ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგო ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონამ სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. გოგონას გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. მათივე ცნობით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიება სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.