Home რუბრიკები პოლიტიკა “ღმერთმა მიწა გვიწყალობა, რათა თაობიდან თაობამდე დაგვემუშავებინა და გვესარგებლა მისი ნაყოფით, მაგრამ...

“ღმერთმა მიწა გვიწყალობა, რათა თაობიდან თაობამდე დაგვემუშავებინა და გვესარგებლა მისი ნაყოფით, მაგრამ ღმერთის ნაწყალობევის გაყიდვის უფლება არ გვაქვს”

3706
ალექსანდრე ჭაჭია

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან უკვე 26 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ პრობლემები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას 1991 წლიდან აწუხებდა, დღესაც მოუგვარებელია, მეტიც _ უფრო დამძიმდა.

დღეს ქართველი ერი, მართლმადიდებელი ეკლესია, ეროვნული ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა, გააფთრებულ თავდასხმას განიცდის დასავლეთის მიერ წაქეზებული ულტრალიბერალებისგან, რომლებიც ცდილობენ, ქვეყნისთვის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემებისგან, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დემოგრაფიული კრიზისი, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა, უმუშევრობა, უცხოელების მოძალება თუ ქართველების ემიგრაცია, ყურადღება გადაიტანონ თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე _ ქალების სექსუალურ შევიწროებაზე, ოჯახურ ძალადობაზე, .. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე, და ერი ეროვნული ფასეულობების უარყოფისა და დასავლეთისგან თავსმოხვეული .. ფასეულობების დამკვიდრების პროცესში ჩაითრიონ.

დღეს ქართველი ერი არა მხოლოდ სულიერი გადაგვარების, არამედ ფიზიკური განადგურების პირასაა. 2002 წელს საქართველოში 4 371 534 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი _ 3 713 804 ადამიანი, ანუ 12 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 657 730 კაცით შემცირდა. 2003-2014 წლებში საქართველოდან უცხოეთში წავიდა და იქ, ერთ წელზე მეტია, ცხოვრობს დაახლოებით 750 ათასი კაცი. ამას ემატება უცხოელების მოძალება, რომლებიც ისედაც მცირემიწიან საქართველოში მიწებს ყიდულობენ და სახლდებიან.

შედეგად, როგორც ქართველი მეცნიერები ამბობენ (იხ. მათი მიმართვა პრემიერ კვირიკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაზეთის ამავე ნომერში), დღეს მიწის ყიდვაგაყიდვა სრულიად თავისუფალ ბაზარზე მინდობილია მსოფლიოს მხოლოდ ერთ ქვეყანაში _ საქართველოში”. ქართველი საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ მიწა უცხოელებს არ უნდა მივყიდოთ, რადგან უცხოელი საქართველოში მიწას იმიტომ ყიდულობს, რომ მერე უფრო ძვირად გაყიდოს, რაც სპეკულაციური ოპერაციაა და ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო არ არის; ან ყიდულობს იმისთვის, რომ თავისიანები ჩამოიყვანოს და დაასახლოს, რაც საქართველოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს. იმ საფრთხეზე, რომელიც ემუქრება ისედაც ტერიტორია შემოძარცვულ და დემოგრაფიული კატასტროფის პირას მდგომ ქვეყანას, ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ზუსტად 2 ათეული წლის წინათ მიგვითითებდა.

აი, რას ამბობდა ის 1997 წლის დეკემბერში გაზეთ საქართველოსთვისმიცემულ ინტერვიუში:

ქართველი კაცისთვის მიწა ღვთით ბოძებული სიმდიდრეა. ეს სიმდიდრე არ შეიძლება ვაჭრობის მიზნით გამოიყენებოდეს. მიწამ ადამიანს შემოსავალი დახარჯული შრომისა და დაღვრილი ოფლის საფასურად უნდა მისცეს. ამასთანავე, ღმერთმა მიწა, ერთ თაობას კი არა, მთელს ერს უბოძა, ერი კი მომავალ, ჯერ არდაბადებულ თაობებსაც მოიცავს. ამიტომ დღეს მცხოვრებ ადამიანთაგან არავის აქვს უფლება, განაგებდეს იმას, რაც მხოლოდ მას არ ეკუთვნის”.

