Home ახალი ამბები საქართველო ღარიბების რაოდენობამ 18%-ით მოიმატა _ რამდენი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას

ღარიბების რაოდენობამ 18%-ით მოიმატა _ რამდენი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას

109
ღარიბების რაოდენობამ 18%-ით მოიმატა _ რამდენი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას

საქართველოში უკიდურესად ღარიბი ადამიანების რაოდენობა ყოველთვიურად მატულობს. ბოლო წელიწადში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 18%-ით მოიმატა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (უკიდურესად გაჭირვებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83 296 ადამიანით არის მომატებული. სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი _ 541 764-ს, რაც მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს. მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც _ მათი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რაოდენობა შეადგენდა 922 247-ს, დღეის მდგომარეობით კი, ბაზაში 1 033 051 ადამიანია რეგისტრირებული.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here