Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “ღმერთო, თუ არ მოგვხედავ, დაგვცინე მაინც, მეტი რა გთხოვო?”

“ღმერთო, თუ არ მოგვხედავ, დაგვცინე მაინც, მეტი რა გთხოვო?”

983

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას წერილის ციტირებას ახდენს და შემდეგ ამასთან დაკავშირებით ფრიად საინტერესო სტატუსს აქვეყნებს.


“შემთხვევით გიგი უგულავას მცირე წერილს გადავაწყდი… ჰო, ისა, თბილისის მერი რომ იყო, 50 მილიონს რომ ედავებოდნენ და მერე დაიჭირეს… კი, კი, აი, თავის ცოლს პლასტიკურ ოპერაციებს რომ უკეთებდა საზღვარგარეთ სახელმწიფოს ხარჯზე და ღამ-ღამობით ბოზებს 100-დოლარიანებსაც ჩუქნიდა. ჰოდა, ეს უგულავა წერს:

“კონსტიტუციის 94-ე მუხლი ზღუდავს მთავრობას რეფერენდუმის, ანუ ხალხის ნების გარეშე, გაზარდოს გადასახადი. ამ მუხლის გაუქმებით მთავრობას როცა მოესურვება ამოგიღებთ ჯიბიდან ფულს და დახარჯავს საკუთარ პრემიებზე.
– რაღა დარჩა თავისუფალი სუნთქვისგან?
– მხოლოდ ნახშიროჟანგი“.

ჰა, ჰა, ჰა… მერე იტყვით, რა გვჭირს, რატომ გვაქვს ჟამ-კარი არეულიო?! იმიტომ, რომ ყაჩაღი მორალს გვიკითხავს, ინდაური სახელმწიფო საქმეებზე წუხს, ავაზაკი ადვოკატობს, ბატი დირიჟორობს, კრეტინი მუსიკოსობს, ჩათლახი ადამიანის უფლებებს იცავს!

ღმერთო, თუ არ მოგვხედავ, დაგვცინე მაინც, მეტი რა გთხოვო?”- ნათქვამია ზდელაშვილის ფეისბუკ სტატუსში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here