* შეუძლებელია, არ დაეთანხმო ბატონ ალექსანდრეს, რადგან ისედაც მცირემიწიან საქართველოში, რომლის ტერიტორიაც, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, სულ 69,7 ათასი კვ.კმ-ია, არ შეიძლება ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი _ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა, გადაწყვიტოს ერთმა თაობამ, როგორი ბრძენიც უნდა იყოს ის. არადა, დღეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 5-5,5%, ანუ 50-55 ათასი ჰექტარი მიწა უცხოელების საკუთრებაა.

კიდევ ერთი ამონარიდი ალექსანდრე ჭაჭიას 20 წლისწინანდელი ინტერვიუდან:

მიწის შესახებ კანონის განხილვის პერიოდში ქართველი გლეხები, ანუ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამუშავებენ მიწას და რომლებისთვისაც ქალაქელრეფორმატორებსამ მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა (ყოველ შემთხვევაში, ასე გვიხსნიან ამ კანონის მიღების აუცილებლობას) სურთ, დაჟინებით სთხოვდნენ ხელისუფლებას, არ მოქცეულიყო ასე, რადგან ხვდებოდნენ, რომ ეს კანონი მხოლოდ ზიანს მოგვაყენებდა, მაგრამ ჩვენმაგანათლებულმა”, “სწავლულმამინისტრებმა გლეხთა მოსაზრება მათიჩამორჩენილობის”, “ველურობისადაარაცივილიზებულობისგამოვლენად ჩათვალეს. მათი ლოგიკა ხომ ასეთია: ამერიკასა და კანადაში ნანახი ჰყავთ მიწის მფლობელი ფერმერები; რადგან ამერიკელები და კანადელებიცივილიზებულიხალხია, .., საქართველოშიც მათ მსგავსად უნდა მოვიქცეთო. გარდა ამისა, თუ არ იქნება კანონი მიწის გაყიდვის შესახებ, სავალუტო ფონდი კრედიტებს არ გამოყოფს, ხოლო თუ კრედიტები არ იქნება, რაღა დაიტაცონ? მიწის შესახებ კანონის თავს მოხვევის მექანიზმიკლასიკურადპრიმიტიული იყო. გერმანიაში მიავლინეს რომელიღაც ახალგაზრდა იუსტიციის სამინისტროდან, რომელმაც იქ მოქმედი კანონის ტექსტი ჩამოიტანა, თარგმნეს ეს ტექსტი ქართულად (ისიც შეცდომებით) და აამოქმედეს პროპაგანდისტული მანქანა ლოზუნგით: ასეა მოწყობილი ცივილიზებულ გერმანიაში და ასევე უნდა მოვაწყოთ ჩვენც, თუ გვსურს ცივილიზებულნი ვიყოთო. ნუთუ ნაკლებ ცივილიზებულია ჰოლანდია, სადაც ფერმერებს მიწა იჯარით, მემკვიდრეობითობის უფლებით ეძლევათ, ან ისრაელი, სადაც მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის და მისი დამუშავების კოლექტიური ფორმებია მიღებული (კიბუცები)? სხვათა შორის, ეს ორი პატარა ქვეყანა სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოების ეფექტიანობით არც ერთ მოწინავე ქვეყანას არ ჩამოუვარდებადასავლური პრინციპების ძალდატანებითი ტრანსპლანტაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისადმი მონური მორჩილების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები დამღუპველია არა მხოლოდ თანამედროვე საქართველოსთვის, არამედ ქართველი ერის მომავალი თაობებისთვისაც. ასეთი გადაწყვეტილებების რიცხვს მიეკუთვნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მიწის შესახებ, რომელიც მის კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. მიწის ყიდვაგაყიდვა საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სიღატაკეში იმყოფება და ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის, შეუძლებელია, ქართველთა ინტერესებს ემსახურებოდეს. კანონში არსებული დებულება უცხოელების მიერ საქართველოში მიწის ყიდვის აკრძალვის შესახებ ისეთი უსუსურია, რომ მასზე ლაპარაკიც არ ღირს. ანალოგიური აკრძალვა პოლონეთშიც იყო მიღებული, მაგრამ, როდესაც უცხოელების მიერ ცრუმაგიერი პირების მეშვეობით მიწის შესყიდვის პროცესმა გარკვეულ დონეს მიაღწია, ფაქტობრივმა მფლობელებმა უკმაყოფილება გამოხატეს და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პოლონეთისგან აკრძალვის გაუქმება მოითხოვა, რაც სეიმმა დაუყოვნებლივ შეასრულა კიდეც, ასე მოხდება საქართველოშიც”.

