ითხოვდნენ, იცით? _ არც მეტი, არც ნაკლები 20 ლარს! როდესაც ხალხმა დაამუნათა, _ რა ამბავია, შე კაცო, ამხელა თანხაო?! გაბღენძილმა მძღოლმა, _ მანქანა ჩემია და მგზავრობას რა ფასსაც მინდა, იმას დავადებო, _ უპასუხა. არ იყო ეს არაკაცი მაგრად მიბეგვის ღირსი? _ იყო, მაგრამ ე.წ. საბაზრო ეკონომიკის კანონები ასეთ ღორიშვილებს იცავს. ისე, ხომ არსებობს სახელმწიფო? საგანგებო მდგომარეობისა და უკვე კარანტინის გამოცხადების ფონზე ნუთუ არ აქვთ შესაბამისი ბერკეტი, რომელიც ადამიანთა უბედურებაზე ხელის მომთბობ ღორიშვილებს ლაგამს ამოსდებს?

თუმცა, ეს წვრილ-წვრილი წურბელები რა სახსენებელია, როდესაც დიდი ჯიბგირები უარესს სჩადიან. მაგალითად, ბენზინის ბიზნესი ავიღოთ, რომლის მონოპოლისტი ფირმები წლების განმავლობაში კორონავირუსის გარეშეც ატყავებენ მოსახლეობას _ გაძვირდება მსოფლიო ბაზარზე ნავთობი და ჩვენთანაც მყისიერად ძვირდება… გაიაფდება და პასუხიც მზად აქვთ: ძველი ფასებით გვაქვს შემოტანილი და, სანამ არსებული მარაგი არ გათავდება, ვერ გავაიაფებთო. ხან ძვირდება მსოფლიო ბაზარზე ნავთობი და ხან იაფდება, მონოპოლისტები კი მხოლოდ გაძვირებაზე რეაგირებენ და შედეგად ჩვენში ბენზინი გაცილებით ძვირია, ვიდრე ევროპა-ამერიკაში. ახლაც კი, როდესაც კორონავირუსის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა, საქართველოში ბენზინის ბიზნესი, რომ იტყვიან, ყურს არ იბერტყავს და კაცი არ არის პატრონი…

ახლა კი გთავაზობთ უმდიდრესი ქართველების სიას განსჯისთვის:

  1. ბიძინა ივანიშვილი _ 8 000 000 000 დოლარი;
  2. ტარიელ ვასაძე _ 5 000 000 000;
  3. ნიკოლოზ გოგიტიძე _ 4 000 000 000;
  4. თემურ სეფიაშვილი _ 3 100 000 000;
  5. დავით იაკობაშვილი _ 2 700 000 000;
  1. თენგიზ ხასაია _ 2 500 000 000;
  2. ზურაბ წერეთელი _ 2 000 000 000;
  3. დავით ჟვანია _ 1 000 000 000;
  4. გიორგი ჯოხთაბერიძე _ 1 000 000 000;
  5. ანზორ კიკალაშვილი _ 1.000.000.000;
  6. თამაზ სომხიშვილი _ 325 000 000;
  7. აბრამ ნანიკაშვილი _ 320 000 000;
  8. დავით ბეჟუაშვილი _ 300 000 000;
  9. შოთა ბოტერაშვილი _ 270 000 000;
  10. ბუტა ელიავა _ 250 000 000;
  11. ლევან ვასაძე _ 225 000 000;
  12. თემურ ქარჩავა _ 210 000 000;
  13. კახა ოქრიაშვილი _ 100 000 000;
  14. ზაზა ოქუაშვილი _ 100 000 000;
  15. ვანო ჩხარტიშვილი _ 100 000 000;
  16. პაატა კურტანიძე _ 100 000 000;
  17. სანდრო მეჯევიძე _ 100 000 000;
  18. ტარიელ ონიანი _ 100 000 000;
  19. ალექსანდრე ებრალიძე _ 82 000 000;
  20. მაია რჩეულიშვილი _ 80 000 000;
  21. ლაურა ღაჭავა _ 60 000 000;
  22. თემურ უგულავა _ 60 000 000;
  23. გოგი თოფაძე _ 50 000 000;
  24. კოტე გოგელია _ 50 000 000;
  25. ლაშა პაპაშვილი _ 50 000 000;
  26. გოგი ლიპარტელიანი _ 50 000 000
  27. თამაზ გაიაშვილი _ 42 000 000;
  28. კახა კალაძე _ 40 000 000;
  29. გია შერაძე _ 25 000 000;
  30. ლევან პირველი _ 22 000 000;
  31. აკაკი ჩხაიძე _ 20 000 000;
  32. ავთანდილ ჯორბენაძე _ 20 000 000;
  33. არჩილ გეგენავა _ 15 000 000
  34. ალეკო გოცირიძე _ 10 000 000
  35. ლევან გაჩეჩილაძე _ 10 000 000.

