Home სხვადასხვა დაიჯესტი ღამის კლუბში დაწყებული “სიყვარულის” სევდიანი დასასრული

ღამის კლუბში დაწყებული “სიყვარულის” სევდიანი დასასრული

1517
ინგლისი

ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელს გაუმჟღავნდა, რომ  გეისაყვარელი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახებული იყო, ეს მის ოთხწლიან სასიყვარულო ურთიერთობას ხელს არ უშლიდა.

ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მოდის ინდუსტრიაში მუშაობს, დაადასტურა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა ფეხბურთის ვარსკვლავს, რომელიც, დიდი ხანია, დაქორწინებულია და ჰყავს შვილი. “მაგრამ, ეს ამბავი თუ გამჟღავნდა, მის კარიერას საფრთხე დაემუქრება”, _ წერს 21 წლის “კეკლუცი”.

The Sun-ის რედაქცია ფეხბურთელის ვინაობის გამხელას მოერიდა, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ გუნდის წევრებისთვის ამ ადამიანის ბისექსუალურობა საიდუმლო არ არის.

“მას სკანდალების ეშინია. ჩვენი ურთიერთობა მკაცრად გასაიდუმლოებულია”, _ ამბობს “საყვარელი”.

ისინი ერთმანეთს ოთხი წლის წინათ შეხვდნენ ღამის კლუბში, ისაუბრეს, ტელეფონების ნომრები გაცვალეს… და დაიწყო “სიყვარულის” ისტორია.

“მე იგი მომწონდა, როგორც ადამიანი. ჩვენ მხოლოდ სექსისთვის არ ვხვდებოდით ერთმანეთს. ზოგჯერ მხოლოდ ვსეირნობდით მისი მანქანით, დავდიოდით კლუბებში”, _ განაცხადა ახალგაზრდამ, რომელიც ჟურნალისტებს ფეხბურთელის საყვარლად გაეცნო.

ეს “სასიყვარულო” ამბავიც,  როგორც ბევრი სხვა, ბანალურად დასრულდა: ფეხბურთელის სატელეფონო ზარებს სიყვარულგანელებული მოდელიერმა აღარ უპასუხა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here