* დასავლური პრინციპების ძალდატანებით გადმოტანაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისადმი მონურ მორჩილებასა და ამ რეკომენდაციების შედეგად მიღებულ დამღუპველ გადაწყვეტილებებზე ალექსანდრე ჭაჭიას შემდეგ სხვა ექსპერტებიც ალაპარაკდნენ.

აი პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას კიდევ ერთი გაფრთხილება, ამჯერად გაზეთსაქართველო და მსოფლიოს” (#20 (207), 5-11 ივნისი, 2013 .) ფურცლებიდან:

თუ გახსოვთ, ყოველთვის გამოვდიოდი მიწაზე კერძო საკუთრების შემოღების წინააღმდეგ, მომყავდა მაგალითები რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ამ მახეში გაებნენ, ვარწმუნებდი საზოგადოებას, რომ გაპარტახებულ ქვეყანაში კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწა გახდება ღარიბი გლეხისთვის ერთადერთი, მაგრამ მკვდარი კაპიტალი და ის აუცილებლად შეეცდება მის გაყიდვას, ხოლო ყიდვას შეძლებენ მხოლოდ უცხოელები. ჩემი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს არისყველა ცივილიზებული სახელმწიფოს პრაქტიკადა, “თუ ჩვენ ევროპაში გვინდა”, უნდა ვიყოთ ასეთივე ცივილიზებულები. მთავარი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა და მის მიერ დაქირავებული საქართველოს მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები არწმუნებდნენ ერს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობასსაბჭოთა ჩიხიდანგამოიყვანს. ეს ასფალტზე გაზრდილიექსპერტებიარწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ, თუ კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს გააუქმებდნენ და მიწას გლეხებს კერძო საკუთრებაში დაურიგებდნენ, მაშინ მადლიერი და გახარებული გლეხობა გამორჩეული ენთუზიაზმით დაამუშავებდა მას, მოსავლიანობა ათმაგად გაიზრდებოდა და ყველა იქნებოდა ბედნიერი და კმაყოფილი. საინტერესოა, რომ თავად გლეხები სხვა აზრისანი იყვნენ, მაგრამექსპერტებიამას მათიჩამორჩენილობითადასაბჭოთა მენტალიტეტითხსნიდნენ. მახსოვს ტელერეპორტაჟი კახეთიდან, რომელშიც ჟურნალისტმა ჰკითხა მოხუც გლეხს, რას გააკეთებდა იგი, როდესაც მიწას საკუთრებაში მიიღებდა. მან დაღონებულმა შეხედა მას და უპასუხა: “გავყიდი, შვილო, თუ ვინმე იყიდის. რით ან როგორ დავამუშავებ?”. ჩვენსცივილიზებულექსპერტებს არ ესმოდათ, რომ თავად მიწა გლეხისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ღირებულებას წარმოადგენს მოსავალი და მისი რეალიზაციის შესაძლებლობა. ხოლო რათა მიიღო მოსავალი, მიწა უნდა დაამუშავო, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ტექნიკა, საწვავი, სასუქი და . . თუ ეს ყველაფერი გლეხს არ გააჩნია, მაშინ მიწაც არ სჭირდება და იგი ეცდება მის გაყიდვას; ხოლო მცირემიწიანი საქართველოს პირობებში ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი ერი დაკარგავს საკუთარ მიწაზე უფლებას. მიწაზე კერძო საკუთრების შემოღება არის დანაშაული არა მხოლოდ მცირემიწიანობის მიზეზით, არამედ იმიტომაც, რომ ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს და ერი არაა მხოლოდ დღევანდელი თაობა, არამედ _ წინა და მომავალი თაობებიც, ერთად აღებული. ერის არც ერთ თაობას არ აქვს უფლება, გაყიდოს ის, რაც მხოლოდ მას არ ეკუთვნის. ღმერთმა მიწა გვიწყალობა, რათა თაობიდან თაობამდე დაგვემუშავებინა და გვესარგებლა მისი ნაყოფით, მაგრამ ღმერთის წყალობის გაყიდვის უფლება არ გვაქვს. თავის დროზე ძალიან გამიკვირდა, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ გამოთქვა პროტესტი მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე”.