ამ სიის პირველ ათეულში მილიარდერები არიან, სხვები _ მულტიმილიონერები, ხოლო სიის ბოლოს რამდენიმე კაცი _ უბრალო მილიონერი. აქ დასახელებული თანხების დაჯამებას კალკულატორი თუ შეძლებს და ამიტომ ეს არცთუ მარტივი არითმეტიკა თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველო. ჩემი მხრიდან კი დავძენ, რომ ამდენი ქართველი მილიარდერმილიონერი კაცის მშობელი საქართველო უცხოელი ინვესტორების სიმცირეზე არ უნდა წუწუნებდეს. თუ საქართველოს ეკონომიკაში არ სურთ მილიონების ინვესტირება, ყველამ ერთად იმდენი მაინც უნდა გასცეს, რომ საქართველოში არავის სციოდეს, არავის შიოდეს და არავინ იყოს მიუსაფარი, აი, ისე, როგორცსაზიზღარიკომუნისტების პერიოდში იყო!

მაგრამ ეს რომ გააკეთო, მხოლოდ ქართული სახელი და გვარი საკმარისი არ არის, ქართულად უნდა გიძგერდეს გული, ანუ ფულთან ერთად გულიც უნდა გქონდეს და შენი ცხოვრების წესი უნდა იყოს რუსთაველის ეს აფორიზმი: “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”. ჩამოთვლილი უმდიდრესი ქართველების უმრავლესობის პრობლემა არის ის, რომ ბევრი ფული აქვთ, ხოლო გული (და სინდისიც) _ არა.

ამიტომაც დავასათაურე წინამდებარე წერილი ასე: “ღმერთო, ფულიანს გული მიეცი და გულიანს _ ფული!”.

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. ბ-ნო დავით, თქვენ სრულ სიმართლეს წერთ: „მსოფლიო ისტორიაში რუსეთის იმპერია იყო ერთადერთი, რომელშიც იმპერატორი ერის (თუ ასე თქმა შეიძლება) მოსახლეობაზე უკეთესად კოლონიების მოსახლეობა ცხოვრობდა, ანუ რუსეთი კი არ ძარცვავდა კოლონიებს (მაგალითად, ბრიტანეთის თვალუწვდენელი იმპერიის ბიუჯეტის 40% სწორედაც რომ მისი კოლონიებიდან ნაძარცვი სიმდიდრით ივსებოდა), არამედ იქით აჭმევდა მათ“. ამავე აზრს აღიარებდნენ თავის დროზე ანტისაბჭოთა ინგლის-ამერიკელი სოვეტოლოგები ალეკ ნოუვი, ჯ. ნიუთი და სხვები (იხ. ა. ათანელიშვილი, „სოვეტოლოგები საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ“, 1991, გვ.38). რაც შეეხება საქართველოს სსრ-ს, ამაშიც მართალი ხართ: „სსრკ–ის რესპუბლიკებს შორის ყველაზე მდიდარ საქართველოში ერთხელ მაინც მოხვედრა ყოველი საბჭოთა მოქალაქის (ძირითადად, რუსების) ოცნება იყო…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here