Home ახალი ამბები ქუთაისის მერიამ რქოსანი პირუტყვი დააკავა

ქუთაისის მერიამ რქოსანი პირუტყვი დააკავა

719

ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე მოწყობილ უსაფრთხოების კუნძულზე მობალახე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დააკავა.

დაკავებული პირუტყვი მერიის ააიპ “სპეციალური სერვისების” თანამშრომლებმა ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს. პირუტყვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მობალახე პირუტყვის ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.

“დასუფთავების სამსახური პატრულირებას ახდენს ქალაქის მასშტაბით. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება რეაგირება, თუმცა, თუ მოსახლეობა მსგავს ფაქტს დააფიქსირებს, ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი და შეუძლიათ, მოგვმართონ”, – აცხადებენ “სპეციალურ სერვისებში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here