* თუ ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს ტერიტორიაშემოძარცვული საქართველოს მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას, იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად სახსარი არ აქვს და ლუკმაპურის ფულის საშოვნელად უცხოეთში გარბის, საქართველოში ქართველები მალე უმცირესობა ვიქნებით, მიწას კი უცხოტომელები დაეპატრონებიან.

ალექსანდრე ჭაჭია ქართველი ერის გადარჩენის გზებზეც მიუთითებდა:

ქართველმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ეროვნული ღირებულებებისა და პრიორიტეტების სისტემა. 15 წლის წინათ შევიმუშავე და გამოვაქვეყნესაქართველოს ეროვნულსახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია”, რომელშიც ჩამოვაყალიბე ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მიზნები და ამოცანები განვითარების გარდამავალ პერიოდსა და პერსპექტივაში. მთავარ მიზნად ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისგან და ზნეობრივი დეგრადაციისგან დაცვა მივიჩნიე. მაშინვე დავასახელე ლოზუნგი პატრიოტული ძალებისთვის _ “ქართველობის გადასარჩენად!” შევარდნაძემ და მისმა კარის ინტელიგენციამ, შემდგომში კი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მენაციონალისტიდაკრემლის რუპორიმიწოდეს, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავის თავსოპოზიციასეძახდნენ, მკვეთრად დაგმეს ჩემიანტიამერიკანიზმიდაანტიევროპეიზმი”. დღეს ის ჩემი ლოზუნგი კიდევ უფრო აქტუალურია, თუმცა, შესაძლოა, უკვე გვიანიცაათითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი განაგრძობს ზურაბ ჟვანიას ბოდვითი განცხადებით ხელმძღვანელობას: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!”. სააკაშვილი და მისი ცხვირმოუხოცავი თანამზრახველები 10 წელი უდებდნენ ხალხს თავში, რომ საქართველობრუნდებაევროპაში, რომ ჩვენ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ და . . ამისთვის ჩამოჰყავდათ აქ ვიღაც ევროპელი მასხარები _ მესამეხარისხოვანი ქვეყნების პრეზიდენტები, ევროპარლამენტარები, მოედნებზე სამარცხვინო შოუებს დგამდნენსაქართველო არასოდეს ყოფილა ევროპის ნაწილი და ევროპა არასოდეს თვლიდა საქართველოს თავის ნაწილად. ევროპულმა კულტურამ, ევროპულმა ღირებულებებმა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში შემოაღწია რუსეთიდან. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისშითერგდალეულთა”, დიდი ქართველი განმანათლებლების დამსახურებით, ეს პროცესი გაძლიერდა. მაგრამ მაშინ ევროპა სწრაფად ვითარდებოდა, ევროპული ღირებულებები იყო ჭეშმარიტი პროგრესული ღირებულებები განათლებაშიც, მეცნიერებაშიც, ხელოვნებაშიც, ტექნიკაშიც, წარმოების ორგანიზებაშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. დღეს ევროპა მძლავრად დეგრადირებს. ევროპული სახელმწიფოები აღარ არიან დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოები თავისი ეროვნული ტრადიციებით, წესჩვეულებებით, ზნეობრივი ნორმებით. უმრავლესობის ნება _ დემოკრატიის საფუძველი _ აღარაფერს წყვეტს. იგი შეცვალა საგარეო პოლიტიკაში აშშისა და საერთაშორისო კაპიტალის ნებამ, საშინაოში _ “უმცირესობათამოთხოვნებმამულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ და მცდელობებმა, მომხდარიყო მილიონობით მიგრანტის ინტეგრაცია, კრახი განიცადა. კომფორტით განებივრებული ევროპელები, რომლებიც ორიენტირებულები არიან მოხმარებაზე, რომლებმაც დაივიწყეს ქრისტიანული პოსტულატები და მიეჩვივნენუმცირესობათა უფლებებისდაცვას, დაუცველები აღმოჩნდნენ ეროვნულად და რელიგიურად ერთსულოვანი მიგრანტების სათემოების უხეში ზეწოლის წინაშე, რომლებიც დაჟინებით და აგრესიულად ახვევენ თავს ევროპას საკუთარ ნორმებსა და ქცევის წესებსევროპელ ერებს, თუ მათ გადარჩენა სურთ, არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდნენ ეროვნულ სახელმწიფოებს და რადიკალურად შეცვალონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, #19 (206), 29 მაისი _ 4 ივნისი, 2013 წ.).

* როგორც ხედავთ, ალექსანდრე ჭაჭიას პოლიტიკური პროგნოზები საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ, რომლებიც ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა, ზედმიწევნით ზუსტი აღმოჩნდა _ დღეს ქართველ ერს თავს ახვევენ ე.წ. დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ოჯახის კულტსა და ეროვნულ ტრადიციებს, უტევს მართლმადიდებლობას, როგორც ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების უკანასკნელ ბასტიონს. დასავლური თანამედროვე ღირებულებებისადმი გაუაზრებელი თაყვანისცემით ერი გადაგვარების გზას დაადგა. დღეს ახალგაზრდა თაობის დიდ ნაწილს ქართული მამაპაპური ტრადიციების დაცვა ჩამორჩენილობად მიაჩნია, დაბალია შობადობის, განათლებისა და სოციალური დაცვის დონე, დიდია მიგრაცია და, შესაბამისად, ერი გადაშენების პირასაა. ამიტომ, თუ გვინდა, გადავრჩეთ ფიზიკურად და სულიერად, ენა, მამული (მიწა) და სარწმუნოება უნდა შევინარჩუნოთ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

ცნობისთვის: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 6 ქვეყანაში არ არის მიწის თავისუფალი ბაზარი. ეს ქვეყნებია: სამხრეთი კორეა, კუბა, ვენესუელა, ტაჯიკეთი, კონგო და უკრაინა. ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ესტონეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ავსტრია, შვეიცარია, ახალი ზელანდია და სხვ, სხვადასხვა შეზღუდვაა დაწესებული მიწის შეძენაზე. ხორვატიაში, სერბეთში, ისრაელსა და დიდ ბრიტანეთში კი უცხოელი მიწას ვერ იყიდის.

2 COMMENTS

  1. ამ სტატიას არც წავიკითხავ და დავეყრფნობი სათაურს – იმდენად მწამს მისი ავტორის

  2. ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი, უაღრესად საღად მოაზროვნე აი ასეთები რომ გვყავდეს ხელისუფლებაში საქართველოს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა მაგრამ ასეთ პიროვნებას ვინ მიაკარებს ხელისუფლებაში? ამერიკის ელჩი ამას იძამს? ვაი ჩვენს პატრონს

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ბენო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here